მოიძებნა 668042 ჩანაწერი
562581.
ბიოლოგია | თავი XXXIV
პლაკოდერმების უმეტესობის სიგრძე 1 მეტრს არ აღემატებოდა, თუმცა ზოგი გიგანტის სიგრძე 10 მეტრზე მეტი იყო.
Most placoderms were less than a meter long, though some giants measured more than 10 m.
562582.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ისინი ეკუთვნიან კლასს Chondrichthyes, რაც ,,ხრტილოვან თევზებს” ნიშნავს.
They belong to the class Chondrichthyes, which means "cartilage fish."
562583.
ბიოლოგია | თავი XXXIV
როგორც მათი სახელიდან გამომდინარეობს Chondrichthyes- ხრტილოვანი თევზების ჩონჩხი ძირითადად შედგება ხრტილისგან. ხშირად ხრტილი კალციუმით არის გაჯერებული.
As the name indicates, chondrichthyans have a skeleton that is composed predominantly of cartilage, often impregnated with calcium.
562584.
ბიოლოგია | თავი XXXIV
სახელი – ხრტილოვანი თევზები პირველად 1800 წელს შემოიღეს. მაშინ მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ სახელი ასახავს ხერხემლიანების ჩონჩხის ევოლუციის ადრეულ სტადიას. ვარაუდობდნენ, რომ მინერალიზაცია განვითარდა უფრო განვითარებულ ევოლუციურ ხაზებში (მაგალითად ძვლოვან თევზებში).
When the name Chondrichthyes was first coined in the 1800s, scientists thought that chondrichthyans represented a primitive stage in the evolution of the vertebrate skeleton, and that mineralization had evolved only in more derived lineages (such as "bony fishes").
562585.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ამ მოსაზრებას ისიც აძლიერებდა, რომ უფრო გვიან განვითარებულ ევოლუციურ ხაზებში ემბრიონებს თავდაპირველად ხრტილოვანი ჩონჩხი უვითარდებათ.
Strengthening this notion was the fact that embryos in these derived lineages first develop a skeleton made largely of cartilage.
562586.
ბიოლოგია | თავი XXXIV
შემდგომი განვითარების დროს ხრტილის უმეტესი ნაწილი ძვლით იცვლება (კალციუმის ფოსფატის შემცველი მკვრივი მასალით).
Later, much of the cartilage is replaced by bone, a hard matrix of calcium phosphate.
562587.
ბიოლოგია | თავი XXXIV
მეტიც, ძვლის არსებობის კვალი შეიძლება ვნახოთ თანამედროვე ხრტილოვანებში, კერძოდ კი მათ ქერცლებში, კბილების ფუძეებთან, ზვიგენის ზოგ სახეობაში კი მალების ზედაპირზე არსებულ თხელ ფენაში.
Moreover, traces of bone can be found in living chondrichthyans-in their scales, at the base of their teeth, and, in some sharks, in a thin layer on the surface of their vertebrae.
562588.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ამჯერად დაფიქსირებულია ხრტილოვანი თევზების 750 სახეობა.
There are about 750 species of living chondrichthyans.
562589.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ყველაზე დიდ და მრავალფეროვან ქვეკლასში შედიან ზვიგენები და სკაროსები.
The largest and most diverse subclass consists of the sharks and rays.
562590.
ბიოლოგია | თავი XXXIV
შემდეგ ქვეკლასში შედის ქიმერების რამდენიმე ათეული სახეობა.
A second subclass is composed of a few dozen species of ratfishes, or chimaeras.
562591.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ზვიგენების უმეტესობა ძალიან სწრაფად ცურავს. სხეულის ფორმა გლუვია. მანევრირების უნარი საკმაოდ ცუდია.
Most sharks have a streamlined body and are swift swimmers, but they do not maneuver very well.
562592.
ბიოლოგია | თავი XXXIV
სხეულისა და კუდის ფარფლის მძლავრი მოძრაობების მეშვეობით სხეული წინ გადაადგილდება.
Powerful movements of the trunk and the caudal (tail) fin propel them forward.
562593.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ზურგის ფარფლები სტაბილურობას ანიჭებს სხეულს. წყვილი მკერდისა (წინა) და მენჯის (უკანა) ფარფლების მეშვეობით ზვიგენს ცურვის დროს ზევით მოძრაობა შეუძლია.
The dorsal fins function mainly as stabilizers, and the paired pectoral (fore) and pelvic (hind) fins provide lift when the shark swims.
562594.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ზვიგენის ცურვა ხელს უწყობს უზარმაზარ ღვიძლში არსებული ცხიმის დიდი მარაგი. ამის მიუხედავად, ცხოველის სხეულის სიმკვრივე წყლის სიმკვრივეზე უფრო დიდია. თუ ის არ ცურავს (ჩერდება ერთ ადგილას), იგი იძირება.
Although a shark gains buoyancy by storing a large amount of oil in its huge liver, the animal is still more dense than water, and if it stops swimming it sinks.
562595.
ბიოლოგია | თავი XXXIV
გაუჩერებელი ცურვა უზრუნველყოფს წყლის ნაკადის გადინებას პირიდან ლაყუჩებში. ლაყუჩებში ხდება აირების მიმოცვლა.
Continual swimming also ensures that water flows into the shark's mouth and out through the gills, where gas exchange occurs.
562596.
ბიოლოგია | თავი XXXIV
თუმცა ბევრ სკაროსს და ზოგ ზვიგენს საკმაოდ დიდ ხანს შეუძლია ფსკერზე დასვენება.
However, some sharks and many skates and rays spend a good deal of time resting on the seafloor.
562597.
ბიოლოგია | თავი XXXIV
დასვენების დროს მუშაობენ ყბების და ფარინქსის კუნთები. ისინი უზრუნველყონ წყლის დინებას ლაყუჩების გავლით.
When resting, they use muscles of their jaws and pharynx to pump water over the gills.
562598.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ყველაზე დიდი ზომის ზვიგენები და სკაროსები იკვებებიან სუსპენზიით კერძოდ კი პლანქტონით.
The largest sharks and rays are suspension feeders that consume plankton.
562599.
ბიოლოგია | თავი XXXIV
სხვა ზვიგენების უმეტესობა მტაცებელია. ისინი ან მთლიანად ყლაპავენ მსხვერპლს, ან თუ ის დიდია და მთლიანად მისი ჩაყლაპვა ძნელია, აგლეჯენ ხორცის ნაჭრებს მძლავრი ყბების და ბასრი კბილების მეშვეობით.
Most sharks, however, are carnivores that swallow their prey whole or use their powerful jaws and sharp teeth to tear flesh from animals too large to swallow in one piece.
562600.
ბიოლოგია | თავი XXXIV
ზვიგენს აქვს კბილების რამდენიმე რიგი. ძველი კბილების დაკარგვასთან ერთად, ეს რიგები თანდათან პირის წინა ნაწილისკენ გადაადგილდებიან.
Sharks have several rows of teeth that gradually move to the front of the mouth as old teeth are lost.