მოიძებნა 668042 ჩანაწერი
562021.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ორმხრივსიმეტრიანების ძირითადი ჯგუფები კემბრიული აფეთქების დროს წარმოიქმნენ.
During the Cambrian explosion, most major groups of bilaterians emerged.
562022.
ბიოლოგია | თავი XXXIII
აქ ჩვენ განვიხილავთ ორმხრივსიმეტრიანების ექვს ტიპს. 33.4-33.8 კონცეფციებში კი ორმხრივსიმეტრიანების კიდევ ექვს ძირითად ტიპს გავეცნობით.
This section will focus on just six bilaterian phyla; Concepts 33.4-33.8 will explore six other major bilaterian phyla.
562023.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ბრტყელი ჭიები (ტიპი ბრტყელი ანუ პარენქიმული ჭიები - Platyhelminthes) ზღვებში, მტკნარ წყლებში და დაჭაობებულ ადგილებში ბინადრობენ.
Flatworms (phylum Platyhelminthes) live in marine, freshwater, and damp terrestrial habitats.
562024.
ბიოლოგია | თავი XXXIII
თავისუფლად მცხოვრები ფორმების გარდა ბევრი ფორმა ცხოველების ან ადამიანის პარაზიტია, მაგალითად: ტრემატოდები და თასმიანი ჭიები (სოლიტერი).
In addition to many freeliving forms, flatworms include many parasitic species, such as flukes and tapeworms.
562025.
ბიოლოგია | თავი XXXIII
თუმცა ბრტყელ ჭიებს სამჩანასახოვანი შრის განვითარება ახასიათებს, ისინი ნაწლავღრუიანებია (ანუ ცხოველები, რომლებსაც სხეულის ღრუ არა აქვს.
Although flatworms undergo triploblastic development, they are acoelomates (animals that lack a body cavity).
562026.
ბიოლოგია | თავი XXXIII
სხეულის ბრტყელი ფორმის გამო ყველა უჯრედი გარემოსთან ახლოსაა, ამიტომ შესაძლებელია გარემოსთან აირების პირდაპირი მიმოცვლა და დიფუზიის გზით აზოტოვანი ნარჩენების (ამონიუმის) გარეთ გამოდევნა.
Their flat shape places all cells close to the surrounding water, enabling gas exchange and the elimination of nitrogenous waste (ammonia) to occur by diffusion across the body surface.
562027.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ბრტყელი ჭიების უმეტესობას აქვს ერთი ღია ნაწილის მქონე საჭმლის მომნელებელი ღრუ.
Most flatworms have a gastrovascular cavity with only one opening.
562028.
ბიოლოგია | თავი XXXIII
საჭმლის მომნელებელი ღრუს წვრილი განშტოებების მეშვეობით საჭმელი მთელ სხეულს მიეწოდება.
The fine branches of the gastrovascular cavity distribute food throughout the animal.
562029.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ტურბელარიები (თითქმის ყველა) მლაშე წყლის თავისუფლად მცხოვრები ბინადრებია.
Turbellarians are nearly all free-living and mostly marine.
562030.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ყველაზე ცნობილი ტურბელარიები გვარი Dugesia-ს წარმომადგენლები - პლანარიებია.
The best-known turbellarians are members of the genus Dugesia, commonly called planarians.
562031.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ისინი მრავლად არიან სუფთა გუბეებში და ნაკადულებში. მათი ნაწილი მტაცებელია, ნაწილი კი მკვდარი ცხოველებით იკვებება.
Abundant in unpolluted ponds and streams, planarians prey on smaller an imals or feed on dead animals.
562032.
ბიოლოგია | თავი XXXIII
პლანარიები მოძრაობენ ვენტრალურ ეპიდერმისზე განლაგებული წამწამების საშუალებით.
Planarians move by using cilia on their ventral epidermis, gliding along a film of mucus they secrete.
562033.
ბიოლოგია | თავი XXXIII
პლანარიების თავი შეიარაღებულია სინათლის მიმართ მგრძნობიარე წყვილი თვალაკით და გვერდითი საცეცისმაგვარი გამონაზარდებით (ყურებით). მათი დანიშნულება გარკვეული ქიმიური ნივთიერებების შეგრძნებაა.
A planarian's head is equipped with a pair of light-sensitive eyespots and lateral flaps that function mainly to detect specific chemicals.
562034.
ბიოლოგია | თავი XXXIII
პლანარიების ნერვული ქსელი უფრო რთული და ცენტრალიზებულია, ვიდრე მსუსხავების.
The planarian nervous system is more complex and centralized than the nerve nets of cnidarians.
562035.
ბიოლოგია | თავი XXXIII
პლანარიებს გამღიზიანებელზე საპასუხო რეაქციების ცვლილების დასწავლა შეუძლიათ.
Planarians can learn to modify their responses to stimuli.
562036.
ბიოლოგია | თავი XXXIII
პლანარიას უსქესოს რეგენერაციის გზით მრავლდება.
Planarians can reproduce asexually through regeneration.
562037.
ბიოლოგია | თავი XXXIII
მშობლიური პლანარია შუაზე იხლიჩება და ყოველი ნახევრისგან მეორე ნახევარი აღდგება.
The parent constricts in the middle, and each half regenerates the missing end.
562038.
ბიოლოგია | თავი XXXIII
მონოგენეზური მწოველები და ტრემატოდები.
Monogeneans and Trematodes.
562039.
ბიოლოგია | თავი XXXIII
მონოგენეზური მწოველები და ტრემატოდები პარაზიტებია. ისინი ან სხვა ცხოველების ორგანიზმებში ან მათი სხეულის ზედაპირზე ბინადრობენ.
Monogeneans and trematodes live as parasites in or on other animals.
562040.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ბევრს აქვს მასპინძლის სხეულის ზედაპირზე ან შინაგან ორგანოებზე მისამაგრებელი მისაწოვრები.
Many have suckers for attaching to internal organs or to the outer surfaces of the host.