მოიძებნა 668042 ჩანაწერი
564701.
ბინდი | თავი VII
ყველა საშინაო დავალება დავწერე – ამ უღიმღამო ქალაქში სხვა საქმე მაინც არაფერი მქონდა – მხოლოდ ტრიგონომეტრიის რამდენიმე მაგალითის პასუხი მაეჭვებდა.
My homework was done — the product of a slow social life — but there were a few Trig problems I wasn't sure I had right.
564702.
ბინდი | თავი VII
რვეული ამოვიღე და გულმოდგინედ შევუდექი შემოწმებას. მაგრამ ნახევრამდე მივედი თუ არა, მომბეზრდა. წითელმერქნიანი ხეების ღეროებზე მზის სხივების ლიცლიცმა მომტაცა თვალი.
I took out my book industriously, but halfway through rechecking the first problem I was daydreaming, watching the sunlight play on the red-barked trees.
564703.
ბინდი | თავი VII
რვეულში გაუაზრებლად მოვხაზე რაღაც.
I sketched inattentively along the margins of my homework.
564704.
ბინდი | თავი VII
რამდენიმე წუთის შემდეგ რომ დავაკვირდი, აღმოვაჩინე, რომ თურმე ჩემკენ მოშტერებული ხუთი წყვილი შავი თვალი დამიხატავს.
After a few minutes, I suddenly realized I'd drawn five pairs of dark eyes staring out of the page at me.
564705.
ბინდი | თავი VII
სასწრაფოდ წავშალე საშლელით.
I scrubbed them out with the eraser.
564706.
ბინდი | თავი VII
– ბელა! – მომესმა ვიღაცის ხმა. მაშინვე მივხვდი, რომ მაიკი იქნებოდა.
"Bella!" I heard someone call, and it sounded like Mike.
564707.
ბინდი | თავი VII
მისკენ შევბრუნდი. სანამ გონებაგაფანტული ვიჯექი, სკოლის ეზო მოსწავლეებით ავსებულიყო.
I looked around to realize that the school had become populated while I'd been sitting there, absentminded.
564708.
ბინდი | თავი VII
ხაკისფერ შორტსა და რაგბისტის ზოლიან მაისურში გამოწყობილი მაიკი ხელის ქნევით მიახლოვდებოდა.
Mike was coming toward me in khaki shorts and a striped Rugby shirt, waving.
564709.
ბინდი | თავი VII
– გამარჯობა, მაიკ! – ხელი მეც დავუქნიე. ასეთ მშვენიერ დილას გულგრილობას ვერავის მიმართ ვერ გამოვიჩენდი.
"Hey, Mike," I called, waving back, unable to be halfhearted on a morning like this.
564710.
ბინდი | თავი VII
გვერდით მომიჯდა. ზღარბის ქაცვებივით დაყენებული თმის ღერები მზის შუქზე ოქროსფრად უბრწყინავდა, სახეზე ღიმილი გადაჰფენოდა.
He came to sit by me, the tidy spikes of his hair shining golden in the light, his grin stretching across his face.
564711.
ბინდი | თავი VII
ჩემთან ყოფნა ისე უხაროდა, რომ მის მიმართ მადლიერება ვიგრძენი.
He was so delighted to see me, I couldn't help but feel gratified.
564712.
ბინდი | თავი VII
– მხოლოდ მზის შუქზე, – ცოტა მეუხერხულა, როცა კულული ყურს უკან გადამიწია.
"Only in the sun". I became just a little uncomfortable as he tucked the lock behind my ear.
564713.
ბინდი | თავი VII
– შესანიშნავი დღეა, არა? – მე რომ მიყვარს, ზუსტად ისეთი, – დავეთანხმე.
"Great day, isn't it?" "My kind of day," I agreed.
564714.
ბინდი | თავი VII
– გუშინ რას აკეთებდი? – ოდნავ მბრძანებლური ტონით მკითხა.
"What did you do yesterday?" His tone was just a bit too proprietary.
564715.
ბინდი | თავი VII
– სასკოლო თხზულებაზე ვმუშაობდი, – არ გავუმხილე, რომ წერას უკვე მოვრჩი. არ მინდოდა, მის თვალში ზედმეტად ბეჯითი გამოვჩენილიყავი.
"I mostly worked on my essay". I didn't add that I was finished with it — no need to sound smug.
564716.
ბინდი | თავი VII
მაიკმა შუბლზე იტკიცა ხელი.
He hit his forehead with the heel of his hand.
564717.
ბინდი | თავი VII
– აჰ, ჰო... ხუთშაბათს უნდა ჩავაბაროთ, არა? – მგონი, ოთხშაბათს. – ოთხშაბათს? – დაიჭყანა მაიკი.
"Oh yeah — that's due Thursday, right?" "Um, Wednesday, I think". "Wednesday?" He frowned.
564718.
ბინდი | თავი VII
„ავლენს თუ არა შექსპირი თავის ნაწარმოებებში მისოგნისტიკურ დამოკიდებულებას ქალი პერსონაჟების მიმართ“.
"Whether Shakespeare's treatment of the female characters is misogynistic".
564719.
ბინდი | თავი VII
ისე შემომხედა, თითქოს „ქაჯურ ენაზე“ მეთქვას რამე.
He stared at me like I'd just spoken in pig Latin.
564720.
ბინდი | თავი VII
– ეტყობა, ამაღამ მძიმე მუშაობა მომიწევს, – დაღონებულმა ჩაილაპარაკა, – არადა, შენს დაპატიჟებას ვაპირებდი, სადმე გავისეირნებდით.
"I guess I'll have to get to work on that tonight," he said, deflated. "I was going to ask if you wanted to go out".