მოიძებნა 668060 ჩანაწერი
56541.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი I
ახლა ბოჩიას დაადგა თვალი, აკვნის ოსტატს, ყველაზე ძონძროხა კაცს, არა მარტო ამ სარდაფში, არამედ მთელს ქალაქში;
Next he singled out Bochia, the cradle-maker, the tubbiest man not only in the cellar but in all Vani.
56542.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი I
აუჩემდა, - გინდა თუ არა, ამ ათი წლის წინათ ერთი ღამით საბერძნეთში ხარ ჩაპარულიო.
He insisted, - "I bet one night ten years ago you made a secret trip to Greece".
56543.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი I
შენი ამბავი რომ ვიცი, ერთი ღამეც გეყოფოდაო, - ამბობდა მჭედელი.
Knowing you, one night was more than enough, - blacksmith added.
56544.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი I
ბოჩია პირთეთრა კაცი იყო და ასეთივე თეთრი, ოქროსფერი ღინღლით დაფარული მკლავები ჰქონდა.
Bochia had a white face and his arms were just as pale, covered with golden down.
56545.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი I
მზიან ამინდში, ვანში კი უმთავრესად მზიანი ამინდი იდგა, ქუჩაში შეხვედრილ ნაცნობს ერთი წუთით რომ გამოლაპარაკებოდა, ერთიანად დაწითლდებოდა ხოლმე, თითქოს ენდროს წვენში უბანავიაო.
In sunny weather, and it was mostly sunny in Vani, he had only to stop briefly in the street to have a word with someone he knew, when he would suddenly redden, as if he'd been dipped in dyer's madder.
56546.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი I
თავად გულკეთილსა და მორიდებულს, საწყენი თუ შეხვდებოდა რამე, ხეების ქვეშ დადგებოდა და მაშინვე გადაეწმინდებოდა გუნება.
He was kind and shy, and if he was offended by anything he would go and stand under the trees to clear his mind quickly.
56547.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი I
მისი დამზადებული აკვანი თავისით ირწეოდა და ღიღინებდა კიდეც, ერთხელ უნდოდა ხელის წაკვრა, მერე ბავშვის პატრონს შეეძლო მშვიდად დაეძინა.
The cradles he made rocked by themselves and even crooned: they only had to be pushed once and the baby's parent could then safely go to sleep.
56548.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი I
არავინ იცოდა, რა ხნის იყო ბოჩია, ყველას ასეთი ახსოვდა, ასეთი დახვედროდა და ასეთივე დაეტოვებინა მის მრავალ თანამოქალაქეს, მათ შორის საკუთარ შვილებსაც.
Nobody knew how old Bochia was: everyone, his many fellow-citizens, even his own children, remembered him as he was when they first encountered him or when they departed from him.
56549.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი I
მისი მრავალრიცხოვანი შთამომავლობა განუწყვეტლივ მრავლდებოდა მიწაზეც და მიწაშიც.
His numerous offspring were constantly increasing on the earth and beneath it.
56550.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი I
იბადებოდნენ, ხანში შედიოდნენ, ბერდებოდნენ და იხოცებოდნენ, ბოჩია კი უცვლელი რჩებოდა.
They were born, they grew to adulthood, aged and died, but Bochia remained unchanged.
56551.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი I
ასეთი იყო ბოჩია მაშინაც, როცა ფოთოლამ პირველი შვილი გაუჩინა.
Bochia was the same when Potola gave birth to his first child.
56552.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი I
მერე კი მათ ოჯახში აღარ შეწყვეტილა აკვნის ჭრიალი და ჩვილის ღუღუნი.
Since then the squeaking of cradles and cooing of babies had never ceased in their family.
56553.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი I
ეს უცნაური ცოლ-ქმარი დროს არ ეპუებოდა.
This strange couple was not subject to time.
56554.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი I
შეიძლება იმიტომ ხდებოდა ასე, ფოთოლასა და ბოჩიას მზე და მთვარე ერთმანეთზე რომ ამოსდიოდათ, გაუნელებელი სიყვარული რომ შეჰყროდათ და ვერც კი წარმოედგინათ ეს ქვეყანა უერთმანეთოდ.
Perhaps Bochia and Potola worshipped the ground each other walked on because they were united by undying love and couldn't imagine the world without each other.
56555.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი I
ბოჩიას განუწყვეტლივ ენატრებოდა თავისი კაფანდარა, ხალისიანი და დაუზარელი ფოთოლა.
Bochia constantly longed to be with his sleek, cheerful and diligent Potola.
56556.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი I
არც ის ახსოვდა ვინმეს, რამდენი ხნის ცოლ-ქმარი იყვნენ ისინი.
Nobody could recall how long they had been married.
56557.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი I
ბოჩიამ ფოთოლა მამობილის სიკვდილის მერე შეირთო, იმავე დღეს, როცა დაუმთავრებელ აკვანზე თავმიდებულ მამობილს სამუდამოდ დაეძინა.
Bochia married Potola after the death of his foster-father, on the day that his foster-father fell asleep for ever, his head lying on a cradle he never finished making.
56558.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი I
მამობილიც აკვნის ოსტატი იყო, ხის სუნით ისე გაჟენთილიყო, კოდალები ასხდებოდნენ.
The foster-father was also a master cradle-maker, so imbued with the smell of wood that woodpeckers would perch on him.
56559.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი I
ერთი ნაბიჯით დააგვიანა ბოჩიამ, ვერ მოასწრო მადლობის თქმა ამ მართლაც ხესავით კეთილი კაცისათვის.
Bochia arrived just seconds too late to express his gratitude to a man who was as truly noble as a tree.
56560.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი I
ბოჩია რომ სახელოსნოში შევიდა, მამობილს აკვანზე ჩამოედო თავი, მოწყვეტილი, ჩამოშვებული მკლავები კი ბურბუშელაში ეთრეოდა.
When Bochia came into the workshop, his father's head was on the cradle, while his arms, bereft of strength, hung down, mingling with the wood shavings.