მოიძებნა 668042 ჩანაწერი
562521.
ბიოლოგია | თავი XXXIV
მინოგების ლარვები ბინადრობენ მტკნარი წყლის ნაკადულებში.
As larvae, lampreys live in freshwater streams.
562522.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ლარვა იკვებება სუსპენზიით. ამით ის ლანცეტას ჰგავს. უმეტეს დროს ლარვა ნახევრად ჩაფლულია ფსკერში ან დანალექ ქანებში.
The larva is a suspension feeder that resembles a lancelet and spends much of its time partially buried in sediment.
562523.
ბიოლოგია | თავი XXXIV
მინოგის ზოგი სახეობა მარტო ლარვული სტადიის დროს იკვებება. რამდენიმე წელიწადს ლარვა წყაროებში ატარებს. იქ მინოგა აღწევს სქესობრივ სიმწიფეს, მრავლდება და რამდენიმე დღეში იღუპება.
Some species of lampreys feed only as larvae; following several years in streams, they attain sexual maturity, reproduce, and die within a few days.
562524.
ბიოლოგია | თავი XXXIV
მინოგების უმეტესობა ზრდასრულ ასაკში მიგრირებს ზღვებში ან ტბებში.
Most lampreys, however, migrate to the sea or lakes as they mature into adults.
562525.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ზღვის მინოგა (Petromyzon marinus) ბოლო 170 წლის განმავლობაში ბინადრობს დიდ ტბებში. იქ ის საგრძნობ ზიანს აყენებს თევზსაშენ მეურნეობას.
The sea lamprey (Petromyzon marinus) has invaded the Great Lakes over the past 170 years, where it has devastated a number of fisheries.
562526.
ბიოლოგია | თავი XXXIV
მინოგების ჩონჩხი ხრტილოვანია.
The skeleton of lampreys is made of cartilage.
562527.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ხერხემლიანების უმეტესობის ხრტილები შეიცავენ კოლაგენს, მინოგების ხრტილები კი არა.
Unlike the cartilage found in most vertebrates, lamprey cartilage contains no collagen.
562528.
ბიოლოგია | თავი XXXIV
კოლაგენის მაგივრად მკვრივი ცილოვანი მატრიქსი აქვთ.
Instead, it is a stiff protein matrix.
562529.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ზრდასრულ მინოგებში, ისევე როგორც მიქსინებში, ნოტოქორდა ჩონჩხის მთავარი ღერძია.
The notochord of lampreys persists as the main axial skeleton in the adult, as it does in hagfishes.
562530.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ჯოხისმაგვარი ნოტოქორდის ირგვლივ მინოგებს ხრტილოვანი მილი აქვთ.
However, lampreys also have a cartilaginous pipe around their rodlike notochord.
562531.
ბიოლოგია | თავი XXXIV
მილის სიგრძის გასწვრივ, დორსალურად განლაგებულია მალებთან დაკავშირებული ხრტილოვანი გამონაზარდების წყვილები. ისინი ნაწილობრივ ფარავენ ნერვულ მილს.
Along the length of this pipe, pairs of cartilaginous projections related to vertebrae extend dorsally, partially enclosing the nerve cord.
562532.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ადრეული ხერხემლიანების ნამარხები.
Fossils of Early Vertebrates.
562533.
ბიოლოგია | თავი XXXIV
მინოგების წინაპრები გამოეყვნენ სხვა ხერხემლიანებს კემბრიული პერიოდის განმავლობაში. მას მერე გაჩნდა ხერხემლიანების ბევრი სხვა ევოლუციური შტო.
After the ancestors of lampreys branched off from other vertebrates during the Cambrian period, many other lineages of vertebrates emerged.
562534.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ამ შტოების ადრეულ წარმომადგენლებს მინოგების მსგავსად ყბები არ ჰქონდათ, მაგრამ ამით მთავრდება მათ შორის მსგავსება.
Like lampreys, the early members of these lineages lacked jaws, but the resemblance stopped there.
562535.
ბიოლოგია | თავი XXXIV
კონოდონტები იყვნენ თხელი, რბილტანიანი ხერხემლიანები, წინ გამოწეული თვალებით. თვალებს მრავალნაირი კუნთები მართავდნენ.
Conodonts were slender, soft-bodied vertebrates with prominent eyes controlled by numerous muscles.
562536.
ბიოლოგია | თავი XXXIV
პირის წინა ბოლოს განლაგებული იყო ეკლიანი კაუჭების მწკრივი. კაუჭები მინერალიზებული ძვლოვანი ქსოვილისგან შედგებოდა.
At the anterior end of their mouth, they had a set of barbed hooks made of mineralized dental tissues.
562537.
ბიოლოგია | თავი XXXIV
კონოდონტების უმეტესობა 3-10სმ სიგრძის იყო. ზოგიერთის სიგრძე 30სმ-ს აღწევდა.
Most conodonts were 3-10 cm in length, although some may been as long as 30 cm.
562538.
ბიოლოგია | თავი XXXIV
დიდი თვალები ალბათ ნადირობაში ეხმარებოდა. მსხვერპლს თავზე არსებულ კაუჭზე აცვამდნენ.
They probably hunted with the help of their large eyes, impaling prey on their hooks.
562539.
ბიოლოგია | თავი XXXIV
შემდეგ საკვები ფარინქსში გადაინაცვლებდა. ფარინქსში დენტალური (კბილების) ელემენტების სხვადასხვა მწკრივები საკვებს ამტვრევდნენ და აქუცმაცებდნენ.
The food then passed back to the pharynx, where a different set of dental elements sliced and crushed the food.
562540.
ბიოლოგია | თავი XXXIV
კონოდონტები ფართოდ იყვნენ გავრცელებული 300 მილიონი წლის განმავლობაში.
Conodonts were extremely abundant for over 300 million years.