მოიძებნა 668042 ჩანაწერი
568321.
ბინდი | თავი XXII
შენი ტელეფონის ნომერი კი გავიგე, მაგრამ იქნებ ანტარქტიდაზე იყავი? ჩემი თამაში კი მხოლოდ მაშინ იქნებოდა საინტერესო, თუ სადმე ახლომახლო აღმოჩნდებოდი.
It was very useful to have your number, but you could have been in Antarctica for all I knew, and the game wouldn't work unless you were close by.
568322.
ბინდი | თავი XXII
შემდეგ შენი შეყვარებული ფენიქსში გამოფრინდა.
Then your boyfriend got on a plane to Phoenix.
568323.
ბინდი | თავი XXII
რასაკვირველია – ვიქტორია იმათ უთვალთვალებდა.
Victoria was monitoring them for me, naturally.
568324.
ბინდი | თავი XXII
როცა თამაშში ამდენი მოთამაშეა ჩართული, მეც მჭირდება ხოლმე დამხმარე.
In a game with this many players, I couldn't be working alone.
568325.
ბინდი | თავი XXII
მეც მოვემზადე, შენი მშვენიერი ოჯახური ვიდეოები ყურადღებით გადავქექე და... დანარჩენი უკვე ჩემს მოხერხებულობაზე იყო დამოკიდებული!
I was prepared; I'd already been through your charming home movies. And then it was simply a matter of the bluff.
568326.
ბინდი | თავი XXII
როგორც ხედავ, ჩემსას იოლად მივაღწიე, რაც მაინცდამაინც არ მახარებს.
Very easy, you know, not really up to my standards.
568327.
ბინდი | თავი XXII
რა ჰქვია, ედუარდი, არა? პასუხი არ გავეცი.
"Edward, isn't it?" I didn't answer.
568328.
ბინდი | თავი XXII
ნელ-ნელა ისევ შიში მომერია.
The bravado was wearing off.
568329.
ბინდი | თავი XXII
მალე მეძებარი საუბრიდან საქმეზე გადავიდოდა.
I sensed that he was coming to the end of his gloat.
568330.
ბინდი | თავი XXII
ისედაც უკმაყოფილო იყო – თამაშის სუსტი ადამიანის მოკვლით დამთავრება ტრიუმფალურ გამარჯვებად ვერ ჩაითვლებოდა.
It wasn't meant for me anyway. There was no glory in beating me, a weak human.
568331.
ბინდი | თავი XXII
– წინააღმდეგი ხომ არ იქნები, შენს ედუარდს მეც რომ დავუტოვო შეტყობინება?
"Would you mind, very much, if I left a little letter of my own for your Edward?"
568332.
ბინდი | თავი XXII
მან ნაბიჯი უკან გადადგა და სტერეომოწყობილობაზე შემოდებული პატარა ციფრული ვიდეოკამერა ჩემკენ მოატრიალა.
He took a step back and touched a palm-sized digital video camera balanced carefully on top of the stereo.
568333.
ბინდი | თავი XXII
წითელი წერტილი აენთო, გადაღება დაიწყო.
A small red light indicated that it was already running.
568334.
ბინდი | თავი XXII
ჯეიმსმა რამდენჯერმე გაასწორა კადრი, რომ ჩემი შეძრწუნებული სახე ცხადად გამოჩენილიყო.
He adjusted it a few times, widened the frame.
568335.
ბინდი | თავი XXII
– ვწუხვარ, მაგრამ ამის ნახვის შემდეგ ედუარდს აუცილებლად მოუნდება შურისძიება.
I'm sorry, but I just don't think he'll be able to resist hunting me after he watches this.
568336.
ბინდი | თავი XXII
თამაში თავიდანვე მის წინააღმდეგ მიმდინარეობდა, შენ უბრალო ადამიანი ხარ, რომელიც ცუდ დროს, ცუდ ადგილას აღმოჩნდა ცუდ კომპანიასთან ერთად.
It was all for him, of course. You're simply a human, who unfortunately was in the wrong place, at the wrong time, and indisputably running with the wrong crowd, I might add.
568337.
ბინდი | თავი XXII
მეძებარმა ღიმილით ისევ წინ გადმოდგა ნაბიჯი.
He stepped toward me, smiling.
568338.
ბინდი | თავი XXII
– სანამ დავიწყებდეთ...
"Before we begin".
568339.
ბინდი | თავი XXII
გულისრევის შეგრძნება დამეუფლა, ჩემი აღსასრული სულ სხვანაირად წარმომედგინა.
I felt a curl of nausea in the pit of my stomach as he spoke. This was something I had not anticipated.
568340.
ბინდი | თავი XXII
სულ ოდნავ გადავუხვიოთ მთავარს.
I would just like to rub it in, just a little bit.