მოიძებნა 668042 ჩანაწერი
562481.
ბიოლოგია | თავი XXXIV
წყლის შესრუტვა ხელს უწყობს საკვების შთანთქმას და აირების მიმოცვლას.
This pumping can assist in sucking in food, and it facilitates gas exchange.
562482.
ბიოლოგია | თავი XXXIV
მოგვიანებით ვნახავთ, რომ ხმელეთის ქალიანებში ფარინგიული ნაპრალები სხვა სტრუქტურებს ქმნიან.
In terrestrial craniates, the pharyngeal clefts develop into other structures, as explained later.
562483.
ბიოლოგია | თავი XXXIV
უფრო აქტიურ ქალიანებს (ვიდრე ლანცეტები და გარსიანები) აქვთ უფრო აქტიური მეტაბოლიზმი. მათი კუნთოვანი სისტემა გაცილებით უკეთ არის განვითარებული.
Craniates, which are more active than tunicates and lancelets, also have a higher metabolism and a much more extensive muscular system.
562484.
ბიოლოგია | თავი XXXIV
კუნთები საზღვრავენ საჭმლის მომნელებელ ტრაქტს. მათი მუშაობის შედეგად საკვები მოძრაობს ამ ტრაქტში.
Muscles lining their digestive tract aid digestion by moving food through the tract.
562485.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ქალიანებს აქვთ გული. ის, როგორც მინიმუმ, ორსაკნიანია. მათ აქვთ სისხლის წითელი უჯრედები და ჰემოგლობინი. აქვთ თირკმელები. თირკმელები სისხლს წმენდენ ნარჩენებისგან.
Craniates also have a heart with at least two chambers, red blood cells, and hemoglobin, as well as kidneys that remove waste products from the blood.
562486.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ქალიანების წარმოშობა.
The Origin of Craniates.
562487.
ბიოლოგია | თავი XXXIV
1990-იანი წლების ბოლოს ჩინეთში მომუშავე პალეონტოლოგმა აღმოაჩინა ადრეული ქორდიანების უამრავი გაქვავებული ნამარხი. ეს ქორდიანები, როგორც ჩანს, გარდამავალ ეტაპს ქმნიდნენ ქალიანებისკენ.
In the late 1990s, paleontologists working in China discovered a vast supply of fossils of early chordates that appear to straddle the transition to craniates.
562488.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ნამარხების ფორმირება მოხდა კემბრიული აფეთქების დროს, 530 მილიონი წლის წინ. ამავე დროს მოხდა ცხოველთა ბევრი ჯგუფის დივერსიფიკაცია (გამრავალფეროვნება).
The fossils were formed during the Cambrian explosion 530 million years ago, when many groups of animals were diversifying.
562489.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ყველაზე პრიმიტიული ნამარხებიდან ეკუთვნის 3სმ სიგრძის Haikouella-ს (ჰაიკუელა).
The most primitive of the fossils are those of the 3-cm-long Haikouella.
562490.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ჰაიკუელა ბევრი ნიშნით ჰგავს ლანცეტას.
In many ways, Haikouella resembled a lancelet.
562491.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ამას ადასტურებს პირის აგებულება. ლანცეტას მსგავსად, ისიც ალბათ სუსპენზიით იკვებებოდა.
Its mouth structure indicates that, like lancelets, it probably was a suspension feeder.
562492.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ამავე დროს ჰაიკუელას ქალიანების დამახასიათებელი ზოგი ნიშანი ჰქონდა.
However, Haikouella also had some of the characters of craniates.
562493.
ბიოლოგია | თავი XXXIV
მაგალითად: მას მცირე ზომის, მაგრამ კარგად გამოხატული ტვინი ჰქონდა, ასევე ჰქონდა თვალები და კუნთოვანი სეგმენტები.
For example, it had a small but well-formed brain, eyes, and muscular segments that resemble those of vertebrates.
562494.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ისინი ხერხემლიანების შესაბამის ორგანოებს ჰგვანან. მის ფარინქსში იყო გამკვრივებული სტრუქტურები. შესაძლებელია, რომ ეს სტრუქტურები კბილების მაგვარ ,,კბილაკებს” წარმოადგენდნენ.
It also had hardened structures in its pharynx that may have been toothlike "denticles."
562495.
ბიოლოგია | თავი XXXIV
მაგრამ ჰაიკუელას არ ჰქონდა ქალა. როგორც ჩანს, ქალა ქორდიანების ნერვულ სისტემაში მომხდარ ახალ ცვლილებებთან ერთად გაჩნდა.
However, Haikouella did not have a skull, sug gesting that this character emerged with innovations to the chordate nervous system.
562496.
ბიოლოგია | თავი XXXIV
კემბრიული პერიოდის სხვა დანალექ ქანებში პალეონტოლოგებმა ნახეს ქორდიანების ნამარხები, რომლებიც კიდევ უფრო განვითარებულ ცხოველს ეკუთვნოდნენ; მაგალითად, Haikouichthys (haikoixtisi). ეს ცხოველი ჰაიკუელას ზომის იყო. Haikouichthys-ს ჰქონდა ქალა. ქალა შედგებოდა ხრტილებისგან.
In other Cambrian rocks, paleontologists have found fossils of even more advanced chordates, such as Haikouichthys About the same size as Haikouella, Haikouichthys had a skull that may have been composed of cartilage.
562497.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ქალის არსებობაზე და სხვა თვისებებზე დაყრდნობით, პალეონტოლოგებმა დაასკვნეს, რომ haikoixtisi ნამდვილი ქალიანი იყო.
Based on this and other characters, paleontologists have identified Haikouichthys as a true craniate.
562498.
ბიოლოგია | თავი XXXIV
მიქსინებს აქვთ ხრტილოვანი ქალა, მაგრამ არ აქვთ ყბები და მალებიანი ხერხემალი.
Hagfishes have a skull made of cartilage, but they lack jaws and vertebrae.
562499.
ბიოლოგია | თავი XXXIV
დაცურავენ გველისებრი მოძრაობით. სეგმენტირებული კუნთები ეყრდნობიან ნოტოქორდას. ასე იღებენ მოძრაობისთვის საჭირო ძალას. ნოტოქორდა მძლავრი, მოქნილი ხრტილოვანი ჭიმია. ის ზრდასრულ ასაკშიც რჩება (არ იშლება).
They swim in a snakelike fashion by using their segmental muscles to exert force against their notochord, which they retain in adulthood as a strong, flexible rod of cartilage.
562500.
ბიოლოგია | თავი XXXIV
მიქსინებს აქვთ თვალები, ყურები და პატარა ზომის ტვინი. ცხვირის გასახსნელები დაკავშირებულია ფარინქსთან.
Hagfishes have a small brain, eyes, ears, and a nasal opening that connects with the pharynx.