მოიძებნა 668042 ჩანაწერი
568341.
ბინდი | თავი XXII
გამოსავალი თავიდანვე ცხადი იყო და, ჩემდა საბედნიეროდ, ედუარდმა ამდენი ვერ გათვალა, თორემ შეიძლებოდა ჩემთვის მთელი გართობა ჩაეშალა.
The answer was there all along, and I was so afraid Edward would see that and ruin my fun.
568342.
ბინდი | თავი XXII
ყველაფერი ძალიან დიდი ხნის წინ მოხდა, როცა ჩემს ცხოვრებაში პირველად და უკანასკნელად ნადავლი ხელიდან დამისხლტა.
It happened once, oh, ages ago. The one and only time my prey escaped me.
568343.
ბინდი | თავი XXII
საწყალი გოგონა ბნელ საკანში დიდხანს ჯდომისგან იმდენად გამოშტერებული იყო, რომ ტკივილი არც კი უგრძნია.
She didn't even seem to notice the pain, poor little creature. She'd been stuck in that black hole of a cell for so long.
568344.
ბინდი | თავი XXII
ორასი წლის წინ მისნაირებს კოცონზე წვავდნენ, გასული საუკუნის ოციან წლებში კი შოკური თერაპიით მკურნალობდნენ უშედეგოდ.
A hundred years earlier and she would have been burned at the stake for her visions. In the nineteen-twenties it was the asylum and the shock treatments.
568345.
ბინდი | თავი XXII
მოხუცმა ვამპირმა გოგონა ძლიერ, გონიერ ვამპირად გადააქცია, ამიტომ მას ვეღარ გავეკარებოდი, – ამოიოხრა ჯეიმსმა, – ჰოდა, მეც, შურისძიების მიზნით, მოხუცი ვამპირი გავანადგურე.
The old vampire made her a strong new vampire, and there was no reason for me to touch her then". He sighed. "I destroyed the old one in vengeance".
568346.
ბინდი | თავი XXII
– ელისი! – გაოცებულმა წამოვიყვირე.
"Alice," I breathed, astonished.
568347.
ბინდი | თავი XXII
– ჰო, შენი ახალგაზრდა მეგობარი. ძალიან გამიკვირდა, მინდორზე რომ დავინახე.
Yes, your little friend. I was surprised to see her in the clearing.
568348.
ბინდი | თავი XXII
ისე, მის ოჯახს საწუწუნო არც არაფერი აქვს, შენ მე მერგები, მათ კი – ელისი.
So I guess her coven ought to be able to derive some comfort from this experience. I get you, but they get her.
568349.
ბინდი | თავი XXII
ის ისეთი სურნელოვანი იყო, დღემდე ვნანობ, რომ მისი სისხლის დაგემოვნება ვერ მოვასწარი...
And she did smell so delicious. I still regret that I never got to taste.
568350.
ბინდი | თავი XXII
არადა, შენზე უკეთესი სუნი ასდიოდა.
She smelled even better than you do.
568351.
ბინდი | თავი XXII
ბოდიში, არ გეწყინოს, შენც სასიამოვნო სუნი აგდის – ყვავილების...
Sorry — I don't mean to be offensive. You have a very nice smell. Floral, somehow.
568352.
ბინდი | თავი XXII
ის კიდევ უფრო მომიახლოვდა.
He took another step toward me.
568353.
ბინდი | თავი XXII
ხელით ჩემი კულული აიღო და ნაზად დაყნოსა.
He lifted a lock of my hair and sniffed at it delicately.
568354.
ბინდი | თავი XXII
მერე თმა უკან გადამიწია, ყელზე ცივი თითები ამისვა და დაჟინებით შემომხედა.
Then he gently patted the strand back into place, and I felt his cool fingertips against my throat. He reached up to stroke my cheek once quickly with his thumb, his face curious.
568355.
ბინდი | თავი XXII
გაქცევა მინდოდა, მაგრამ ფეხები არ მემორჩილებოდა; განზე გახედვასაც ვერ ვახერხებდი.
I wanted so badly to run, but I was frozen. I couldn't even flinch away.
568356.
ბინდი | თავი XXII
– გაუგებარია, – ჩაიბუტბუტა ჯეიმსმა და ხელი დაუშვა, – კარგი, დროა საქმეს შევუდგეთ.
"No," he murmured to himself as he dropped his hand, "I don't understand. Well, I suppose we should get on with it."
568357.
ბინდი | თავი XXII
შემდეგ შენს მეგობრებს დავურეკავ და ვეტყვი, სად გიპოვონ. შეტყობინებასაც აქვე დავტოვებ.
And then I can call your friends and tell them where to find you, and my little message.
568358.
ბინდი | თავი XXII
ცოტაც და მართლა გული ამერეოდა.
I was definitely sick now.
568359.
ბინდი | თავი XXII
მის თვალებში ჩანდა, რომ ის მარტო ჩემს მოკვლასა და სისხლის სმას არ დასჯერდებოდა.
There was pain coming, I could see it in his eyes. It wouldn't be enough for him to win, to feed and go.
568360.
ბინდი | თავი XXII
სწრაფი აღსასრულის იმედი გადამეწურა.
There would be no quick end like I'd been counting on.