მოიძებნა 668042 ჩანაწერი
568281.
ბინდი | თავი XXII
ის სათადარიგო გასასვლელთან იდგა, ხელში დისტანციური მართვის პულტით.
He was standing very still by the back exit. In his hand was a remote control.
568282.
ბინდი | თავი XXII
დიდხანს შევყურებდით ერთმანეთს თვალებში. ბოლოს, ღიმილით გამოემართა ჩემკენ. ნელა ჩამიარა და პულტი მაგიდაზე, ვიდეომაგნიტოფონის გვერდით დადო.
We stared at each other for a long moment, and then he smiled. He walked toward me, quite close, and then passed me to put the remote down next to the VCR.
568283.
ბინდი | თავი XXII
– ამ პატარა ტყუილისთვის მაპატიე, ბელა, მაგრამ ვიფიქრე, აჯობებდა, დედაშენი ამ საქმეში არ გაგვერია... – თავაზიანად მითხრა.
"Sorry about that, Bella, but isn't it better that your mother didn't really have to be involved in all this?" His voice was courteous, kind.
568284.
ბინდი | თავი XXII
მხოლოდ მაშინ მივხვდი ყველაფერს – დედაჩემი ისევ ფლორიდაში იყო უსაფრთხოდ.
And suddenly it hit me. My mother was safe. She was still in Florida.
568285.
ბინდი | თავი XXII
ჩემი ხმოვანი შეტყობინება არ მოუსმენია და, საბედნიეროდ, არც მის არანორმალურად მკრთალ სახეზე ბოროტად აელვარებულ შავ-წითელ თვალებს შეუშინებია ოდესმე.
She'd never gotten my message. She'd never been terrified by the dark red eyes in the abnormally pale face before me.
568286.
ბინდი | თავი XXII
– ჰო, ჯობდა, – შვებით ამოვისუნთქე.
"Yes," I answered, my voice saturated with relief.
568287.
ბინდი | თავი XXII
– ჩემზე არ ბრაზობ, რომ გაგაცურე?
"You don't sound angry that I tricked you".
568288.
ბინდი | თავი XXII
– არა, – უშიშრად მივუგე.
"I'm not". My sudden high made me brave.
568289.
ბინდი | თავი XXII
მალე მაინც ყველაფერი დამთავრდებოდა.
It would soon be over.
568290.
ბინდი | თავი XXII
სამაგიეროდ, ჩარლისა და დედაჩემს არაფერს დაუშავებდნენ.
Charlie and Mom would never be harmed, would never have to fear.
568291.
ბინდი | თავი XXII
ლამის თავბრუც კი დამეხვა.
I felt almost giddy.
568292.
ბინდი | თავი XXII
თუმცა, საღი აზრი მკარნახობდა, რომ ზედმეტი აღგზნებისგან შეიძლებოდა ყოველ წამს გონება დამეკარგა.
Some analytical part of my mind warned me that I was dangerously close to snapping from the stress.
568293.
ბინდი | თავი XXII
– რა უცნაურია, მართლაც არ ბრაზობ, – ინტერესით მომაშტერდა თავისი შავი თვალებით.
"How odd. You really mean it". His dark eyes assessed me with interest.
568294.
ბინდი | თავი XXII
გუგები ერთიანად შავი ჰქონდა, მხოლოდ კიდეებზე გადაჰკრავდა მეწამული ფერი.
The irises were nearly black, just a hint of ruby around the edges.
568295.
ბინდი | თავი XXII
– ადამიანების სასახელოდ უნდა ვთქვა, რომ ძალიან საინტერესონი ხართ, ზოგჯერ თქვენი ყურადღებით გამოკვლევაც კი ღირს.
I will give your strange coven this much, you humans can be quite interesting. I guess I can see the draw of observing you.
568296.
ბინდი | თავი XXII
საოცარია, ზოგიერთ თქვენგანში ეგოიზმის ნასახიც კი არ არის.
It's amazing — some of you seem to have no sense of your own self-interest at all.
568297.
ბინდი | თავი XXII
მეძებარს ჩემგან ორიოდ მეტრში გულხელი დაეკრიფა და გაოცებით მაკვირდებოდა.
He was standing a few feet away from me, arms folded, looking at me curiously.
568298.
ბინდი | თავი XXII
სახეზე სანდომიანი ღიმილი ეფინა.
There was no menace in his face or stance.
568299.
ბინდი | თავი XXII
არც მაინცდამაინც სიმპათიური იყო, არც – გამორჩეულად ტანადი.
He was so very average-looking, nothing remarkable about his face or body at all.
568300.
ბინდი | თავი XXII
ვამპირისთვის დამახასიათებელი მკრთალი კანი და ჩამუქებული უპეები ჰქონდა.
Just the white skin, the circled eyes I'd grown so used to.