მოიძებნა 668042 ჩანაწერი
562121.
ბიოლოგია | თავი XXXIII
რადულას ისინი წყალმცენარის ან სხვა მცენარეების დასაღრღნელად იყენებს.
Most gastropods use their radula to graze on algae or plants.
562122.
ბიოლოგია | თავი XXXIII
რამდენიმე ჯგუფი მტაცებელი ცხოველებითაა წარმოდგენილი. მათი რადულა გადაიქცა იარაღად, რომლის საშუალებით სხვა მოლუსკების ნიჟარებს ხვრეტენ ან ნანადირევს ჰგლეჯენ.
Several groups, however, are predators, and their radula has become modified for boring holes in the shells of other molluscs or for tearing apart prey.
562123.
ბიოლოგია | თავი XXXIII
კონუსური ლოკოკინების რადულას კბილში კი შხამიანი ისრები წარმოქმნა, რომელთა საშუალებით ისინი მსხვერპლს იჭერენ.
In the cone snails, the teeth of the radula form poison darts that are used to subdue prey.
562124.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ხმელეთის ლოკოკინებს არ აქვთ წყლის მუცელფეხიანების უმრავლესობისთვის დამახასიათებელი ლაყუჩები; სამაგიეროდ, მანტიის ღრუს შიგნითა ფენა ფილტვის ფუნქციებს ასრულებს. ის ატმოსფერულ ჰაერთან აირების მიმოცვლაში მონაწილეობს.
Terrestrial snails lack the gills typical of most aquatic gastropods; instead, the lining of the mantle cavity functions as a lung, exchanging respiratory gases with the air.
562125.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ორსაგდულიანი მოლუსკების კლასში საჭმელად ვარგისი მოლუსკების დიდი რაოდენობაა: ხამანწკები, სავარცხლურები, მიდიები და ზღვის ორსაგდულიანი საჭმელად ვარგისი მოლუსკები.
The molluscs of class Bivalvia include many species of clams, oysters, mussels, and scallops.
562126.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ორსაგდულიანების ნიჟარა ორი ნაწილისგან შედგება.
Bivalves have a shell divided into two halves.
562127.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ეს ნაწილები შუა დორსალურ ხაზზე ერთიანდება. ნიჟარის ნაწილებს მჭიდროდ კეტავს ძლიერი ჩამკეტი კუნთი. ეს რბილტანიანი ცხოველი ასე იცავს თავს.
The halves are hinged at the mid dorsal line, and powerful adductor muscles draw them tightly together to protect the soft-bodied animal.
562128.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ორსაგდულიანების თავი და რადულა სხეულისგან გამოყოფილი არ არის.
Bivalves have no distinct head, and the radula has been lost.
562129.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ზოგ ორსაგდულიანს მანტიის გარეთა კიდეზე თვალები და მგრძნობიარე მარწუხები აქვს.
Some bivalves have eyes and sensory tentacles along the outer edge of their mantle.
562130.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ორსაგდულიანების მანტიის ღრუში მოთავსებულია ლაყუჩები, რომლებიც არა მარტო აირების მიმოცვლაში, არამედ საკვების მოპოვებაშიც მონაწილეობს.
The mantle cavity of a bivalve contains gills that are used for feeding as well as gas exchange.
562131.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ორსაგდულიანების უმეტესობა სუსპენზიით იკვებება.
Most bivalves are suspension feeders.
562132.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ლორწო, რომელიც გარს ერტყმის ლაყუჩებს, საკვების პატარა ნაწილაკებს აკავებს. წამწამების მეშვეობით კი ნაწილაკები პირში ხვდება.
They trap fine food particles in mucus that coats their gills, and cilia then convey the particles to their mouth.
562133.
ბიოლოგია | თავი XXXIII
თავფეხიანები ტიპური მტაცებლებია.
Cephalopods are active predators.
562134.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ისინი მარწუხებს მსხვერპლის დასაჭერად იყენებენ. ნისკარტის მსგავსი ყბების მეშვეობით მსხვერპლის სხეულში დამბლის გამომწვევი შხამი შეჰყავთ.
They use their tentacles to grasp prey and their beak-like jaws to inject an immobilizing poison.
562135.
ბიოლოგია | თავი XXXIII
თავფეხიანების ფეხი კუნთოვან გამომყოფ სიფონად, თავად და მარწუხების ნაწილად გარდაიქმნა (Cephalopoda თავის ფეხს ნიშნავს).
The foot of a cephalopod has become modified into a muscular excurrent siphon and parts of the tentacles and head (Cephalopod means "head foot.")
562136.
ბიოლოგია | თავი XXXIII
რვაფეხების უმეტესობა კიბორჩხალებისა და სხვა საჭმლის ძებნაში ზღვის ფსკერზე დაცოცავს.
Most octopuses creep along the seafloor in search of crabs and other food.
562137.
ბიოლოგია | თავი XXXIII
კალმარები გადაადგილდებიან წყლის ნაკადის საშუალებით, რომელიც მანტიის ღრუში გადის და გარეთა სიფონიდან წყლის ძლიერი ჭავლის სახით გამოიტყორცნება.
Squids dart about by drawing water into the mantle cavity and then firing a jet of water through the excur rent siphon.
562138.
ბიოლოგია | თავი XXXIII
მოძრაობის მიმართულებას ისინი სიფონის მიმართულების მართვით იცვლიან.
They steer by pointing the siphon in different directions.
562139.
ბიოლოგია | თავი XXXIII
მანტია თავფეხიანების ვისცერალურ (შინაგან) მასას ფარავს. ნიჟარა ან რედუცირებულია, ან შინაგანი (კალმარებში და სიპინებში), ან მთლიანად დაკარგულია (ბევრ რვაფეხიანში).
A mantle covers the visceral mass of cephalopods, but the shell is reduced and internal (in squids and cuttlefish) or missing altogether (in many octopuses).
562140.
ბიოლოგია | თავი XXXIII
დღესაც არსებობს ნიჟარიანი თავფეხიანების ერთი პატარა ჯგუფი (სადაფის ან მარგალიტისებრი ნაუტილუსი).
One small group of shelled cephalopods, the chambered nautiluses, survives today.