მოიძებნა 668042 ჩანაწერი
563661.
ბინდი | თავი II
– ეს უსამართლობაა, – მხრები აიჩეჩა.
"That doesn't seem fair". He shrugged.
563662.
ბინდი | თავი II
– შენთვის არავის უთქვამს, რომ ცხოვრება უსამართლოა?
"Hasn't anyone ever told you? Life isn't fair".
563663.
ბინდი | თავი II
– მგონი, ადრე სადღაც მომიკრავს ყური, – მშრალად დამიდასტურა.
"I believe I have heard that somewhere before," he agreed dryly.
563664.
ბინდი | თავი II
– ჰოდა, სულ ესაა, – დავასრულე იმით განცვიფრებულმა, ასე დაჟინებით რატომ მომშტერებოდა.
"So that's all," I insisted, wondering why he was still staring at me that way.
563665.
ბინდი | თავი II
– თავი კარგად გიჭირავს, – მითხრა დინჯად, – მაგრამ დაგენაძლევები, იმაზე მეტად იტანჯები, ვიდრე იმჩნევ.
"You put on a good show," he said slowly. "But I'd be willing to bet that you're suffering more than you let anyone see".
563666.
ბინდი | თავი II
– ვცდები? წავუყრუე.
"Am I wrong?" I tried to ignore him.
563667.
ბინდი | თავი II
– და რა შენი საქმეა? – ვკითხე გაღიზიანებულმა.
"Why does it matter to you?" I asked, irritated.
563668.
ბინდი | თავი II
– საინტერესო შეკითხვაა, – ისე ჩუმად ჩაიბუტბუტა, თითქოს თავის თავს ელაპარაკებაო.
"That's a very good question," he muttered, so quietly that I wondered if he was talking to himself.
563669.
ბინდი | თავი II
ამოვიოხრე. დაბღვერილი მივაშტერდი დაფას.
I sighed, scowling at the blackboard.
563670.
ბინდი | თავი II
– ხომ არ მიბრაზდები? – მკითხა.
"Am I annoying you?" he asked.
563671.
ბინდი | თავი II
დაუფიქრებლად მივუტრიალდი.
I glanced at him without thinking.
563672.
ბინდი | თავი II
– უფრო საკუთარ თავს ვუბრაზდები.
I'm more annoyed at myself.
563673.
ბინდი | თავი II
– ჩვეულებრივ, – გულღიად გაიცინა და უზადო, ქათქათა კბილები გამოაჩინა.
"Usually". He smiled widely, flashing a set of perfect, ultrawhite teeth.
563674.
ბინდი | თავი II
ამასობაში მისტერ ბენერმა კლასს წესრიგისკენ მოუწოდა და მეც შვებით ამოვისუნთქე.
Mr. Banner called the class to order then, and I turned with relief to listen.
563675.
ბინდი | თავი II
დაუჯერებელია, ჩემი უღიმღამო ცხოვრების შესახებ ვუყვებოდი უცნაურ, სიმპათიურ ბიჭს, რომელსაც ან ვძულდი, ან – არა.
I was in disbelief that I'd just explained my dreary life to this bizarre, beautiful boy who may or may not despise me.
563676.
ბინდი | თავი II
ზარი დაირეკა თუ არა, ედუარდი წამოხტა და, როგორც წინა ორშაბათს, მაშინვე საკლასო ოთახიდან გავარდა.
When the bell finally rang, Edward rushed as swiftly and as gracefully from the room as he had last Monday.
563677.
ბინდი | თავი II
მაიკი მაშინვე ჩემ გვერდით გაჩნდა და წიგნებს დაავლო ხელი.
Mike skipped quickly to my side and picked up my books for me.
563678.
ბინდი | თავი II
ბედმა გაგიღიმა, კალენის მეწყვილე რომ იყავი.
You're lucky you had Cullen for a partner.
563679.
ბინდი | თავი II
– სულ არ გამძნელებია, – ვუთხარი.
"I didn't have any trouble with it," I said.
563680.
ბინდი | თავი II
– სიმართლე გითხრა, ეს ლაბორატორიული ადრეც გამიკეთებია.
"I've done the lab before, though".