მოიძებნა 668042 ჩანაწერი
562341.
ბიოლოგია | თავი XXXIII
გარეგნულად ზღვის ვარსკვლავებსა და სხვა კანეკლიანებს (ტიპი Echinodermata) ქორდიანების ტიპის წარმომადგენლებთან თითქმის არაფერი აქვთ საერთო. ტიპი ქორდიანების წარმომადგენლები ხერხემლიანი ცხოველებია, რომლებსაც ნამდვილი ხერხემალი ახასიათებს.
Sea stars and other echinoderms (phylum Echinodermata) may seem to have little in common with phylum Chordata, which includes the vertebrates-animals that have a backbone.
562342.
ბიოლოგია | თავი XXXIII
სინამდვილეში კანეკლიანებსა და ქორდიანებს მეორადპირიანებისთვის დამახასიათებელი საერთო ნიშნები აქვს: რადიალური დაყოფა, ცელომის (ღრუს) პირველადი ნაწლავიდან (არქენტერონისგან) განვითარება და პირის ფორმირება ემბრიონის ბლასტოპორის მოპირდაპირე მხარეს.
In fact, all these animals share features characteristic of deuterostomes: radial cleavage, development of the coelom from the archenteron, and formation of the mouth at the end of the embryo opposite the blastopore.
562343.
ბიოლოგია | თავი XXXIII
მოლეკულურმა სისტემატიკამ დაადასტურა ვარაუდი, რომ მეორადპირიანები ორმხრივსიმეტრიანი ცხოველების კლადაა.
Molecular systematics has reinforced Deuterostomia as a clade of bilaterian animals.
562344.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ზღვის ვარსკვლავები და Echinodermata-ს ანუ კანეკლიანების (ბერძნულიდან echin - ეკლიანი და derma – კანი) სხვა წარმომადგენლები ან ნელა მოძრაობენ, ან მიმაგრებული ცხოვრების ნირი ახასიათებს.
Sea stars and most other echinoderms (from the Greek echin, spiny, and derma, skin) are slow-moving or sessile marine animals.
562345.
ბიოლოგია | თავი XXXIII
კანეკლიანების უმეტესობის ეკლიანობას ეს გამონაზარდები უზრუნველყოფს.
Most echinoderms are prickly from skeletal bumps and spines.
562346.
ბიოლოგია | თავი XXXIII
კანეკლიანებს უნიკალური წყალგამტარი ანუ ამბულაკრული სისტემა ახასიათებს. ეს წყლის არხების ბადეა. არხები გამონაზარდებში იტოტება, რომლებსაც მილაკოვან ანუ ამბულაკლურ ფეხებს ეძახიან. გამონაზარდები საჭმლის მოპოვებაში და აირების მიმოცვლაშიც მონაწილეობს.
Unique to echinoderms is the water vascular system, a network of hydraulic canals branching into extensions called tube feet that function in locomotion, feeding, and gas exchange.
562347.
ბიოლოგია | თავი XXXIII
კანეკლიანები სქესობრივად მრავლდებიან. როგორც წესი, ისინი განსხვავებულსქესიანებია. გამრავლებისას მამრობითი და მდედრობითი გამეტები წყალში გამოიყოფა.
Sexual reproduction of echinoderms usually involves separate male and female individuals that release their gametes into the water.
562348.
ბიოლოგია | თავი XXXIII
კანეკლიანების უმეტესობის გარეგანი და შინაგანი ნაწილები ცენტრიდან განშტოვდება. ხშირად განშტოებები 5 სხივის სახეს იღებს.
The internal and external parts of most echinoderms radiate from the center, often as five spokes.
562349.
ბიოლოგია | თავი XXXIII
კანეკლიანების ლარვას ორმხრივი სიმეტრია ახასიათებს, ამიტომ, ზრდასრული კანეკლიანების რადიალური აგებულება მეორადი ადაპტაციაა.
However, the radial anatomy of adult echinoderms is a secondary adaptation, as echinoderm larvae have bilateral symmetry.
562350.
ბიოლოგია | თავი XXXIII
მეტიც, ზრდასრული კანეკლინების სიმეტრია არ არის ზუსტად რადიალური.
Furthermore, the symmetry of adult echinoderms is not perfectly radial.
562351.
ბიოლოგია | თავი XXXIII
მაგალითად: ხვრელი (მადრეპორი), რომლითაც ზღვის ვარსკვლავას წყალგამტარი სისტემა გარეთ იხსნება, სხეულის ცენტრის მაგივრად ცოტა გვერდზეა განლაგებული.
For example, the opening (madreporite) of a sea star's water vascular system is not central but shifted to one side.
562352.
ბიოლოგია | თავი XXXIII
თანამედროვე კანეკლიანებს ექვს კლასად ყოფენ: ზღვის ვარსკვლავები (Asteroidea), ოფიურები (Ophiuroidea), ზღვის ზღარბები და ფარისებრი ვარსკვლავები (Echinoidea), ღეროს მქონე და არმქონე ზღვის შროშანები (Crinoidea), ზღვის კიტრები (Holothuroidea) და ზღვის გვირილები (Concentricycloidea).
Living echinoderms are divided into six classes (Table 33.6; Figure 33.40): Asteroidea (sea stars), Ophiuroidea (brittle stars), Echinoidea (sea urchins and sand dollars), Crinoidea (sea lilies and feather stars), Holothuroidea (sea cucumbers), and Concentricycloidea (sea daisies).
562353.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ზღვის ვარსკვლავები.
Sea Stars.
562354.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ზღვის ვარსკვლავებს მრავალი სხივი ახასიათებს, რომლებიც ცენტრალური დისკოდან განშტოვდება.
Sea stars have multiple arms radiating from a central disk.
562355.
ბიოლოგია | თავი XXXIII
სხივების ქვედა ზედაპირი შეიარაღებულია მილაკოვანი ფეხებით. ყოველ ფეხს მისაწოვარს დისკის როლის შესრულება შეუძლია.
The undersurfaces of the arms bear tube feet, each of which can act like a suction disk.
562356.
ბიოლოგია | თავი XXXIII
მისაწოვარი ჰიდრავლიკური ძალისა და კუნთების საშუალებით მოქმედებს. ამიტომ ცხოველს სუბსტრატზე მიმაგრება ან მოდუნება შეუძლია.
By a complex set of hydraulic and muscular actions, the suction can be created or released.
562357.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ზღვის ვარსკვლავა ან კლდეებს ძლიერ ემაგრება, ან ნელა დაცოცავს. მოძრაობისას მილაკოვანი ფეხი იწელება, სუბსტრატს ემაგრება, იკუმშება, დუნდება, ისევ იწელება, სუბსტრატს ემაგრება და ა. შ.
The sea star adheres firmly to rocks or creeps along slowly as the tube feet extend, grip, contract, release, extend, and grip again.
562358.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ზღვის ვარსკვლავა მილაკოვან ფეხს მსხვერპლის, მაგალითად ზღვის მოლუსკებისა და ხამანწკების დასაჭერადაც იყენებს.
Sea stars also use their tube feet to grasp prey, such as clams and oysters.
562359.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ეს შემდეგნაირად ხდება: ზღვის ვარსკვლავას სხივები ორსაგდულიანი მოლუსკის დახურულ ნიჟარას გარს ერტყმის და მსხვერპლს მილაკოვანი ფეხებით მჭიდროდ ემაგრება.
The arms of the sea star embrace the closed bivalve, hanging on tightly by the tube feet.
562360.
ბიოლოგია | თავი XXXIII
შემდეგ ზღვის ვარსკვლავა პირიდან კუჭს გარეთ გამოყოფს. კუჭი იმ ვიწრო ნაპრალთან ახლოს თავსდება, რომელიც ორსაგდულიანი მოლუსკის საგდულებს შორისაა.
The sea star then turns its stomach inside out, everting it through its mouth and into the narrow opening between the halves of the bivalve's shell.