მოიძებნა 668042 ჩანაწერი
562101.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ლოკოკინები და ლოქორები, ხამანწკები და სავარცხლურები, რვაფეხები და კალმარები ყველანი მოლუსკებია (ტიპი მოლუსკები).
Snails and slugs, oysters and clams, and octopuses and squids are all molluscs (phylum Mollusca).
562102.
ბიოლოგია | თავი XXXIII
მოლუსკების უმეტესობა ზღვის ბინადარია, თუმცა ზოგიერთი სახეობა მტკნარ წყალშიც გვხვდება. ხმელეთზე მობინადრე ლოკოკინებიც და ლოქორებიც მოლუსკებს მიეკუთვნება.
Most molluscs are marine, though some inhabit fresh water, and there are snails and slugs that live on land.
562103.
ბიოლოგია | თავი XXXIII
მოლუსკები რბილტანიანი ცხოველებია (ლათინურად moluscis - რბილია), მაგრამ მათი უმეტესობის სხეულს მკვრივი ნიჟარა იცავს, რომელიც კალციუმის კარბონატისგან შედგება.
Molluscs are soft-bodied animals (from the Latin molluscus, soft), but most are protected by a hard shell made of calcium carbonate.
562104.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ლოქორებს, რვაფეხებსა და კალმარებს ან რედუცირებული შინაგანი ნიჟარა აქვთ, ან ევოლუციის პროცესში ნიჟარა მთლიანად დაკარგეს.
Slugs, squids, and octopuses have a reduced internal shell or have lost their shell completely during their evolution.
562105.
ბიოლოგია | თავი XXXIII
სხვაობის მიუხედავად, ყველა მოლუსკის სხეულის აგებულება მსგავსია.
Despite their apparent differences, all molluscs have a similar body plan.
562106.
ბიოლოგია | თავი XXXIII
მოლუსკები ძირითადად განცალკევებულ სქესიანი ცხოველებია. სასქესო ორგანოები (საკვერცხეები ან სათესლეები) მოთავსებულია ვისცელარულ მასაში.
Most molluscs have separate sexes, with gonads (ovaries or testes) located in the visceral mass.
562107.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ლოკოკინების უმრავლესობა კი ჰერმაფროდიტია.
Many snails, however, are hermaphrodites.
562108.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ზღვის მოლუსკების დიდი ნაწილის სასიცოცხლო ციკლი წამწამიანი ლარვას სტადიას, ტრიქოფორას მოიცავს. ეს სტადია დამახასიათებელია ზღვის ანელიდებისთვის (რგოლოვანი ჭიები) და ზოგი უხერხემლოსთვის.
The life cycle of many marine molluscs includes a ciliated larval stage, the trochophore, which is also characteristic of marine annelids (segmented worms) and some other invertebrates.
562109.
ბიოლოგია | თავი XXXIII
მოლუსკების ტიპის 8 კლასის წარმომადგენლების სხეულის აგებულება სხვადასხვა გზით ჩამოყალიბდა.
The basic body plan of molluscs has evolved in various ways in the eight classes of the phylum.
562110.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ქიტონიანების სხეული ოვალური ფორმისაა და არ არის დანაწევრებული, ნიჟარა კი 8 დორსალურ ნაწილად (ფირფიტ-ფირფიტად) დაყოფილია: ზღვის ამ ცხოველებს ზღვის ნაპირის გასწვრივ, კლდეებზე უკუქცევისას ნახავთ.
Chitons have an oval-shaped body and a shell divided into eight dorsal plates; the body itself, however, is unsegmented. You can find these marine animals clinging to rocks along the shore during low tide.
562111.
ბიოლოგია | თავი XXXIII
შეეცადეთ, ერთ-ერთი კლდეს მოაცილოთ. გაგიკვირდებათ, რა ძალით ეჭიდება კლდეს მისი მისაწოვრის მსგავსი ფეხი.
Try to dislodge a chiton by hand, and you will be surprised at how well its foot, acting as a suction cup, grips the rock.
562112.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ქიტონი ფეხის მეშვეობით ქვის ზედაპირზე ნელა გადაადგილდება.
A chiton can also use its foot to creep slowly over the rock surface.
562113.
ბიოლოგია | თავი XXXIII
რადულას კი წყალმცენარის მოსაჭრელად და მოსანელებლად იყენებს.
Chitons use their radula to cut and ingest algae.
562114.
ბიოლოგია | თავი XXXIII
მუცელფეხიანები მოლუსკების თანამედროვე სახეობების დაახლოებით სამი მეოთხედია.
About three-quarters of all living species of molluscs are gastropods.
562115.
ბიოლოგია | თავი XXXIII
მათი უმეტესობა ზღვის ბინადარია, მაგრამ მტკნარი წყლის მრავალი სახეობაც გვხვდება; ბაღის ლოკოკინები და ლოქორები ხმელეთზე არსებობას შეგუებული მუცელფეხიანებია.
Most gastropods are marine, but there are also many freshwater species; garden snails and slugs are among the gastropods that have adapted to land.
562116.
ბიოლოგია | თავი XXXIII
მუცელფეხიანების კლასის განმასხვავებელი დამახასიათებელი ნიშანია განვითარების პროცესი, რომელიც ცნობილია შემობრუნების ანუ ლარვული დახვევის სახელით.
The most distinctive characteristic of the class Gastropoda is a developmental process known as torsion.
562117.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ზოგი ორგანო, რომელიც შემობრუნების მოვლენამდე ორმხრივსიმეტრიული იყო, მის შემდეგ ზომაში მცირდება, ან სხეულის ერთი ნაწილიდან სრულებით ქრება.
After torsion, some of the organs that were bilateral are reduced in size or are lost on one side of the body.
562118.
ბიოლოგია | თავი XXXIII
შემობრუნების პროცესი არ უნდა აგვერიოს დახვეული ნიჟარის ფორმირების პროცესთან. ნიჟარის ფორმირება განვითარების დამოუკიდებელი პროცესია.
Torsion should not be confused with the formation of a coiled shell, which is an independent developmental process.
562119.
ბიოლოგია | თავი XXXIII
მუცელფეხიანების უმეტესობას აქვს ერთი, სპირალური ნიჟარა, რომელშიც ცხოველი გაღიზიანებისას იმალება.
Most gastropods have a single, spiraled shell into which the animal can retreat when threatened.
562120.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ბევრ მუცელფეხიანს აქვს კარგად გამოხატული თავი. მარწუხების ბოლოებზე მოთავსებულია თვალები.
Many gastropods have a distinct head with eyes at the tips of tentacles.