მოიძებნა 668042 ჩანაწერი
561981.
ბიოლოგია | თავი XXXIII
მოუნელებელი საკვები გამოიდევნება პირის/ანუსის გავლით.
The undigested remains are egested through the mouth/anus.
561982.
ბიოლოგია | თავი XXXIII
საცეცები შეიარაღებულია კნიდოციტების კომპლექტით - უჯრედებით, რომლებიც ცხოველს საშიშროების შემთხვევაში იცავენ და მსხვერპლის დაჭერაში მონაწილეობენ.
The tentacles are armed with batteries of cnidocytes, unique cells that function in defense and the capture of prey.
561983.
ბიოლოგია | თავი XXXIII
კნიდების ერთ-ერთი ფორმა - ნემატოციტები მსუსხავი კაფსულებია.
Cnidae called nematocysts are stinging capsules.
561984.
ბიოლოგია | თავი XXXIII
სხვა კნიდებს ძალიან გრძელი მსუსხავი ან მხლართავი ძაფები აქვთ, რომლებიც საცეცებში მოხვედრილ პატარა ზომის მსხვერპლს იჭერენ.
Other cnidae have very long threads that stick to or entangle small prey that bump into the tentacles.
561985.
ბიოლოგია | თავი XXXIII
მსუსხავების კუმშვადი ქსოვილები და ნერვები პრიმიტიული ფორმისაა.
Contractile tissues and nerves occur in their simplest forms in cnidarians.
561986.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ეპიდერმის უჯრედები (გარეგანი შრე) და გასტროდერმის უჯრედები (შინაგანი შრე) მიკროფილამენტების (მიკროძაფების) შეკვრებს შეიცავენ. ეს შეკვრები კუმშვად ბოჭკოებს ქმნიან.
Cells of the epidermis (outer layer) and gastrodermis (inner layer) have bundles of microfilaments arranged into contractile fibers.
561987.
ბიოლოგია | თავი XXXIII
გასტროვასკულარული ღრუ ჰიდროსტატიკური ჩონჩხის ფუნქციას ასრულებს. კუმშვადი უჯრედები მასზე დაყრდნობით ფუნქციონირებენ.
The gastrovascular cavity acts as a hydrostatic skeleton against which the contractile cells can work.
561988.
ბიოლოგია | თავი XXXIII
როცა კნიდარია პირს ხურავს, ღრუს მოცულობა ფიქსირებული რჩება. ცხოველის სხეულის ფორმის ცვლილება შესაძლებელია უჯრედების შერჩევითი შეკუმშვის შედეგად.
When a cnidarian closes its mouth, the volume of the cavity is fixed, and contraction of selected cells causes the animal to change shape.
561989.
ბიოლოგია | თავი XXXIII
მოძრაობის კოორდინაციას ნერვული ქსელი ახორციელებს.
Movements are coordinated by a nerve net.
561990.
ბიოლოგია | თავი XXXIII
მსუსხავებს ტვინი და ცენტრალური ნერვული სისტემა არ აქვს. ნერვული ქსელი დაკავშირებულია სხეულში რადიალურად განლაგებულ მარტივ მგრძნობიარე სტრუქტურებთან.
Cnidarians have no brain, and the noncentralized nerve net is associated with simple sensory structures that are distributed radially around the body.
561991.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ასე რომ, ცხოველი ყველა მიმართულებიდან მოსულ გაღიზიანებას შეიგრძნობს და შესაბამისად რეაგირებს.
Thus, the animal can detect and respond to stimuli equally from all directions.
561992.
ბიოლოგია | თავი XXXIII
33.1 ცხრილში მოყვანილია მსუსხავების კლასიფიკაცია. ტიპი მსუსხავები ოთხ მთავარ კლასად იყოფა: Hydrozoa (ჰიდროიდულები), Scyphozoa (სციფოიდური მედუზები), Cubozoa (კუბური მედუზები) და Anthozoa (მარჯნის პოლიპები).
As summarized in Table 33.1, the phylum Cnidaria is divided into four major classes: Hydrozoa, Scyphozoa, Cubozoa, and Anthozoa.
561993.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ობელიას სასიცოცხლო ციკლის მაგალითზე ვხედავთ, რომ ჰიდროიდულების უმეტესობის ფორმა გარდამავალია პოლიპისა და მედუზას ფორმებს შორის.
Most hydrozoans alternate between polyp and medusa forms, as in the life cycle of Obelia.
561994.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ობელიას შემთხვევაში პოლიპის სტადია (ურთიერთდაკავშირებული პოლიპების კოლონია) უფრო გამოხატულია, ვიდრე მედუზას სტადია.
The polyp stage, a colony of interconnected polyps in the case of Obelia, is more conspicuous than the medusae.
561995.
ბიოლოგია | თავი XXXIII
მტკნარ წყალში მობინადრე მსუსხავებს შორის სხვა ჰიდროიდულებისგან განსხვავებული ჰიდრებიცაა. ისინი მხოლოდ პოლიპის ფორმით არსებობენ.
Hydras, among the few cnidarians found in fresh water, are unusual hydrozoans in that they exist only in the polyp form.
561996.
ბიოლოგია | თავი XXXIII
გარემოს ხელსაყრელი პირობებისას ჰიდრა უსქესოდ (დაკვირტვით) მრავლდება. დაკვირტვით გამრავლების დროს ჰიდრას უჩნდება გამონაზარდი, რომელიც შემდგომში მშობელს გამოეყოფა და დამოუკიდებლად იწყებს ცხოვრებას გარემო პირობების გაუარესებისას ჰიდრები სქესობრივად მრავლდებიან.
When environmental conditions are favorable, a hydra reproduces asexually by budding, the formation of outgrowths that pinch off from the parent and live independently.
561997.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ამ დროს წარმოიქმნება გარემო პირობებისადმი რეზისტენტული ზიგოტა, რომელიც იქამდე რჩება განუვითარებელი, სანამ პირობები არ გაუმჯობესდება.
When environmental conditions deteriorate, hydras can reproduce sexually, forming resistant zygotes that remain dormant until the conditions improve.
561998.
ბიოლოგია | თავი XXXIII
კლასი სციფოიდური მედუზების სასიცოცხლო ციკლის ძირითადი სტადია მედუზაა.
The medusa generally is the predominant stage in the life cycle of the class Scyphozoa.
561999.
ბიოლოგია | თავი XXXIII
მედუზების სახეობების უმეტესობა პლანქტონის ჟელესმაგვარი ცხოველებია.
The medusae of most species live among the plankton as jellies.
562000.
ბიოლოგია | თავი XXXIII
პლანქტონში ისინი თავისუფლად მოცურავე მედუზების სახით გვხვდება. სანაპიროსთან მობინადრე სციფოიდური მედუზების უმეტესობა სასიცოცხლო ციკლში პოლიპის სტადიას გადის. ღია ოკეანეში მცხოვრებ მედუზებს ეს სტადია არა აქვს.
Most coastal scyphozoans go through a small polyp stage during their life cycle, whereas those that live in the open ocean generally lack the polyp stage completely.