მოიძებნა 668042 ჩანაწერი
562141.
ბიოლოგია | თავი XXXIII
მოლუსკებს შორის დახურული მიმოქცევის სისტემა მარტო თავფეხიანებს ახასიათებს.
Cephalopods are the only molluscs with a closed circulatory system.
562142.
ბიოლოგია | თავი XXXIII
მათი ტვინი რთული აგებულებისაა და კარგად განვითარებული გრძნობის ორგანოები აქვთ.
They also have well-developed sense organs and a complex brain.
562143.
ბიოლოგია | თავი XXXIII
რთული ქცევა და დასწავლის უნარი სწრაფად მოძრავი მტაცებლებისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მიმაგრებული ცხოვრების ნირის მქონე ცხოველებისთვის, როგორებიცაა ზღვის ორსაგდულიანი მოლუსკები.
The ability to learn and behave in a complex manner is probably more critical to fast-moving predators than to sedentary animals such as clams.
562144.
ბიოლოგია | თავი XXXIII
რვაფეხებისა და კალმარების წინაპრები ალბათ ნიჟარიანი მოლუსკები იყვნენ. ევოლუციის პროცესში ისინი მტაცებლურ ცხოვრების ნირზე გადავიდნენ. მათი შემდგომი განვითარებისას ნიჟარა დაიკარგა.
The ancestors of octopuses and squids were probably shelled molluscs that took up a predatory lifestyle; the shell was lost in later evolution.
562145.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ასეულობით მილიონი წლის განმავლობაში ნიჟარიანი თავფეხიანები ანუ ამონიტები (ზოგი მათგანის ზომა სატვირთო მანქანის ბორბლის ტოლი იყო) ზღვის დომინანტი უხერხემლო მტაცებლები იყვნენ. მათი მასობრივი გადაშენება ცარცის პერიოდის ბოლოს მოხდა.
Shelled cephalopods called ammonites, some of them as large as truck tires, were the dominant invertebrate predators of the seas for hundreds of millions of years until their disappearance during the mass extinctions at the end of the Cretaceous period.
562146.
ბიოლოგია | თავი XXXIII
კალმარების სახეობების უმეტესობის ზომა 75სმ-ს არ აღემატება, მაგრამ მნიშვნელოვნად უფრო დიდი ზომის სახეობებიც გვხვდება.
Most species of squid are less than 75 cm long, but some are considerably larger.
562147.
ბიოლოგია | თავი XXXIII
გიგანტური კალმარი კალმარების ცნობილ სახეობებს შორის ყველაზე დიდად ითვლებოდა. მისი მანტიის სიგრძე 2.25 მეტრს აღწევს, მთლიანი სიგრძე კი 18 მეტრია.
The giant squid (Architeuthis dux) was for a long time the largest squid known, with a mantle up to 2.25 m long and a total length of 18 m.
562148.
ბიოლოგია | თავი XXXIII
მაგრამ 2003 წელს ანტარქტიკის ახლოს დაიჭირეს სახეობა Mesonychoteuthis ჰამილტონი, რომლის მანტიის სიგრძე 2.5 მეტრს აღწევს.
In 2003, however, a specimen of the rare species Mesonychoteuthis hamiltoni with a mantle length of 2.5 m was caught near Antarctica.
562149.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ზოგი ზოოლოგი თვლის, რომ ეს ახალგაზრდა ეგზემპლარი იყო, მოზრდილის სიგრძე კი ალბათ ორჯერ მეტია!
Some biologists think this specimen was a juvenile and estimate that adults of its species could be twice as large!
562150.
ბიოლოგია | თავი XXXIII
A. duxi და M. ჰამილტონი ცხოვრების მეტ ნაწილს ოკეანის სიღრმეში ატარებენ, სადაც დიდი თევზებით იკვებებიან.
It is likely that A. dux and M. hamiltoni spend most of their time in the deep ocean, where they may feed on large fishes.
562151.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ორივე სახეობის ნარჩენები ნაპოვნია კბილებიანი ვეშაპის კუჭში, რომელიც, როგორც ჩანს, მათი ერთადერთი ბუნებრივი მტერია.
Remains of both species have been found in the stomachs of sperm whales, which are probably their only natural predator.
562152.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ბუნებრივ გარემოში ეს გიგანტური სახეობები მეცნიერებს არ უნახავთ.
Scientists have never observed either squid species in its natural habitat.
562153.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ამიტომ, ეს უზარმაზარი ზღვის ცხოველები უხერხემლოებზე შექმნილი დიდი მისტერიების გმირებად რჩებიან.
As a result, these marine giants remain among the great mysteries of invertebrate life.
562154.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ანელიდები სეგმენტური ჭიებია.
Annelids are segmented worms.
562155.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ანელიდა „პატარა რგოლს“ ნიშნავს. ეს სახელი რგოლებად დაყოფილი სხეულის გამო დაერქვათ.
Annelida means "little rings," referring to the annelid body's resemblance to a series of fused rings.
562156.
ბიოლოგია | თავი XXXIII
რგოლოვანი ჭიები ზღვებში, მტკნარ წყლებში და ტენიან ნიადაგში ბინადრობენ.
Annelids live in the sea, most freshwater habitats, and damp soil.
562157.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ტიპი რგოლოვანი ჭიები 3 კლასად იყოფა: Oligochaeta (ჭიაყელები და მათი ნათესავები), Polychaeta (მრავალჯაგრიანი ჭიები) და Hirudinea (წურბლები).
The phylum Annelida is divided into three classes (Table 33.4): Oligochaeta (earthworms and their relatives), Polychaeta (polychaetes), and Hirudinea (leeches).
562158.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ოლიგოქეტები ანუ მცირეჯაგრიანი ჭიები (ბერძნულად oligos - ცოტა, chaite – გრძელი თმა). სახელი შედარებით იშვიათი ,,ჯაგრისის” ანუ ქიტინის გამონაზარდების გამო დაერქვა.
Oligochaetes (from the Greek oligos, few, and chaité, long hair) are named for their relatively sparse chaetae, or bristles made of chitin.
562159.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ამ სეგმენტირებული ჭიების კლასში წყლის ბევრი სახეობა და ჭიაყელები შედის.
This class of segmented worms includes the earthworms and a variety of aquatic species.
562160.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ჭიაყელები ნიადაგით იკვებებიან და კვების დროს მიწაში გზას იკვლევენ. ნიადაგში მოძრაობისას ჭიაყელას საჭმლის მომნელებელი არხი საკვებ ნივთიერებებს ითვისებს.
Earthworms eat their way through the soil, extracting nutrients as the soil passes through the alimentary canal.