მოიძებნა 668042 ჩანაწერი
564681.
ბინდი | თავი VII
ჩარლი თევზაობიდან დიდი ნადავლით დაბრუნდა. გონებაში ჩავინიშნე, რომ სიეტლში სხვა წიგნებთან ერთად ისეთი კულინარიული წიგნიც უნდა მეყიდა, რომელშიც თევზეულის მომზადების რეცეპტებიც იქნებოდა.
Charlie came home with a large catch, and I made a mental note to pick up a book of recipes for fish while I was in Seattle next week.
564682.
ბინდი | თავი VII
მომდევნო შაბათ-კვირას დაგეგმილი ამ მგზავრობის გახსენებაზე ისეთივე ჟრუანტელმა დამიარა, როგორმაც ჯეიკობის საშიში ისტორიების მოსმენისას.
The chills that flashed up my spine whenever I thought of that trip were no different than the ones I'd felt before I'd taken my walk with Jacob Black.
564683.
ბინდი | თავი VII
წესით, ასე მშვიდად არ უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ... არავითარ შიშს არ განვიცდიდი.
They should be different, I thought. I should be afraid — I knew I should be, but I couldn't feel the right kind of fear.
564684.
ბინდი | თავი VII
ღამენათევსა და ტყეში დილაუთენია ბოდიალით გადაღლილს, იმ ღამით ისე ღრმად ჩამეძინა, არაფერი დამსიზმრებია.
I slept dreamlessly that night, exhausted from beginning my day so early, and sleeping so poorly the night before.
564685.
ბინდი | თავი VII
უკვე მეორედ ფორკსში, გაღვიძებულს, მზით გასხივოსნებული დილა შემომეგება.
I woke, for the second time since arriving in Forks, to the bright yellow light of a sunny day.
564686.
ბინდი | თავი VII
მაშინვე ფანჯარასთან მივირბინე. ცაზე ბამბის ქულისმაგვარი ღრუბლის პატარ-პატარა ფთილები დაცურავდა, რაც საწვიმრად აშკარად არასაკმარისი იყო.
I skipped to the window, stunned to see that there was hardly a cloud in the sky, and those there were just fleecy little white puffs that couldn't possibly be carrying any rain.
564687.
ბინდი | თავი VII
მრავალი წლის გამოუღებელი ფანჯარა გამოვაღე. მეგონა, ყურისწამღებად აჭრაჭუნდებოდა, მაგრამ ჩემდა გასაოცრად, ჩუმად და მსუბუქად გაიღო.
I opened the window — surprised when it opened silently, without sticking, not having opened it in who knows how many years — and sucked in the relatively dry air.
564688.
ბინდი | თავი VII
ოთახში შემოჭრილი თბილი და მშრალი ჰაერი ჩავისუნთქე.
It was nearly warm and hardly windy at all.
564689.
ბინდი | თავი VII
ძარღვებში სისხლი ამოძრავდა!
My blood was electric in my veins.
564690.
ბინდი | თავი VII
სამზარეულოში რომ ჩავედი, ჩარლი საუზმობას ამთავრებდა. უმალ შემატყო, მხიარულ განწყობაზე რომ ვიყავი.
Charlie was finishing breakfast when I came downstairs, and he picked up on my mood immediately.
564691.
ბინდი | თავი VII
– სასეირნოდ მშვენიერი დღეა! – შემომღიმა ჩარლიმ. ყავისფერი თვალები გაუბრწყინდა.
"Nice day out," Charlie smiled back, his brown eyes crinkling around the edges.
564692.
ბინდი | თავი VII
როცა ჩარლი იღიმებოდა, ადვილად მიხვდებოდით, რატომ გაჰყვა დედაჩემი ადრეულ ასაკში.
When Charlie smiled, it was easier to see why he and my mother had jumped too quickly into an early marriage.
564693.
ბინდი | თავი VII
გემრიელად ვისაუზმე, თან ვაკვირდებოდი, როგორ ცეკვავდნენ ფანჯრიდან შემოჭრილ მზის სხივებზე მტვრის პატარა ნაწილაკები.
I ate breakfast cheerily, watching the dust moats stirring in the sunlight that streamed in the back window.
564694.
ბინდი | თავი VII
ჩარლი დამემშვიდობა. გავიგონე, როგორ დაძრა საპატრულო კრუიზერი.
Charlie called out a goodbye, and I heard the cruiser pull away from the house.
564695.
ბინდი | თავი VII
სახლიდან გასვლამდე შევყოყმანდი, წამეღო თუ არა მოსაცმელი.
I hesitated on my way out the door, hand on my rain jacket.
564696.
ბინდი | თავი VII
ბედთან თამაში არ ღირდა, ამიტომაც ერთი ამოვიოხრე და ქურთუკი მკლავზე გადავიკიდე. ასე გავაბიჯე ნათელში, რომლის მსგავსიც უკვე რამდენიმე თვე იყო, არ მენახა.
It would be tempting fate to leave it home. With a sigh, I folded it over my arm and stepped out into the brightest light I'd seen in months.
564697.
ბინდი | თავი VII
დიდი ჯახირის შემდეგ მანქანის ორივე სარკე გავასწორე.
By dint of much elbow grease, I was able to get both windows in the truck almost completely rolled down.
564698.
ბინდი | თავი VII
სკოლაში ერთ-ერთი პირველი მივედი. მზიან ქუჩაში გასვლას ისე ვჩქარობდი, რომ საათისთვის არც შემიხედავს.
I was one of the first ones to school; I hadn't even checked the clock in my hurry to get outside.
564699.
ბინდი | თავი VII
პიკაპი ავტოსადგომზე გავაჩერე და კაფეტერიის სამხრეთ კუთხეში მდგარი, თითქმის მუდამ ცარიელი, საპიკნიკე ხის მერხებისკენ წავედი.
I parked and headed toward the seldom-used picnic benches on the south side of the cafeteria.
564700.
ბინდი | თავი VII
მერხი ჯერაც სველი იყო და მეც ქვეშ ქურთუკი გავიფინე. გამიხარდა, რომ ტყუილად არ მომიხდა მისი წამოღება.
The benches were still a little damp, so I sat on my jacket, glad to have a use for it.