მოიძებნა 668042 ჩანაწერი
564321.
ბინდი | თავი VI
საბედნიეროდ, მაიკმა პირი დამუწა და ედუარდის ამ ამბავში გარევა ვერავინ შეიტყო.
Luckily Mike had kept his mouth shut, and no one seemed to know about Edward's involvement.
564322.
ბინდი | თავი VI
თუმცა, მას მაინც ბევრი შეკითხვა ჰქონდა.
She did have a lot of questions about lunch, though.
564323.
ბინდი | თავი VI
– გუშინ ედუარდს რა უნდოდა? – მკითხა ჯესიკამ.
"So what did Edward Cullen want yesterday?" Jessica asked.
564324.
ბინდი | თავი VI
– არ ვიცი, – გულწრფელად ვუპასუხე.
"I don't know," I answered truthfully.
564325.
ბინდი | თავი VI
– გაბრაზებული ჩანდი.
"You looked kind of mad," she fished.
564326.
ბინდი | თავი VI
– უცნაურია, – მეც დავეთანხმე.
"Weird," I agreed.
564327.
ბინდი | თავი VI
როცა კაფეტერიაში ჯესიკასთან და მაიკთან ერთად შევედი, თვალი მისი მაგიდისკენ გამექცა, სადაც მხოლოდ როზალი, ელისი და ჯასპერი ისხდნენ და ერთმანეთს ესაუბრებოდნენ.
When I walked into the cafeteria with Jessica and Mike, I couldn't keep from looking at his table, where Rosalie, Alice, and Jasper sat talking, heads close together.
564328.
ბინდი | თავი VI
ჩვენს მაგიდასთან ყველა მომდევნო დღის გეგმებზე საუბრობდა.
At my usual table, everyone was full of our plans for the next day.
564329.
ბინდი | თავი VI
მაიკი ისევ გამხიარულებული ჩანდა, დიდ იმედებს ამყარებდა ადგილობრივ მეტეოროლოგზე, რომელიც შეჰპირებია, ხვალ მზიანი ამინდი იქნებაო.
Mike was animated again, putting a great deal of trust in the local weatherman who promised sun tomorrow.
564330.
ბინდი | თავი VI
მე ჯერ საკუთარი თვალით უნდა მენახა, რომ დამეჯერებინა.
I'd have to see that before I believed it.
564331.
ბინდი | თავი VI
თუმცა, დღეს შედარებით თბილოდა.
But it was warmer today.
564332.
ბინდი | თავი VI
საუბრისას რამდენჯერმე ლორენის მტრული მზერა დავიჭირე, რისი მიზეზიც მხოლოდ კაფეტერიიდან ერთად გასვლისას დავადგინე.
I intercepted a few unfriendly glances from Lauren during lunch, which I didn't understand until we were all walking out of the room together.
564333.
ბინდი | თავი VI
– ...ვერ გამიგია, ეს ბელა... – ცინიკურად გამოსცრა ჩემი სახელი, – კალენებთან რატომ არ ჯდება?
"don't know why Bella" — she sneered my name — "doesn't just sit with the Cullens from now on".
564334.
ბინდი | თავი VI
– ებუტბუტებოდა მაიკს.
I heard her muttering to Mike.
564335.
ბინდი | თავი VI
თურმე როგორი არასასიამოვნო, ცხვირისმიერი ხმა ჰქონია და მის ხმაში გამორეულმა ზიზღმა გამაკვირვა.
I'd never noticed what an unpleasant, nasal voice she had, and I was surprised by the malice in it.
564336.
ბინდი | თავი VI
კარგად არც მიცნობდა, ყოველ შემთხვევაში, იმდენად არა, რომ ჩემზე განაწყენებულიყო!
I really didn't know her well at all, certainly not well enough for her to dislike me.
564337.
ბინდი | თავი VI
– ჩემი მეგობარია და ჩვენთან იქნება, – მეგობრულად, მაგრამ მკაცრად გადაუჩურჩულა მაიკმა.
"She's my friend; she sits with us," Mike whispered back loyally, but also a bit territorially.
564338.
ბინდი | თავი VI
მე სვლა შევანელე და ჯესიკა და ანჯელა წინ გავატარე.
I paused to let Jess and Angela pass me.
564339.
ბინდი | თავი VI
მეტის მოსმენა აღარ მინდოდა.
I didn't want to hear any more.
564340.
ბინდი | თავი VI
მგონი, თავს დამნაშავედ გრძნობდა, ყოველ შაბათ-კვირა შინ მარტო რომ ვრჩებოდი, მაგრამ წლობით გამოცდილ წეს-ჩვეულებებს მხოლოდ ჩემ გამო ვერ დაანგრევდა.
I think he felt guilty for leaving me home alone on the weekends, but he'd spent too many years building his habits to break them now.