მოიძებნა 668042 ჩანაწერი
562401.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ყველაზე დიდი ცხოველი, რომელიც ოდესმე არსებობდა დედამიწაზე არის ცისფერი ვეშაპი (ძუძუმწოვარი). მისი მასა აღწევს 100 000კგ-ს.
The biggest animal ever to exist on Earth is the blue whale (a mammal), which can exceed a mass of 100,000 kg.
562402.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ხერხემლიანებს შეუძლიათ ძალიან დიდ მანძილზე გადაადგილება: მაგალითად: ფრინველი – პოლარული თევზიყლაპია. ის ძირითადად არქტიკული ოკეანის ნაპირებთან მრავლდება. წლის დანარჩენ ნაწილს კი ანტარქტიდაში ატარებს. ამიტომ უხდება მოგზაურობა ძალიან დიდ მანძილზე.
Vertebrates are capable of global journeys: For example, birds called Arctic terns, which breed mainly around the shores of the Arctic Ocean, travel to Antarctica to spend the rest of the year before making a return trip.
562403.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ხერხემლიანებში შედის ერთადერთი სახეობა, რომელსაც შეუძლია აბსტრაქტული აზროვნება, რთული მეტყველება და სიმბოლური ხელოვნება – ეს არის ადამიანი.
Vertebrates also include the only species capable of full-blown language, complex toolmaking, and symbolic art-humans.
562404.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ამ თავში თქვენ გაეცნობით თანამედროვე ჰიპოთეზებს ხერხემლიანების წარმოშობის შესახებ. გავიგებთ, როგორ განვითარდნენ ხერხემლიანები უხერხემლო წინაპრისგან.
In this chapter, you will learn about current hypotheses regarding the origins of vertebrates from invertebrate ancestors.
562405.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ხერხემლიანებს აქვთ ზურგის ჭიმი და დორსალური, ღრუიანი ნერვული მილი.
Chordates have a notochord and a dorsal, hollow nerve cord.
562406.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ხერხემლიანები მიეკუთვნებიან Chordata-ს (ქორდიანების) ტიპის ქვეტიპს.
Vertebrates are a subphylum of the phylum Chordata (the chordates).
562407.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ქორდიანების შეძენილი თვისებები.
Derived Characters of Chordates.
562408.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ყველა ქორდიანს აქვს საერთო შეძენილი თვისებები, თუმცა ბევრ სახეობას გარკვეული თვისებები მარტო ემბრიონული განვითარების პერიოდში ახასიათებს.
All chordates share a set of derived characters, though many species possess some of these traits only during embryonic development.
562409.
ბიოლოგია | თავი XXXIV
34.3 სურათზე ნაჩვენებია ქორდიანების 4 ძირითადი თვისება: ზურგის ჭიმი; დორსალური, ღრუიანი ნერვული მილი; ხახის გრძელი ნაპრალები ან გასასვლელები; და კუნთოვანი, პოსტანალური კუდი.
Figure 34.3 illustrates the four key characters of chordates: a notochord; a dorsal, hollow nerve cord; pharyngeal slits or clefts; and a muscular, post-anal tail.
562410.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ყველა ქორდიანების ემბრიონს, ისევე როგორც ზოგ მოზრდილ ქორდიანს ახასიათებს ჩონჩხის სტრუქტურა - ნოტოქორდა. ნოტოქორდის არსებობა საფუძვლად დაედო მათ სახელს.
Chordates are named for a skeletal structure, the notochord, present in all chordate embryos as well as in some adult chordates.
562411.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ნოტოქორდა არის წაგრძელებული მოქნილი ჭიმი. ის განლაგებულია საჭმლის მომნელებელ მილსა და ნერვულ მილს შორის.
The notochord is a longitudinal, flexible rod located between the digestive tube and the nerve cord.
562412.
ბიოლოგია | თავი XXXIV
შედგება ფართო, სითხით ამოვსებული უჯრედებისგან. უჯრედები ჩალაგებულია საკმაოდ მკვრივ, ფიბროზულ (ბოჭკოვან) ქსოვილში.
It is composed of large, fluid-filled cells encased in fairly stiff, fibrous tissue.
562413.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ნოტოქორდა, ქორდიანის სხეულის თითქმის მთელ სიგრძეზე, ქმნის საყრდენს. ლარვაში ან მოზრდილში ის წარმოქმნის მკვრივ, მაგრამ მოქნილ სტრუქტურას. კუნთები ცურვის დროს ამ სტრუქტურაზე დაყრდნობით მუშაობენ.
The notochord provides skeletal support throughout most of the length of a chordate, and in larvae or adults that retain it, it also provides a firm but flexible structure against which muscles can work during swimming.
562414.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ხერხემლიანების უმეტესობაში ვითარდება უფრო რთული, ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული მალებისგან შემდგარი ჩონჩხი. ზრდასრულ ასაკში ემბრიონული ნოტოქორდის ნარჩენები რჩება.
In most vertebrates, a more complex, jointed skeleton develops, and the adult retains only remnants of the embryonic notochord.
562415.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ადამიანებში ნოტოქორდა რედუცირებულია ჟელატინისებრ დისკებამდე. ეს დისკები მალებს შორის არიან განლაგებულნი.
In humans, the notochord is reduced to gelatinous disks sandwiched between the vertebrae.
562416.
ბიოლოგია | თავი XXXIV
დორსალური, ღრუიანი ნერვული მილი.
Dorsal, Hollow Nerve Cord.
562417.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ქორდიანი ემბრიონის ნერვული მილი ექტოდერმის შრისგან ვითარდება. ნოტოქორდის დორსალურად განლაგებული ექტოდერმის შრე იხვევა მილად.
The nerve cord of a chordate embryo develops from a plate of ectoderm that rolls into a tube located dorsal to the notochord.
562418.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ამ პროცესის შედეგად ვიღებთ დორსალურ, ღრუიან ნერვულ მილს. ის ქორდიანების უნიკალურ ორგანოს წარმოადგენს.
The resulting dorsal, hollow nerve cord is unique to chordates.
562419.
ბიოლოგია | თავი XXXIV
სხვა ტიპის ცხოველებსაც აქვთ მოზრდილი ნერვული ჭიმი. უმეტეს შემთხვევაში ეს ჭიმი მუცლის (ვენტრალურ) მხარეზეა განლაგებული.
Other animal phyla have solid nerve cords, and in most cases they are ventrally located.
562420.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ქორდიანი ემბრიონის ნერვული მილისგან ვითარდება ცენტრალური ნერვული სისტემა: თავის ტვინი და ზურგის ტვინი.
The nerve cord of a chordate embryo develops into the central nervous system: the brain and spinal cord.