მოიძებნა 668042 ჩანაწერი
562041.
ბიოლოგია | თავი XXXIII
მასპინძლის სხეულში დაზიანებისგან მათ მკვრივი გარსი იცავს.
A tough covering helps protect the parasites within their hosts.
562042.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ამ ჭიების რეპროდუქციული (სასქესო) ორგანოები სხეულის თითქმის მთელ შიგთავსს იკავებს.
Reproductive organs occupy nearly the entire interior of these worms.
562043.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ტრემატოდები უამრავი სახეობის პარაზიტებია. ტრემატოდების უმეტესობას რთული სასიცოცხლო ციკლი აქვს. ციკლში მონაცვლეობს სქესობრივი და უსქესო გამრავლების სტადიები.
As a group, trematodes parasitize a wide range of hosts, and most species have complex life cycles with alternating sexual and asexual stages.
562044.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ბევრ ტრემატოდას გამრავლებისთვის შუალედური მასპინძელი ესაჭიროება. ლარვა ჯერ შუალედური მასპინძლის სხეულში ვითარდება, შემდეგ კი საბოლოო მასპინძელში (როგორც წესი, ხერხემლიან ცხოველში) ხვდება. ზრდასრული ჭიები საბოლოო მასპინძელში ბინადრობენ.
Many trematodes require an intermediate host in which larvae develop before infecting the final host (usually a vertebrate), where the adult worms live.
562045.
ბიოლოგია | თავი XXXIII
მაგალითად: ადამიანის პარაზიტი ტრემატოდები სიცოცხლის ნაწილს ლოკოკინაში ატარებენ.
For example, trematodes that parasitize humans spend part of their lives in snail hosts.
562046.
ბიოლოგია | თავი XXXIII
მსოფლიოში სისხლის მწოველებით (Schistosoma) 200 მილიონი ადამიანია ინფიცირებული. ეს პარაზიტი იწვევს შისტოსომოზს, დაავადებას, რომლის სიმპტომებს შორის ტკივილია, ანემია და დიზენტერია.
The 200 million people around the world who are infected with blood flukes (Schistosoma) suffer from schistosomiasis, a disease whose symptoms include pain, anemia, and dysentery.
562047.
ბიოლოგია | თავი XXXIII
სხვადასხვა მასპინძელში ცხოვრების შედეგად ტრემატოდებს თავისუფლად მცხოვრები ცხოველებისგან განსხვავებული მოთხოვნები გაუჩნდა.
Living within different hosts puts demands on trematodes that free-living animals don't face.
562048.
ბიოლოგია | თავი XXXIII
მაგალითად: სისხლის მწოველა როგორც ადამიანის, ასევე ლოკოკინას იმუნური სისტემის მიმართ მდგრადი უნდა იყოს.
A blood fluke, for instance, must evade the immune systems of both snails and humans.
562049.
ბიოლოგია | თავი XXXIII
საკუთარი ცილების მიმსგავსებით მასპინძლის ზედაპირის (სადაც ის მიმაგრებულია) ცილებთან, სისხლის მწოველა იმუნურ თავდაცვას ანუ შენიღბვას ახერხებს.
By mimicking the surface proteins of its hosts, the blood fluke creates a partial immunological camouflage for itself.
562050.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ამავე დროს, იგი მოლეკულებს გამოყოფს, რომლებიც იწვევს მასპინძლის იმუნური სისტემის შემწყნარებლობას პარაზიტის მიმართ.
It also releases molecules that manipulate the hosts' immune systems into tolerating the parasite's existence.
562051.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ეს თავდაცვა იმდენად ქმედითია, რომ ზოგი მწოველა მასპინძელში 40 წელზე მეტ ხანს ცოცხლობს.
These defenses are so effective that individual flukes can survive in humans for more than 40 years.
562052.
ბიოლოგია | თავი XXXIII
მონოგენეზური მწოველების უმეტესობა თევზის გარეგანი პარაზიტია.
Most monogeneans are external parasites of fish.
562053.
ბიოლოგია | თავი XXXIII
მონოგენეზური მწოველების სასიცოცხლო ციკლი შედარებით მარტივია. ის წამწამიანი, თავისუფლად მცურავი ლარვას სტადიას მოიცავს. ლარვა მასპინძელს აინფიცირებს.
The monogenean life cycle is relatively simple, with a ciliated, freeswimming larva initiating the infection on a host.
562054.
ბიოლოგია | თავი XXXIII
მონოგენეზურ მწოველებს ტრადიციულად ტრემატოდებთან აერთიანებდნენ, მაგრამ ზოგი სტრუქტურული და ქიმიური თვისებების მიხედვით ისინი უფრო ახლოს თასმიან ჭიებთან დგანან.
Although monogeneans have been traditionally aligned with the trematodes, some structural and chemical evidence suggests they are more closely related to tapeworms.
562055.
ბიოლოგია | თავი XXXIII
თასმიანი ჭიები (კლასი ცესტოდები -Cestoidea) ასევე პარაზიტებია.
Tapeworms (class Cestoidea) are also parasitic.
562056.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ზრდასრული ფორმები ძირითადად ხერხემლიანებში (ადამიანის ჩათვლით) პარაზიტობენ.
The adults live mostly inside vertebrates, including humans.
562057.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ბევრი თასმიანი ჭიის თავის ბოლო, ანუ სკოლექსი შეიარაღებულია მისაწოვრებითა და კაუჭებით. მათი მეშვეობით ჭია ემაგრება მასპინძლის ნაწლავის კედელს.
In many tapeworms, the anterior end, or scolex, is armed with suckers and often hooks that lock the worm to the intestinal lining of the host.
562058.
ბიოლოგია | თავი XXXIII
თასმიან ჭიებს საჭმლის მომნელებელი ღრუ არა აქვთ. ისინი იწოვენ მასპინძლის ნაწლავებში მონელებულ საკვებს.
Tapeworms lack a gastrovascular cavity; they absorb nutrients released by digestion in the host's intestine.
562059.
ბიოლოგია | თავი XXXIII
საკვების შეწოვა ხდება ჭიის სხეულის მთელი ზედაპირით.
Absorption occurs across the tapeworm's body surface.
562060.
ბიოლოგია | თავი XXXIII
სკოლექსის უკან განლაგებულია სეგმენტებისგან - პროგლოტიდებისგან შემდგარი გრძელი თასმა. პროგლოტიდი ფაქტობრივად სქესობრივი ორგანოების შემცველი ტომარაა.
Posterior to the scolex is a long ribbon of units called proglottids, which are little more than sacs of sex organs.