მოიძებნა 668042 ჩანაწერი
568581.
ბინდი | თავი XXIV
ვერ ხვდებოდა, ასე მკვეთრად რამ შემაცვლევინა აზრი სულ რაღაც რამდენიმე თვეში. მერე ისევ ედუარდს გახედა ეჭვის თვალით.
The idea was inconceivable to her. And then her eyes flickered back toward Edward.
568582.
ბინდი | თავი XXIV
– რატომ? – ხომ გითხარი, სკოლა, ჩარლი... – დაუფიქრებლად ავიჩეჩე მხრები და... – ვაი!
"Why?" "I told you — school, Charlie — ouch!" I'd shrugged.
568583.
ბინდი | თავი XXIV
– ბელა, ძვირფასო, ფორკსს ხომ ვერასდროს იტანდი!
"Bella, honey, you hate Forks," she reminded me.
568584.
ბინდი | თავი XXIV
ის მოიღუშა, ჩემსა და ედუარდს შორის ჩაფიქრებით გააცეცა თვალები და ჩურჩულით მკითხა: – სინამდვილეში ამ ბიჭის გამო რჩები, არა?
She frowned and looked back and forth between Edward and me, this time very deliberately. "Is it this boy?" she whispered.
568585.
ბინდი | თავი XXIV
ჯერ ტყუილის თქმა დავაპირე, მაგრამ დედაჩემის დაჟინებული მზერით მივხვდი, რომ ტყუილს აზრი აღარ ჰქონდა.
I opened my mouth to lie, but her eyes were scrutinizing my face, and I knew she would see through that.
568586.
ბინდი | თავი XXIV
– სხვათა შორის, ამის თაობაზე უნდა გესაუბრო.
"And I want to talk to you about that".
568587.
ბინდი | თავი XXIV
– მგონი, ამ ბიჭს ძალიან უყვარხარ, – ჩუმად მითხრა, თითქოს ეს პირველმა შეამჩნიაო.
"I think that boy is in love with you," she accused, keeping her voice low.
568588.
ბინდი | თავი XXIV
– მეც ეგრე მგონია.
"I think so, too."
568589.
ბინდი | თავი XXIV
– შენც გრძნობ მის მიმართ რამეს? – ცნობისმოყვარეობის დამალვა არც კი უცდია.
"And how do you feel about him?" She only poorly concealed the raging curiosity in her voice.
568590.
ბინდი | თავი XXIV
ამოვიოხრე.
I sighed.
568591.
ბინდი | თავი XXIV
მართალია, ის ჩემი უპირველესი გულის მესაიდუმლე იყო, მაგრამ ამ თემაზე გულახდილად არც მასთან მსურდა საუბარი.
As much as I loved my mom, this was not a conversation I wanted to have with her.
568592.
ბინდი | თავი XXIV
– იცი, სიგიჟემდე მიყვარს!
"I'm pretty crazy about him".
568593.
ბინდი | თავი XXIV
– ზუსტად ცერცეტა თინეიჯერივით წამოვიძახე.
There — that sounded like something a teenager with her first boyfriend might say.
568594.
ბინდი | თავი XXIV
– ჰო, სიმპათიური ბიჭია, ღმერთო, სიმპათიური კი არა, წარმოუდგენლად ლამაზია, მაგრამ ბელა, შენ ჯერ ძალიან პატარა ხარ.
"Well, he seems very nice, and, my goodness, he's incredibly good-looking, but you're so young, Bella".
568595.
ბინდი | თავი XXIV
– ვიცი, დედა. ნუ ღელავ. დროებითი გატაცებაა, – დავამშვიდე.
"I know that, Mom. Don't worry about it. It's just a crush," I soothed her.
568596.
ბინდი | თავი XXIV
– ჰო, მაშინ გასაგებია, – დედაჩემს გაეცინა და ოხვრით გახედა მის ზურგს უკან, კედელზე ჩამოკიდებულ მრგვალ საათს.
"That's right," she agreed, easily pleased. Then she sighed and glanced guiltily over her shoulder at the big, round clock on the wall.
568597.
ბინდი | თავი XXIV
– გეჩქარება?
"Do you need to go?"
568598.
ბინდი | თავი XXIV
– ფილის ზარს ველოდები. არ მეგონა, გონს თუ მოხვიდოდი.
"Phil's supposed to call in a little while. I didn't know you were going to wake up".
568599.
ბინდი | თავი XXIV
– არა უშავს, – გულზე მომეშვა, მაგრამ არ შევიმჩნიე, რომ რენე არ გამენაწყენებინა, – მარტო მაინც არ ვარ.
"No problem, Mom". I tried to tone down the relief so she wouldn't get her feelings hurt. "I won't be alone".
568600.
ბინდი | თავი XXIV
– მალე დავბრუნდები. სანამ გონს მოხვიდოდი, სულ აქ მეძინა, – ამაყად განმიცხადა.
"I'll be back soon. I've been sleeping here, you know," she announced, proud of herself.