მოიძებნა 668042 ჩანაწერი
562541.
ბიოლოგია | თავი XXXIV
მათი გაქვავებული დენტალური ელემენტები დიდი რაოდენობით მოიძებნება. ამიტომ ათწლეულობის განმავლობაში გეოლოგები ნავთობის ძებნის დროს მათ იყენებდნენ დანალექი ქანების ასაკის დასადგენად (კონოდონტი ნიშნავს ,,კონუსის ფორმის კბილებს”).
Their fossilized dental elements are so plentiful that they have been used for decades by petroleum geologists as guides to the age of rock layers in which they search for oil, (These elements also gave conodonts their name, which means "cone teeth.")
562542.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ახალი შეძენილი თვისებების მქონე სხვა ხერხემლიანები განვითარდნენ ორდოვიკის განმავლობაში სილურის და დევონის პერიოდებში.
Vertebrates with additional innovations emerged during the Ordovician, Silurian, and Devonian periods.
562543.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ამ ხერხემლიანებს ჰქონდათ წყვილი ფარფლი და ორი, ნახევრადწრიული არხის მქონე, შინაგანი ყური. შინაგანი ყური უზრუნველყოფდა წონასწორობის შეგრძნებას.
These vertebrates had paired fins and an inner ear with two semicircular canals that provided a sense of balance.
562544.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ყბები მათ არ ჰქონდათ, სამაგიეროდ, ჰქონდათ კუნთოვანი, მისაწოვრის მსგავსი ფარინქსი. კუნთოვანი ფარინქსის მეშვეობით ისინი ემაგრებოდნენ ფსკერზე მობინადრე ორგანიზმებს და დეტრიტს.
Although they, too, lacked jaws, they had a muscular pharynx, which they may have used to suck in bottom-dwelling organisms or detritus.
562545.
ბიოლოგია | თავი XXXIV
მათი ძვლები მინერალიზირებული იყო. ძვლები ფარავდნენ სხეულის სხვადასხვა ფართობს.
They were also armored with mineralized bone, which covered varying amounts of their body.
562546.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ზოგ სახეობას ჰქონდა ეკლიანი გარსი. ეკლები ალბათ იცავდნენ მათ მტაცებლებისგან.
The armor, which in some species included spines, may have offered protection from predators.
562547.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ფორმალურად ეს ხერხემლიანები მოათავსეს ostracodermae-ს (ნიჟარიანი კანი) ჯგუფში.
These armored vertebrates were formerly placed in a group called the ostracoderms ("shelled skin").
562548.
ბიოლოგია | თავი XXXIV
უფრო ახალმა გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ეს ჯგუფი არის პარაფილეტური: ზოგი ევოლუციური ხაზი უფრო ახლოს ენათესავება ყბიან ხერხემლიანებს, ვიდრე ამ ჯგუფის სხვა წევრებს.
However, more recent research indicates that this group is paraphyletic: Some lineages are more closely related to jawed vertebrates than to other members of the group.
562549.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ეკლიანი გარსის მქონე უყბო ხერხემლიანები იყვნენ ძალიან მრავალფეროვანი, თუმცა დევონის პერიოდის ბოლოსთვის ისინი მთლიანად გადაშენდნენ.
These armored jawless vertebrates were exceptionally diverse, but they all became extinct by the end of the Devonian period.
562550.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ძვლებისა და კბილების გაჩენა.
Origins of Bone and Teeth.
562551.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ადამიანის ჩონჩხი ძლიერ მინერალიზებულია. ხრტილები მის შემადგენლობაში საკმაოდ ცოტაა.
The human skeleton is heavily mineralized, and cartilage plays a fairly minor role.
562552.
ბიოლოგია | თავი XXXIV
მაგრამ ხერხემლიანების განვითარების ისტორიაში ეს შედარებით გვიანი მოვლენაა.
But this is a relatively recent development in the history of vertebrates.
562553.
ბიოლოგია | თავი XXXIV
როგორც ვნახეთ, დასაწყისში ხერხემლიანების ჩონჩხი არამინერალიზებული ხრტილების სტრუქტურას წარმოადგენდა.
As we've seen, the vertebrate skeleton evolved initially as a structure made of unmineralized cartilage.
562554.
ბიოლოგია | თავი XXXIV
მინერალიზაცია დაიწყო მინოგების სხვა ხერხემლიანებისგან გამოყოფის შემდეგ.
Its mineralization began only after lampreys diverged from other vertebrates.
562555.
ბიოლოგია | თავი XXXIV
რა გახდა ხერხემლიანებში მინერალიზაციის პროცესის დასაწყისის მიზეზი?
What initiated the process of mineralization in vertebrates?
562556.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ფილიპ დონოგიუმ (ბირმინგემის უნივერსიტეტი, ინგლისი) ივარაუდა, რომ მინერალიზაცია დაკავშირებულია კვების მექანიზმების შეცვლასთან.
Philip Donoghue, of the University of Birmingham, England, hypothesizes that mineralization was associated with a transition in feeding mechanisms.
562557.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ადრეული ქორდიანები, ლანცეტების მსგავსად, ალბათ სუსპენზიით იკვებებოდნენ. დროის განმავლობაში მათი ზომა გაიზარდა. მათ შეძლეს უფრო დიდი ზომის საკვები ნაწილაკების მონელება, პატარა ზომის ცხოველების ჩათვლით.
Early chordates probably were suspension feeders, like lancelets, but over time they became larger and were therefore able to ingest larger particles, including some small animals.
562558.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ხერხემლიანების ადრეული მინერალიზებული სტრუქტურებიდან ჩვენ ვიცნობთ ალბათ ყველაზე ადრეულს. ეს არის კონოდონტების დენტალური ელემენტები. ამ ადაპტაციის მეშვეობით კონოდონტები გახდნენ ლეშიჭამიები და მტაცებლები.
The earliest known mineralized structures in vertebrates-conodont dental elements-were an adaptation that allowed these animals to become scavengers and predators.
562559.
ბიოლოგია | თავი XXXIV
უფრო გვიან განვითარებულ უყბო ხერხემლიანებს გაუჩნდათ სხვადასხვა ეკლებით და გამონაზარდებით შეიარაღებული გარსი. ეს გარსი დენტალური მინერალიზაციის წარმოქმნის შედეგია.
The armor seen in later jawless vertebrates was derived from dental mineralization.
562560.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ასე რომ, დონოგიუს მიხედვით, ხერხემლიანების სხეულის მინერალიზაცია დაიწყო პირიდან.
Thus, mineralization of the vertebrate body began in the mouth, according to Donoghue.