მოიძებნა 668042 ჩანაწერი
562381.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ზღვის გვირილები 1986 წელს აღმოაჩინეს. დღეისთვის ცნობილია მარტო ორი სახეობა.
Sea daisies were discovered in 1986, and only two species are known.
562382.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ორივე ახალი ზელანდიისა და ბაჰამის კუნძულების ნაპირთან ახლოს ჩაძირულ ხეებზე ბინადრობს.
Both live on submerged wood off the coast of New Zealand and the Bahamas.
562383.
ბიოლოგია | თავი XXXIII
სხეული დისკის ფორმისაა. მისი დიამეტრი ერთ სანტიმეტრზე ნაკლებია. სხივები არა აქვს. ახასიათებს ხუთის ჯერადი სიმეტრია.
Their armless body is typically disk-shaped, has a five-fold symmetry, and measures less than a centimeter in diameter.
562384.
ბიოლოგია | თავი XXXIII
სხეულის კიდეები შეიარაღებულია მცირე ზომის ეკლებით.
The edge of the body is ringed with small spines.
562385.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ზღვის გვირილების სხეული გარშემორტყმულია მემბრანით, რომლის გავლით სხეულში საკვები ხვდება.
Sea daisies absorb nutrients through the membrane surrounding their body.
562386.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ზღვის გვირილებსა და სხვა კანეკლიანებს შორის ზუსტი ნათესაური კავშირი არ არის დადგენილი. ზოგი ტაქსონომისტი მიიჩნევს, რომ ზღვის გვირილები ზღვის ვარსკვლავებისგან წარმოიშვნენ.
The relationship of sea daisies to other echinoderms remains unclear; some taxonomists consider sea daisies to be highly derived sea stars.
562387.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ქორდიანების ტიპში შედის: უხერხემლოების ორი ქვეტიპი, მიქსინები და ხერხემლიანები.
Phylum Chordata consists of two subphyla of invertebrates as well as the hagfishes and the vertebrates.
562388.
ბიოლოგია | თავი XXXIII
კანეკლიანებსა და ქორდიანებს შორის არსებული ახლო ნათესაობა არ ნიშნავს, რომ ერთი ტიპი მეორისგან წარმოიშვა.
The close relationship between echinoderms and chordates does not mean that one phylum evolved from the other.
562389.
ბიოლოგია | თავი XXXIII
როგორც მინიმუმ, უკანასკნელი ნახევარი მილიარდი წელი კანეკლიანები და ქორდიანები ცალკეული ტიპებია.
Echinoderms and chordates have existed as distinct phyla for at least half a billion years.
562390.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ქორდიანების ფილოგენიას 34-ე თავში განვიხილავთ და მათ წარმოშობის ისტორიაზე განსაკუთრებით გავამახვილებთ ყურადღებას.
We will trace the phylogeny of chordates in Chapter 34, focusing on the history of vertebrates.
562391.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ხერხემლიანები არსებობენ ბოლო ნახევარი მილიარდი წლის განმავლობაში.
Half a Billion Years of Backbones.
562392.
ბიოლოგია | თავი XXXIV
კემბრიული პერიოდის დასაწყისში, დაახლოებით 540 მილიონი წლის წინათ, ცხოველების უამრავი სხვადასხვა სახეობა ბინადრობდა დედამიწის ოკეანეებში.
By the dawn of the Cambrian period, some 540 million years ago, an astonishing variety of animals inhabited Earth's oceans.
562393.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ზოგი იყო მტაცებელი, ჰქონდა კლანჭები და მანდიბულები.
Predators used claws and mandibles to skewer their prey.
562394.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ნაკელში ცოცავდნენ ჭიები. ჭიები ორგანული ნივთიერებებით იკვებებოდნენ.
Worms slithered into the muck to feed on organic matter.
562395.
ბიოლოგია | თავი XXXIV
მრავალფეროვან ცხოველებს შორის ძნელი იქნებოდა წყალში მოცურავე არსებების შემჩნევა. მათი სიგრძე 2სმ არ აღემატებოდა.
Amidst all this bustle, it would have been easy to overlook certain slender, 2-cm-long creatures gliding through the water.
562396.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ასე გრძელდებოდა დაახლოებით 200 მილიონი წლის განმავლობაში. დაახლოებით 360 მილიონი წლის წინათ ხერხემლიანების ერთ ხაზში მოხდა ცვლილება. ამ ცვლილებამ გამოიწვია კიდურების განვითარება. კიდურებიანი ხერხემლიანები ხმელეთზე გამოვიდნენ.
For nearly 200 million years, vertebrates were restricted to the oceans, but about 360 million years ago the evolution of legs and feet in one lineage of vertebrates accompanied these vertebrates' move to land.
562397.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ხმელეთზე მოხდა მათი დაყოფა: ამფიბიებად, რეპტილიებად (ფრინველების ჩათვლით) და ძუძუმწოვრებად.
There they diversified into amphibians, reptiles (including birds), and mammals.
562398.
ბიოლოგია | თავი XXXIV
დღეისთვის დედამიწაზე ხერხემლიანების 52 000 სახეობა არსებობს. მწერების სახეობების (1 მილიონი სახეობა) რაოდენობასთან შედარებით ეს არც ისე ბევრია.
There are approximately 52,000 species of vertebrates, a relatively small number compared to the 1 million insect species on Earth.
562399.
ბიოლოგია | თავი XXXIV
მაგრამ ხერხემლიანებს შორის ბევრია სხვადასხვა რეკორდსმენი.
But what vertebrates lack in species diversity they have made up for with other statistics.
562400.
ბიოლოგია | თავი XXXIV
მცენარეებით მკვებავი დინოზავრების წონა 40 000კგ-ს აღწევდა, ისინი ხმელეთის ყველაზე მძიმე ცხოველები იყვნენ.
Plant-eating dinosaurs as massive as 40,000 kg were the heaviest animals ever to walk on land.