მოიძებნა 668042 ჩანაწერი
562501.
ბიოლოგია | თავი XXXIV
მიქსინას პირში არის კბილების მსგავსი წარმონაქმნები. ისინი შედგებიან ცილა კერატინისგან.
They also have tooth-like formations made of the protein keratin in their mouth.
562502.
ბიოლოგია | თავი XXXIV
მათი სიგრძე 60სმ-ს აღწევს. უმეტესობა ფსკერის, ლეშიჭამია ან ნარჩენებით მკვებავი ცხოველია. იკვებებიან ჭიებით, ავადმყოფი ან მკვდარი თევზებით.
Measuring up to 60 cm in length, most are bottom-dwelling scavengers that feed on worms and sick or dead fish.
562503.
ბიოლოგია | თავი XXXIV
სხეულის გვერდებზე მიქსინას აქვს ლორწოს შემქმნელი ჯირკვლების რიგი. ეს ჯირკვლები გამოყოფენ ნივთიერებას, რომელიც წყალს აბსორბირებს. ამის შედეგად წარმოიქმნება ლორწო.
Rows of slime glands on a hagfish's flanks secrete a substance that absorbs water, forming a slime that may repulse other scavengers when a hagfish is feeding.
562504.
ბიოლოგია | თავი XXXIV
როცა მიქსინა იკვებება, ლორწო აფრთხობს სხვა ლეშიჭამია ცხოველებს. მტაცებლის თავდასხმისას მიქსინა ერთი წუთის განმავლობაში რამდენიმე ლიტრ ლორწოს წარმოქმნის.
When a hagfish is attacked by a potential predator, it can produce several liters of slime in less than a minute.
562505.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ლორწო გარსს ერტყმის მტაცებელი თევზის ლაყუჩებს. ეს იწვევს მტაცებლის უკან დახევას და ხანდახან მის დახრჩობასაც.
The slime coats the gills of an attacking fish, sending it into retreat or even suffocating it.
562506.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ბიოლოგების და ინჟინრების რამდენიმე ჯგუფი იკვლევს მიქსინების ლორწოს თვისებებს. მათ აქვთ ხელოვნური ლორწოს შექმნის იმედი. ხელოვნური ლორწო იმოქმედებს სივრცის ამომვსები ჟელეს მსგავსად.
Several teams of biologists and engineers are investigating the properties of hagfish slime in hopes of producing an artificial slime that could act as a space-filling gel.
562507.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ასეთი ჟელე შეიძლება გამოყენებული იყოს სისხლდენის შესაჩერებლად ოპერაციებში.
Such a gel might be used, for instance, to curtail bleeding during surgery.
562508.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ტრადიციულად, ნებისმიერ ქალიან ცხოველს, ოთხფეხიანების გარდა, თევზს ეძახდნენ.
Traditionally, the term fish has been applied to any craniate except tetrapods.
562509.
ბიოლოგია | თავი XXXIV
მაგრამ დარქმევის ასეთი ხერხი არ ასახავს ჯგუფის მონოფილეტურობას; თანამედროვე სისტემატიკოსები სახელს „თევზი“ იყენებენ ხერხემლიანების მხოლოდ განსაზღვრული კლადას მიმართ, ანუ სხივფარფლიანების მიმართ.
But used in this way, it does not refer to a monophyletic group; therefore, systematists use the term fish to refer only to a specific clade of vertebrates, the actinopterygians.
562510.
ბიოლოგია | თავი XXXIV
მალები - ხერხემლის მქონე ქალიანები ხერხემლიანები არიან.
Vertebrates are craniates that have a backbone.
562511.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ხერხემლიანები გაჩნდნენ ქალიანების ევოლუციურ ხაზში, კემბრიული პერიოდის განმავლობაში.
During the Cambrian period, a lineage of craniates evolved into vertebrates.
562512.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ხერხემლიანებს თავიანთ წინაპრებზე უფრო რთული ნერვული სისტემა და უფრო დახვეწილი ჩონჩხი აქვთ. ბევრი ხერხემლიანი აქტიური მტაცებელი გახდა.
With a more complex nervous system and a more elaborate skeleton than those of their ancestors, vertebrates became active predators.
562513.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ხერხემლიანების შეძენილი თვისებები.
Derived Characters of Vertebrates.
562514.
ბიოლოგია | თავი XXXIV
სხვა ქალიანებისგან გამოყოფის შემდეგ ხერხემლიანებში მოხდა გენის შემდგომი გაორმაგება. გაორმაგება შეეხო ტრანსკრიფციის ფაქტორის გენთა ჯგუფს, კერძოდ, Dlx ოჯახის გენებს.
After vertebrates branched off from other craniates, they underwent another gene duplication, this one involving a group of transcription factor genes called the Dlx family.
562515.
ბიოლოგია | თავი XXXIV
სწრაფ ცურვას სხვა ადაპტაციებმაც ხელი შეუწყვეს. მათ შორის ლაყუჩებში აირების მიმოცვლის ეფექტური სისტემა.
Faster swimming was supported by other adaptations, including a more efficient gas exchange system in the gills.
562516.
ბიოლოგია | თავი XXXIV
მინოგები (კლასი Cephalaspidomorphi) თანამედროვე ხერხემლიანებს შორის ყველაზე ძველი ევოლუციური ხაზის წარმომადგენლები არიან.
Lampreys (class Cephalaspidomorphi) represent the oldest living lineage of vertebrates.
562517.
ბიოლოგია | თავი XXXIV
მინოგები მიქსინებთან ერთად ადრეული ქორდიანების ევოლუციის გამოცანის გასაღებს გვაძლევენ. ამავე დროს მათ აქვთ უნიკალური შეძენილი თვისებები.
Like hagfishes, lampreys may offer clues to early chordate evolution, but have also acquired unique characters.
562518.
ბიოლოგია | თავი XXXIV
დღეს მინოგების დაახლოებით 35 სახეობა არსებობს. ისინი ბინადრობენ მლაშე და მტკნარი წყლის გარემოში.
There are about 35 species of lampreys inhabiting various marine and freshwater environments.
562519.
ბიოლოგია | თავი XXXIV
მინოგების უმეტესობა პარაზიტია. ისინი მრგვალი, უყბო პირით ცოცხალი თევზის გვერდს ემაგრებიან.
Most are parasites that feed by clamping their round, jawless mouth onto the flank of a live fish.
562520.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ხორკლიან ენას იყენებენ თევზის კანის გასაჭრელად. იკვებებიან თევზის სისხლით.
They then use their rasping tongue to penetrate the skin of the fish and ingest the fish's blood.