მოიძებნა 668042 ჩანაწერი
562061.
ბიოლოგია | თავი XXXIII
მწიფე, ათასობით კვერცხით შეიარაღებული პროგლოტიდი ზრდასრული თასმიანი ჭიის ბოლო ნაწილს გამოეყოფოდა ფეკალურ მასებთან ერთად მასპინძლის ორგანიზმს ტოვებს.
Mature proglottids, loaded with thousands of eggs, are released from the posterior end of a mature tapeworm and leave the host's body in feces.
562062.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ადამიანის ფეკალიები შემდეგ შუალედური მასპინძლის სასმელ წყალში ან საკვებში ხვდება. ამ შემთხვევაში, შუალედური მასპინძლები ღორები ან მსხვილი რქოსანი საქონელია. თასმიანი ჭიის კვერცხიდან ვითარდება ლარვა. ლარვა კაფსულის სახით მასპინძელი ცხოველების კუნთებში ცხოვრობს.
In one type of life cycle, human feces contaminate the food or water of intermediate hosts, such as pigs or cattle, and the tapeworm eggs develop into larvae that encyst in muscles of these animals.
562063.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ადამიანი ლარვას იღებს, როცა ცისტებით ინვაზირებულ, ცუდად შემწვარ (ან ნაწილობრივ უმ) ხორცს ჭამს. ზრდასრულობას ჭიები ადამიანის სხეულში აღწევენ.
Humans acquire the larvae by eating undercooked meat contaminated with cysts, and the worms develop into mature adults within the human.
562064.
ბიოლოგია | თავი XXXIII
დიდ თასმიან ჭიას შეუძლია ნაწლავების ამოვსება და მასპინძელი ადამიანის სხეულიდან თითქმის მთელი საკვების შეთვისება. ასეთი ჭია შეიძლება საკვების უკმარისობის სერიოზული მიზეზი გახდეს.
Large tapeworms can block the intestines and rob enough nutrients from the human host to cause nutritional deficiencies.
562065.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ორალური წამალი - ნიკლოზამიდი კლავს ზრდასრულ ჭიებს.
An orally administered drug named niclosamide kills the adult worms.
562066.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ციბრუტელები (ტიპი Rotifera) პატარა ზომის ცხოველებია. ისინი მტკნარ წყალში, ზღვებში და ტენიან ნიადაგში ბინადრობენ.
Rotifers (phylum Rotifera) are tiny animals that inhabit fresh water, the ocean, and damp soil.
562067.
ბიოლოგია | თავი XXXIII
მსუსხავებისა და ბრტყელი ჭიებისგან განსხვავებით, რომლებსაც საჭმლის მომნელებელი ღრუ აქვთ, ციბრუტელებს საჭმლის მომნელებელი არხი – მკვეთრად გამოხატული პირისა და ანუსის მქონე საჭმლის მომნელებელი მილი ახასიათებს.
In contrast to cnidarians and flatworms, which have a gastrovascular cavity, rotifers have an alimentary canal, a digestive tube with a separate mouth and anus.
562068.
ბიოლოგია | თავი XXXIII
შინაგანი ორგანოები ცრუ ცელომშია განლაგებული (სხეულის ღრუ, რომელიც არ არის მეზოდერმით მთლიანად შემოსაზღვრული).
Internal organs within the pseudocoelom, a body cavity that is not completely lined by mesoderm.
562069.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ცრუცელომის სითხე ჰიდროსტატიკური ჩონჩხის როლს ასრულებს.
Fluid in the pseudocoelom serves as a hydrostatic skeleton.
562070.
ბიოლოგია | თავი XXXIII
სხეულის მოძრაობის შედეგად სითხე მთელ სხეულში მიმოიქცევა, რაც ხელს უწყობს საკვების გადანაწილებას და ამ პატარა ცხოველის სხეულიდან ნარჩენების გამოყოფას.
Movement of a rotifer's body distributes the fluid throughout the body, circulating nutrients and wastes in these tiny animals.
562071.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ლათინურად Rotifera „ბორბლის მქონეს“ ნიშნავს. ეს სახელი ციბრუტელებს წამწამების გვირგვინის გამო დაერქვათ. წამწამების გვირგვინის საშუალებით წყლის ნაკადი ცხოველის პირში ხვდება.
The word rotifer, derived from Latin, means "wheel-bearer, a reference to the crown of cilia that draws a vortex of water into the mouth.
562072.
ბიოლოგია | თავი XXXIII
პირის უკან განლაგებულია საჭმლის მომნელებელი ტრაქტი, რომელსაც ფარინქსს ანუ მასტაქს ეძახიან. ფარინქსი შეიარაღებულია ყბებით. მისი მეშვეობით ციბრუტელა მსხვერპლს, ძირითადად წყალში მობინადრე მიკროორგანიზმებს აქუცმაცებს.
Posterior to the mouth, a region of the digestive tract called the pharynx bears jaws (trophi) that grind up food, mostly microorganisms suspended in the water.
562073.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ციბრუტელების გამრავლება თავისებურია.
Rotifers undergo unusual forms of reproduction.
562074.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ზოგი სახეობა წარმოდგენილია მარტო მდედრებით, რომლებიც გაუნაყოფიერებელ კვერცხებს დებენ. კვერცხებიდან ისევ მდედრები ვითარდებიან (გამრავლების ეს ტიპი ცნობილია პართენოგენეზის სახელით).
Some species consist only of females that produce more females from unfertilized eggs, a type of reproduction called parthenogenesis.
562075.
ბიოლოგია | თავი XXXIII
სხვა სახეობებში ორი ტიპის კვერცხი გვხვდება, რომლებიც პართენოგენეზურად ვითარდება. ერთი ტიპის კვერცხიდან მდედრები გამოდიან, მეორე ტიპის კვერცხიდან მარტივი მამრები ვითარდებიან. მამრებს დამოუკიდებლად კვებაც კი არ შეუძლია.
Other species produce two types of eggs that develop by parthenogenesis, one type forming females and the other type developing into simplified males that cannot even feed themselves.
562076.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ისინი იქამდე ცოცხლობენ, სანამ სპერმას გამოიმუშავებენ და კვერცხებს გაანაყოფიერებენ. განაყოფიერების შემდეგ ვითარდება არახელსაყრელი პირობების მიმართ მდგრადი ზიგოტა. მაგალითად, ის გუბის ამოშრობას უძლევს.
These males survive long enough to produce sperm that fertilize eggs, which form resistant zygotes that can survive when a pond dries up.
562077.
ბიოლოგია | თავი XXXIII
პირობების გაუმჯობესებისას ზიგოტა იყოფა და მდედრების ახალი თაობა ვითარდება, რომელიც პირობების გაუარესებამდე ისევ პართენოგენეზით მრავლდება.
When conditions are favorable, the zygotes break dormancy and develop into a new female generation that reproduces by parthenogenesis until conditions become unfavorable again.
562078.
ბიოლოგია | თავი XXXIII
უცნაურია, რომ ციბრუტელების უამრავი სახეობა მამრების გარეშე არსებობს.
It is puzzling that so many rotifer species survive without males.
562079.
ბიოლოგია | თავი XXXIII
თითქმის ყველა ცხოველისა და მცენარის სახეობა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, სქესობრივად მრავლდება. სქესობრივ გამრავლებას უსქესოსთან შედარებით ბევრი უპირატესობა აქვს.
The vast majority of animals and plants reproduce sexually at least some of the time, and sexual reproduction has certain advantages over asexual reproduction.
562080.
ბიოლოგია | თავი XXXIII
მაგალითად: სახეობები, რომლებიც უსქესოდ მრავლდებიან უფრო მალე აგროვებენ თავიანთ გენომში საზიანო მუტაციებს, ვიდრე სქესობრივი გამრავლების მქონე სახეობები.
For example, species that reproduce asexually tend to accumulate harmful mutations in their genomes faster than sexually reproducing species.