მოიძებნა 668042 ჩანაწერი
565341.
ბინდი | თავი IX
– აჰ, მაშინ ჰო... – გამიღიმა.
"Oh, right". He grinned.
565342.
ბინდი | თავი IX
ხელი სახელურზე მედო, კარის გაღებას ვაყოვნებდი. მსურდა, მასთან ყოფნის უკანასკნელი წუთი მაქსიმალურად გამეხანგრძლივებინა.
I hesitated, my hand on the door handle, trying to prolong the moment.
565343.
ბინდი | თავი IX
– ბელა, – მცირე ყოყმანის შემდეგ სერიოზული ტონით მომმართა. – დიახ? – მონდომებით მივტრიალდი მისკენ.
"Bella?" he asked in a different tone — serious, but hesitant. "Yes?" I turned back to him too eagerly.
565344.
ბინდი | თავი IX
– მინდა, რაღაც გთხოვო! – რაც გინდა, მთხოვე! – ვთქვი და იმწამსვე ვინანე ჩემი უპირობო თანხმობა.
"Will you promise me something?" "Yes," I said, and instantly regretted my unconditional agreement.
565345.
ბინდი | თავი IX
ისევ მისგან თავის შორს დაჭერა რომ ეთხოვა? ამ პირობას ვერაფრით შევუსრულებდი.
What if he asked me to stay away from him? I couldn't keep that promise.
565346.
ბინდი | თავი IX
– ტყეში მარტო ნუ ივლი.
"Don't go into the woods alone".
565347.
ბინდი | თავი IX
მოიღუშა და მოჭუტული თვალებით გარეთ, სადღაც ჩემ მიღმა გაიხედა.
He frowned, and his eyes were tight as he stared past me out the window.
565348.
ბინდი | თავი IX
– მოკლედ გეტყვი: იქ ჩემზე სახიფათო არსებებიც ბევრია.
"I'm not always the most dangerous thing out there. Let's leave it at that".
565349.
ბინდი | თავი IX
მისმა სიტყვებმა, ერთი მხრივ, შემაკრთო, თუმცა, მეორე მხრივ, გულზე მომეშვა, რადგან ამ პირობის დაცვა გაცილებით იოლი იყო.
I shuddered slightly at the sudden bleakness in his voice, but I was relieved. This, at least, was an easy promise to honor.
565350.
ბინდი | თავი IX
– გპირდები.
"Whatever you say".
565351.
ბინდი | თავი IX
– ხვალამდე, – ამოიოხრა. მივხვდი, რომ უკვე განშორების დრო დადგა.
"I'll see you tomorrow," he sighed, and I knew he wanted me to leave now.
565352.
ბინდი | თავი IX
– ხვალამდე, – უხალისოდ გავაღე კარი.
"Tomorrow, then". I opened the door unwillingly.
565353.
ბინდი | თავი IX
– ბელა... სწრაფად შევტრიალდი, ის ჩემკენ გადმოხრილიყო, ფერმკრთალი, მშვენიერი სახით ლამის სახეზე მეხებოდა.
"Bella?" I turned and he was leaning toward me, his pale, glorious face just inches from mine.
565354.
ბინდი | თავი IX
ჩემმა გულმა ძგერა შეწყვიტა.
My heart stopped beating.
565355.
ბინდი | თავი IX
– ძილი ნებისა, – მისი ნაზი სუნთქვა სახეზე მომელამუნა და საბოლოოდ მომაჯადოვა.
"Sleep well," he said. His breath blew in my face, stunning me.
565356.
ბინდი | თავი IX
ისეთივე სურნელი ასდიოდა, როგორიც მის ქურთუკს, ოღონდ უფრო მძაფრად.
It was the same exquisite scent that clung to his jacket, but in a more concentrated form.
565357.
ბინდი | თავი IX
თავბრუდახვეულმა თვალები უაზროდ დავახამხამე.
I blinked, thoroughly dazed.
565358.
ბინდი | თავი IX
მოძრაობის უნარი დავკარგე. მერე ტვინმა როგორღაც თავისით მოახერხა ამოქმედება.
I was unable to move until my brain had somewhat unscrambled itself.
565359.
ბინდი | თავი IX
მოუქნელად გადმოვედი მანქანიდან და კარის ჩარჩოს დავეყრდენი, რომ არ წავქცეულიყავი.
Then I stepped out of the car awkwardly, having to use the frame for support.
565360.
ბინდი | თავი IX
დაიცადა, სანამ სახლის კარამდე მივიდოდი.
He waited till I had stumbled to the front door.