მოიძებნა 668042 ჩანაწერი
562561.
ბიოლოგია | თავი XXXIV
მხოლოდ უფრო მოგვიანებით განვითარებულ ხერხემლიანებში მოხდა შინაგანი ჩონჩხის მინერალიზაცია. ეს პროცესი დაიწყო თავის ქალიდან.
Only in more derived vertebrates did the endoskeleton begin to mineralize, starting with the skull.
562562.
ბიოლოგია | თავი XXXIV
როგორც ამას შემდეგ ნაწილში წაიკითხავთ, ხერხემლიანების უფრო ახალგაზრდა ევოლუციურ ხაზებში მინერალიზაცია უფრო შორს წავიდა.
As you'll learn in the next section, younger lineages of vertebrates underwent even further mineralization.
562563.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ყბაპირიანები - Gnathostoma ყბების მქონე ხერხემლიანები არიან.
Gnathostomes are vertebrates that have jaws.
562564.
ბიოლოგია | თავი XXXIV
მიქსინები და მინოგები უყბო ქალიანების ფართოდ გავრცელების დროიდან არსებობენ.
Hagfishes and lampreys are survivors from an age when jawless craniates were common.
562565.
ბიოლოგია | თავი XXXIV
დღეს მათი რაოდენობა ყბიანი ხერხემლიანების რაოდენობაზე ბევრად ნაკლებია. ეს ყბიანი ხერხემლიანები ცნობილია ყბაპირიანების გნატჰოსტომა-ს სახელით.
Today they are far outnumbered by jawed vertebrates, known as gnathostomes.
562566.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ყბაპირიანების შეძენილი თვისებები.
Derived Characters of Gnathostomes.
562567.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ერთ-ერთი ჰიპოთეზის თანახმად, ყბაპირიანების ყბები ჩონჩხის გამონაზარდების მოდიფიკაციის შედეგია. ჩონჩხის ეს გამონაზარდები აქამდე ემსახურებოდნენ წინა, ფარინგიული ლაყუჩების ნაპრალების შექმნას.
According to one hypothesis, gnathostome jaws evolved by modification of the skeletal rods that had previously supported the anterior pharyngeal (gill) slits.
562568.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ლაყუჩის ნაპრალებს, რომლებიც არ იყვნენ გამოყენებული სუსპენზიით კვებაში, დარჩათ სხვა ფუნქცია. ეს არის გარემოსთან სასუნთქი აირების მიმოცვლა.
The remaining gill slits, no longer required for suspension feeding, remained as the major sites of respiratory gas exchange with the external environment.
562569.
ბიოლოგია | თავი XXXIV
სხვა ჰიპოთეზების თანახმად ყბები სულ სხვა სტრუქტურებისგან წარმოიქმნენ.
Other hypotheses posit different structures as the origin of jaws.
562570.
ბიოლოგია | თავი XXXIV
მკვლევრები იკვლევენ გენებს, რომლებიც განაპირობებენ მიქსინების და მინოგების პირის განვითარებას და ამოწმებენ ამ ჰიპოთეზების სისწორეს.
Researchers comparing genes involved in the development of the mouth in lampreys and gnathostomes are testing these hypotheses.
562571.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ყბაპირიანებს ყბების გარდა, სხვა საერთო შეძენილი თვისებებიც აქვთ.
Gnathostomes share other derived characters besides jaws.
562572.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ყველა ყბაპირიანის საერთო წინაპრებში მოხდა Hox გენების დამატებითი გაორმაგება. ასე რომ, თუ ადრეულ ქორდიანებში გენების ერთი ჯგუფი იყო, ყბაპირიანებში ოთხი ჯგუფია.
The common ancestors of all gnathostomes underwent an additional duplication of Hox genes, such that the single cluster present in early chordates became four.
562573.
ბიოლოგია | თავი XXXIV
გენების სხვა ჯგუფებმაც განიცადეს გაორმაგება. ამას მოჰყვა ყბაპირიანების ემბრიონული განვითარების შემდგომი გართულება.
Other gene clusters also duplicated, allowing further complexity in the development of gnathostome embryos.
562574.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ყბაპირიანების წინა ტვინი სხვა ქალიანების წინა ტვინთან შედარებით უფრო დიდია. ყნოსვისა და მხედველობის გრძნობა უფრო ძლიერია.
The gnathostome forebrain is enlarged compared to that of other craniates, mainly in association with enhanced senses of smell and vision.
562575.
ბიოლოგია | თავი XXXIV
წყლის ყბაპირიანებს სხეულის ყოველ გვერდზე აქვთ ლატერალური ანუ გვერდითი ხაზის სისტემა. გვერდითი ხაზი გვერდს სიგრძეში გაჰყვება. ის წარმოადგენს მიკროსკოპული ორგანოების მწკრივს. მიკროსკოპული ორგანოები მგრძნობიარეა წყალში ვიბრაციის მიმართ.
Running the length of each side of the body in aquatic gnathostomes is the lateral line system, a row of microscopic organs sensitive to vibrations in the surrounding water.
562576.
ბიოლოგია | თავი XXXIV
როგორც ადრე აღვნიშნეთ, ყბაპირიანების წინაპრებში დაიწყო მინერალიზებული შინაგანი ჩონჩხის წარმოქმნის პროცესი.
As mentioned earlier, the ancestors of gnathostomes began to acquire a mineralized endoskeleton.
562577.
ბიოლოგია | თავი XXXIV
თანამედროვე ყბაპირიანების საერთო წინაპარს მინერალიზირებული ჰქონდა ღერძული ჩონჩხი, მხრების სარტყელი და დაწყვილებული გამონაზარდები.
In the common ancestor of living gnathostomes, the axial skeleton, shoulder girdle, and paired appendages were mineralized.
562578.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ნამარხი ყბაპირიანები.
Fossil Gnathostomes.
562579.
ბიოლოგია | თავი XXXIV
მათი წარმატების საწინდარი ალბათ აგებულების ორ თვისებაში უნდა ვეძებოთ: წყვილი ფარფლისა და კუდის საშუალებით ისინი ეფექტურად ცურავდნენ. ეფექტური ცურვისა და ყბების არსებობის გამო, ნადირობისას მსხვერპლს უკეთ იჭერდნენ ან უბრალოდ ხორცის ნაჭრებს აგლეჯდნენ მას.
Their success probably lies in two features of their anatomy: Their paired fins and tail allowed them to swim efficiently after prey, and their jaws enabled them to grab prey or simply bite off chunks of flesh.
562580.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ადრეული ყბაპირიანების ნამარხებს ძირითადად ქმნის ჯავშნიანი ხერხემლიანების გადაშენებული ევოლუციური ხაზი. მათ დაარქვეს პლაკოდერმები -placodermi, რაც „ფირფიტა-კანს“ ნიშნავს.
The earliest gnathostomes in the fossil record are an extinct lineage of armored vertebrates called placoderms, which means "plate-skinned".