მოიძებნა 668042 ჩანაწერი
565241.
ბინდი | თავი IX
მანამ მივშტერებოდი, სანამ ისევ განზე არ გაიხედა.
I stared at him until he looked away.
565242.
ბინდი | თავი IX
– მთავარი შეკითხვა ჯერ არ დაგისვამს, – ხმა გაუმკაცრდა და, როცა ისევ ჩემკენ მოიხედა, თვალებში უკვე სიცივე ედგა.
"You haven't asked me the most important question yet". His voice was hard now, and when he looked at me again his eyes were cold.
565243.
ბინდი | თავი IX
დაბნეულმა, თვალები დავახამხამე.
I blinked, still dazed.
565244.
ბინდი | თავი IX
– დიახ, ეს, – ყრუდ გაიჟღერა მისმა ხმამ, – არ გაინტერესებს, სისხლს ვსვამ თუ არა?
"Yes, that". His voice was bleak. "Don't you want to know if I drink blood?"
565245.
ბინდი | თავი IX
– ჯეიკობმა მითხრა ამაზე რაღაც.
"Well, Jacob said something about that".
565246.
ბინდი | თავი IX
– მითხრა, რომ თქვენ... ადამიანებზე არ ნადირობთ.
"He said you didn't hunt people."
565247.
ბინდი | თავი IX
მითხრა, რომ შენი ოჯახი მხოლოდ ცხოველებზე ნადირობს და ადამიანებისთვის საშიში არაა.
"He said your family wasn't supposed to be dangerous because you only hunted animals".
565248.
ბინდი | თავი IX
– ესე იგი, თქვა, რომ საშიშები არ ვართ? – სკეპტიკურად ჩაილაპარაკა მან.
"He said we weren't dangerous?" His voice was deeply skeptical.
565249.
ბინდი | თავი IX
– მთლად ეგრე არ უთქვამს. უბრალოდ, აღნიშნა, წესით, ისინი სახიფათონი არ უნდა იყვნენო.
"Not exactly. He said you weren't supposed to be dangerous."
565250.
ბინდი | თავი IX
თუმცა, ქვილიუტებს მაინც არ სიამოვნებთ, მათი მიწის სიახლოვეს რომ ბინადრობთ.
"But the Quileutes still didn't want you on their land, just in case".
565251.
ბინდი | თავი IX
ედუარდი წინ იყურებოდა, მაგრამ ზუსტად ვერ ვიტყოდი, გზას უყურებდა თუ არა.
He looked forward, but I couldn't tell if he was watching the road or not.
565252.
ბინდი | თავი IX
– დიდი ძალისხმევის ფასად, მშვიდად ვკითხე.
I tried to keep my voice as even as possible.
565253.
ბინდი | თავი IX
– ქვილიუტებს ბევრი რამ ახსოვთ, – დაიჩურჩულა მან.
"The Quileutes have a long memory," he whispered.
565254.
ბინდი | თავი IX
ფაქტობრივად, ეს დადებითი პასუხი იყო.
I took it as a confirmation.
565255.
ბინდი | თავი IX
– ოღონდ ამან არ გაგათამამოს, – იქვე გამაფრთხილა, – ისინი სწორად იქცევიან, ჩვენგან შორს რომ იჭერენ თავს.
"Don't let that make you complacent, though," he warned me. "They're right to keep their distance from us."
565256.
ბინდი | თავი IX
ყველაფრის მიუხედავად, მაინც საშიშნი ვართ.
"We are still dangerous".
565257.
ბინდი | თავი IX
– ყველანაირად ვცდილობთ, რომ ყველა ვალდებულებას კარგად გავართვათ თავი. თუმცა, ზოგჯერ შეცდომებსაც ვუშვებთ.
"We try," he explained slowly. "We're usually very good at what we do. Sometimes we make mistakes."
565258.
ბინდი | თავი IX
მაგალითად, საკუთარ თავს რომ შენთან მარტო დარჩენის უფლებას ვაძლევ...
"Me, for example, allowing myself to be alone with you".
565259.
ბინდი | თავი IX
– საკუთარი ხმა სევდიანად ჩამესმა ყურში, ოღონდ არ ვიცი, ედუარდმაც ასევე აღიქვა თუ არა.
I heard the sadness in my voice, but I didn't know if Edward could as well.
565260.
ბინდი | თავი IX
– თანაც ძალიან სახიფათო, – ჩაიბუტბუტა.
"A very dangerous one," he murmured.