მოიძებნა 668042 ჩანაწერი
562181.
ბიოლოგია | თავი XXXIII
როგორც წესი, მასპინძელი ამ შემოტევას ვერ გრძნობს, ვინაიდან წურბელა ანესთეზიური მოქმედების მქონე ნივთიერებას გამოყოფს.
The host is usually oblivious to this attack because the leech secretes an anesthetic.
562182.
ბიოლოგია | თავი XXXIII
კანში ნახვრეტის გაკეთების შემდეგ, წურბელა მეორე ნივთიერებას - ჰირუდინს გამოყოფს, რომელიც ჭრილობის მიდამოებში ხელს უშლის მასპინძლის სისხლის შედედებას (კოაგულაციას).
After making the incision, the leech secretes another chemical, hirudin, which keeps the blood of the host from coagulating near the incision.
562183.
ბიოლოგია | თავი XXXIII
კვების დროს პარაზიტი იმდენ სისხლს შეიწოვს, რამდენის შეთვისება შეუძლია. ხშირად თავისი სხეულის წონაზე ათჯერ მეტს.
The parasite then sucks as much blood as it can hold, often more than ten times its own weight.
562184.
ბიოლოგია | თავი XXXIII
გამძღარი წურბელა საკვების გარეშე ერთ თვეს ძლევს.
After this gorging, a leech can last for months without another meal.
562185.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ნემატოდები მკვრივი კუტიკულით დაფარული არასეგმენტირებული ცრუცელომიანებია.
Nematodes are nonsegmented pseudocoelomates covered by a tough cuticle.
562186.
ბიოლოგია | თავი XXXIII
რგოლოვანი ჭიებისგან განსხვავებით, ნემატოდების სხეული არ არის სეგმენტირებული.
In contrast to annelids, nematodes do not have a segmented body.
562187.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ნემატოდების (ტიპი ნემატოდა) ცილინდრული სხეულის სიგრძე 1მმ-ზე ნაკლებიდან 1 მეტრამდე მერყეობს. როგორც წესი, მათი სხეული პოსტერიური (უკანა) ბოლოსკენ ვიწროვდება. ანტერიურ (წინა) ბოლოზე კი უფრო ბლაგვია.
The cylindrical bodies of nematodes (phylum Nematoda) range from less than 1 mm to more than a meter in length, often tapering to a fine tip at the posterior end and to a more blunt tip at the anterior end.
562188.
ბიოლოგია | თავი XXXIII
სხეული დაფარულია მკვრივი საფარით, რომელსაც კუტიკულას ეძახიან; როცა ჭია იზრდება, ძველ კუტიკულას პერიოდულად იცილებს და ახალ, უფრო ფართო კუტიკულას ასინთეზებს.
The body is covered by a tough coat called a cuticle; as the worm grows, it periodically sheds its old cuticle and secretes a new, larger one.
562189.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ნემატოდებს აქვთ საჭმლის მომნელებელი არხი, გამომყოფი სისტემა კი არა.
Nematodes have an alimentary canal, though they lack a circulatory system.
562190.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ნემატოდებს გრძივი კუნთები აქვთ. მათი შეკუმშვის შედეგად ისინი ბიძგებით მოძრაობენ.
The muscles of nematodes are all longitudinal, and their contraction produces a thrashing motion.
562191.
ბიოლოგია | თავი XXXIII
როგორც წესი, ნემატოდები სქესობრივად მრავლდებიან და შინაგანი განაყოფიერება ახასიათებს.
Nematode reproduction is usually sexual and involves internal fertilization.
562192.
ბიოლოგია | თავი XXXIII
სახეობათა უმრავლესობაში სქესის გარჩევა გარეგნულად შესაძლებელია. მდედრი მამრზე უფრო დიდი ზომისაა.
In most species, the sexes are separate and females are larger than males.
562193.
ბიოლოგია | თავი XXXIII
მას დღეში 100.000-ზე მეტი განაყოფიერებული კვერცხის დადება შეუძლია.
A female may deposit 100,000 or more fertilized eggs per day.
562194.
ბიოლოგია | თავი XXXIII
სახეობების უმეტესობაში ზიგოტა რეზისტენტული უჯრედია. ის არახელსაყრელ პირობებს შესანიშნავად უძლევს.
The zygotes of most species are resistant cells that can survive harsh conditions.
562195.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ბევრი ნემატოდა ტენიან ნიადაგში ან ტბებისა და ოკეანეების ფსკერზე ხრწნად ორგანულ ნივთიერებაში ბინადრობს.
Great numbers of nematodes live in moist soil and in decomposing organic matter on the bottoms of lakes and oceans.
562196.
ბიოლოგია | თავი XXXIII
სადღეისოდ ცნობილია ნემატოდების 25 000 სახეობა, მაგრამ მათი რიცხვი ალბათ 20-ჯერ მეტია.
While 25,000 species are known, perhaps 20 times that number actually exist.
562197.
ბიოლოგია | თავი XXXIII
თუ ნემატოდების გარდა დედამიწაზე სხვა ცოცხალი არსებები არ დარჩება, ისინი მაინც შეინარჩუნებენ პლანეტის სახის და თვისებებს.
If nothing but nematodes remained, it has been said, they would still preserve the outline of the planet and many of its features.
562198.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ეს მრავალრიცხოვანი და თავისუფლად მცხოვრები ჭიები ნივთიერებათა დაშლისა და ნივთიერებათა მიმოცვლის პროცესში დიდ როლს თამაშობენ. ამავე დროს ნემატოდების სახეობების უმეტესობაზე ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი.
These extremely numerous free-living worms play an important role in decomposition and nutrient cycling, but little is known about most species.
562199.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ნიადაგის ნემატოდების ერთ-ერთი სახეობა Caenorhabditis elegans კარგად არის შესწავლილი.
One species of soil nematode, Caenorhabditis elegans, is well studied and has become a model research organism in developmental biology.
562200.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ის განვითარების ბიოლოგიის კვლევის კლასიკური ობიექტია C. elegans-ზე მიმდინარე კვლევების შედეგად ადამიანის დაბერების ზოგი მექანიზმი გამოვლინდა და სხვა აღმოჩენებიც გაკეთდა.
Ongoing studies on C. elegans are revealing some of the mechanisms involved in aging in humans, among other findings.