მოიძებნა 668042 ჩანაწერი
565181.
ბინდი | თავი IX
– გზას უყურე! – ავარიაში არასდროს მოვყოლივარ. ჯარიმაც კი არასოდეს გამოუწერიათ, – ჩაიცინა და შუბლზე თითი მიიკაკუნა, – რადარ-დეტექტორი მიყენია!
"Keep your eyes on the road!" "I've never been in an accident, Bella — I've never even gotten a ticket". He grinned and tapped his forehead. "Built-in radar detector".
565182.
ბინდი | თავი IX
– სულაც არ მეცინება! – გავბრაზდი, – ისე, თუ გახსოვს, ჩარლი პოლიციელია!
"Very funny". I fumed. "Charlie's a cop, remember?"
565183.
ბინდი | თავი IX
საგზაო წესების დაცვას ბავშვობიდან მინერგავდნენ...
I was raised to abide by traffic laws.
565184.
ბინდი | თავი IX
შენ რა გიჭირს, გინდაც ხეს შეალეწო ეს „ვოლვო“, ალბათ არაფერი მოგივა, ადგები და ჩვეულებრივად განაგრძობ გზას!
"Besides, if you turn us into a Volvo pretzel around a tree trunk, you can probably just walk away".
565185.
ბინდი | თავი IX
დავინახე, როგორ ჩამოვარდა სპიდომეტრის ისარი 80‑მდე, – აბა, კმაყოფილი ხარ? – თითქმის.
I watched with relief as the needle gradually drifted toward eighty. "Happy?" "Almost".
565186.
ბინდი | თავი IX
– მეზიზღება ნელა ტარება, – ჩაიბურტყუნა უკმაყოფილოდ.
"I hate driving slow," he muttered.
565187.
ბინდი | თავი IX
– მერედა, ეს ნელაა? – გვეყო ამაზე საუბარი, – მოკლედ მომიჭრა, – შენს თეორიას ველოდები.
"This is slow?" "Enough commentary on my driving," he snapped. "I'm still waiting for your latest theory".
565188.
ბინდი | თავი IX
ტუჩზე ვიკბინე.
I bit my lip.
565189.
ბინდი | თავი IX
– არ დაგცინებ, – დამპირდა ედუარდი და თავისი თაფლისფერი თვალებით თბილად შემომხედა.
He looked down at me, his honey eyes unexpectedly gentle. "I won't laugh," he promised.
565190.
ბინდი | თავი IX
– ასეთი ცუდი რამ უნდა მითხრა?
"Is it that bad?"
565191.
ბინდი | თავი IX
მე კი საკუთარ ხელებს დავცქეროდი და მის გამომეტყველებას ვერ ვხედავდი.
I was looking down at my hands, so I couldn't see his expression.
565192.
ბინდი | თავი IX
– არ ვიცი საიდან დავიწყო, – გამოვუტყდი.
"I don't know how to start," I admitted.
565193.
ბინდი | თავი IX
– სულ თავიდან დაიწყე... მითხარი, ვიღაც სხვა დამეხმარაო.
"Why don't you start at the beginning. you said you didn't come up with this on your own".
565194.
ბინდი | თავი IX
– ძიება რით დაიწყე, წიგნით? ფილმით?
"What got you started — a book? A movie?"
565195.
ბინდი | თავი IX
– ყველაფერი შაბათს, პლაჟზე დაიწყო, – გაუბედავად ავხედე, სახეზე გაოცება ეწერა.
"No — it was Saturday, at the beach". I risked a glance up at his face. He looked puzzled.
565196.
ბინდი | თავი IX
– ბავშვობის მეგობარს შევხვდი, ჯეიკობ ბლექს, – განვაგრძე თხრობა, – მამამისი და ჩარლი დიდი ხნის მეგობრები არიან.
"I ran into an old family friend —Jacob Black," I continued. "His dad and Charlie have been friends since I was a baby".
565197.
ბინდი | თავი IX
– მამამისი ქვილიუტების ბელადია, – მას სახეზე დაბნეულობა შეჰყინოდა.
"His dad is one of the Quileute elders". His confused expression froze in place.
565198.
ბინდი | თავი IX
– ძველ ლეგენდებს მიყვებოდა, ალბათ შესაშინებლად.
He was telling me some old legends — trying to scare me, I think.
565199.
ბინდი | თავი IX
– განაგრძე, – თქვა მან.
"Go on," he said.
565200.
ბინდი | თავი IX
– ვამპირებზე, – ლამის ჩურჩულით წარმოვთქვი.
"About vampires". I realized I was whispering.