მოიძებნა 668042 ჩანაწერი
564661.
ბინდი | თავი VII
„სწრაფი რეაქცია“, გულში გავიმეორე, „იქნებ მაშინ ავტომატურად იმოქმედა?“ მაგრამ პიროვნება, რომელიც თუნდაც უნებურად სხვას გადაარჩენს, არ შეიძლება ბოროტი იყოს.
So quickly, I argued with myself, that it might have been sheer reflexes. But if it was a reflex to save lives, how bad could he be?
564662.
ბინდი | თავი VII
შეკითხვებზე პასუხების ამაო ძიებაში თავბრუ დამეხვა.
My head spun around in answerless circles.
564663.
ბინდი | თავი VII
ერთ რამეში ეჭვი არ მეპარებოდა: სიზმარში ნანახი, ბნელით მოცული, ბასრეშვებიანი ედუარდი ჯეიკობის მონაყოლის ანარეკლი იყო და არა ნამდვილი ედუარდი.
There was one thing I was sure of, if I was sure of anything. The dark Edward in my dream last night was a reflection only of my fear of the word Jacob had spoken, and not Edward himself.
564664.
ბინდი | თავი VII
მაშინ, სიზმარში, ხახადაფჩენილი მგლის წამოხტომისას მხოლოდ იმიტომ შევკივლე, რომ შემეშინდა, თუნდაც ასეთ ედუარდს რამე არ დაშავებოდა. მე ედუარდზე ვნერვიულობდი.
Even so, when I'd screamed out in terror at the werewolf's lunge, it wasn't fear for the wolf that brought the cry of "no" to my lips. It was fear that he would be harmed — even as he called to me with sharp-edged fangs, I feared for him.
564665.
ბინდი | თავი VII
პასუხიც საბოლოოდ მივიღე.
And I knew in that I had my answer.
564666.
ბინდი | თავი VII
არჩევანი საერთოდ არ მქონდა.
I didn't know if there ever was a choice, really.
564667.
ბინდი | თავი VII
ძალიან ღრმად შევტოპე.
I was already in too deep.
564668.
ბინდი | თავი VII
ამ შემზარავ საიდუმლოს, მე რომ ამოვხსენი – თუ სწორად ამოვხსენი – ვეღარაფერს ვუზამდი.
Now that I knew — if I knew — I could do nothing about my frightening secret.
564669.
ბინდი | თავი VII
იმიტომ რომ, როცა ედუარდზე, მის ხმაზე, მის მომნუსხველ თვალებზე, მის მიმზიდველ გარეგნობასა და პირად თვისებებზე ვფიქრობდი, მის გვერდით ყოფნის გარდა არაფერი მინდოდა.
Because when I thought of him, of his voice, his hypnotic eyes, the magnetic force of his personality, I wanted nothing more than to be with him right now.
564670.
ბინდი | თავი VII
აცახცახებული წამოვხტი და შეშინებული, ვაითუ წვიმამ წაშალოს და გზა ვეღარ გავიგნო-მეთქი, ბილიკისკენ გავიქეცი.
I shivered and rose quickly from my place of concealment, worried that somehow the path would have disappeared with the rain.
564671.
ბინდი | თავი VII
ბილიკი არ გამქრალა, ძველებურად მიიკლაკნებოდა სველი ხეების ლაბირინთში.
But the path was there, safe and clear, winding its way out of the dripping green maze.
564672.
ბინდი | თავი VII
სახეზე კაპიუშონჩამოფხატული გავრბოდი. ჩემდა გასაოცრად, ხეებს ბოლო არ უჩანდა, თურმე ძალიან ღრმად შევსულვარ ტყეში!
I followed it hastily, my hood pulled close around my face, becoming surprised, as I nearly ran through the trees, at how far I had come.
564673.
ბინდი | თავი VII
მეორე სართულზე ავედი და რადგან გარეთ გასვლას აღარ ვაპირებდი, ჯინსი და მაისური ჩავიცვი.
I went upstairs and got dressed for the day, jeans and a t-shirt, since I was staying indoors.
564674.
ბინდი | თავი VII
დანარჩენი დღე საშინაო დავალების წერას დავუთმე და მთელი გონებით ამაზე გადავერთე. ოთხშაბათს „მაკბეტზე“ თემა უნდა ჩამებარებინა და მეც მცირე მონახაზს ვაკეთებდი.
It didn't take too much effort to concentrate on my task for the day, a paper on Macbeth that was due Wednesday.
564675.
ბინდი | თავი VII
ოდნავ უფრო მშვიდად ვგრძნობდი თავს... უფრო ზუსტად, გასული ხუთშაბათის შემდეგ ასე დაწყნარებული არც ვყოფილვარ.
I settled into outlining a rough draft contentedly, more serene than I'd felt since, well, since Thursday afternoon, if I was being honest.
564676.
ბინდი | თავი VII
სხვათა შორის, ასე ბევრჯერ მომსვლია.
That had always been my way, though.
564677.
ბინდი | თავი VII
გადაწყვეტილებას ძნელად ვიღებ, არჩევანის გაკეთებას ყოველთვის ვაჭიანურებ, მაგრამ თუ რამეს გადავწყვეტ, მერე გულზე მეშვება და დინებას მშვიდად მივყვები.
Making decisions was the painful part for me, the part I agonized over. But once the decision was made, I simply followed through — usually with relief that the choice was made.
564678.
ბინდი | თავი VII
გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ზოგჯერ სასოწარკვეთილებაშიც ჩავვარდნილვარ, როგორც, მაგალითად, ფორკსში ჩამოსვლის შემთხვევაში.
Sometimes the relief was tainted by despair, like my decision to come to Forks.
564679.
ბინდი | თავი VII
თუმცა, გაურკვევლად ყოფნას, ისევ ასე ჯობია.
But it was still better than wrestling with the alternatives.
564680.
ბინდი | თავი VII
დღემ მშვიდად და ნაყოფიერად განვლო – თემის წერას რვა საათამდე მოვრჩი.
And so the day was quiet, productive — I finished my paper before eight.