მოიძებნა 668042 ჩანაწერი
568741.
ბინდი | თავი XXIV
თავი უარის ნიშნად გავაქნიე, კინაღამ თავბრუ დამეხვა.
I shook my head in disbelief— it made me dizzy.
568742.
ბინდი | თავი XXIV
– სწორედ ამიტომაა ადამიანად ყოფნა მშვენიერი, – მითხრა მან, – ცხოვრება მრავალფეროვანია, შეხედულებები ადვილად იცვლება...
"That's the beautiful thing about being human," he told me. "Things change".
568743.
ბინდი | თავი XXIV
მან მხიარულად ჩაიცინა. ამ დროს პალატაში ხელში შპრიცმომარჯვებული ექთანი შემოვიდა.
He was laughing when the nurse came in, brandishing a syringe.
568744.
ბინდი | თავი XXIV
– უკაცრავად, – უხეშად ჩამოიშორა გზიდან ედუარდი.
"Excuse me," she said brusquely to Edward.
568745.
ბინდი | თავი XXIV
ედუარდი ოთახის მეორე ბოლოში, გულხელდაკრეფილი აეკრა კედელს.
He got up and crossed to the end of the small room, leaning against the wall.
568746.
ბინდი | თავი XXIV
თვალს არ ვაშორებდი, ის კი მშვიდად შემომყურებდა.
I kept my eyes on him, still apprehensive. He met my gaze calmly.
568747.
ბინდი | თავი XXIV
– ესეც ასე, ძვირფასო, – წვეთოვანის მილში შეუშვა წამალი ექთანმა, – მალე თავს უკეთ იგრძნობ.
"Here you go, honey". The nurse smiled as she injected the medicine into my tube. "You'll feel better now".
568748.
ბინდი | თავი XXIV
– გმადლობთ, – უხალისოდ ჩავიბურტყუნე.
"Thanks," I mumbled, unenthusiastic.
568749.
ბინდი | თავი XXIV
სახეზე ცივი თითების შეხება ვიგრძენი.
Something cold and smooth touched my face.
568750.
ბინდი | თავი XXIV
– დარჩი, – ნახევრად მძინარემ ამოვიბურტყუნე.
"Stay". The word was slurred.
568751.
ბინდი | თავი XXIV
– დავრჩები, – სიტყვა მომცა ედუარდმა. მისი ხმა ისე საამურად ჟღერდა, თითქოს იავნანას მიმღერდა.
"I will," he promised. His voice was beautiful, like a lullaby.
568752.
ბინდი | თავი XXIV
– როგორც გითხარი, გვერდიდან არ მოგცილდები, სანამ შენ არ მეტყვი... სანამ შენთვის უკეთესი იქნება.
"Like I said, as long as it makes you happy. as long as it's what's best for you".
568753.
ბინდი | თავი XXIV
უარის ნიშნად თავის გაქნევა ვცადე, მაგრამ ძალა არ მეყო.
I tried to shake my head, but it was too heavy.
568754.
ბინდი | თავი XXIV
– ახლა ამაზე ნუ იდარდებ, ბელა, – გაეცინა, – როცა გაიღვიძებ, კამათი მერე განვაგრძოთ.
He laughed. "Don't worry about that now, Bella. You can argue with me when you wake up".
568755.
ბინდი | თავი XXIV
– კარგი, – მგონი, გავიცინე.
I think I smiled. '"Kay".
568756.
ბინდი | თავი XXIV
– მიყვარხარ, – ყურში ჩამჩურჩულა.
"I love you," he whispered.
568757.
ბინდი | თავი XXIV
– მეც.
"Me, too".
568758.
ბინდი | თავი XXIV
– ვიცი, – ჩუმად გაიცინა.
"I know," he laughed quietly.
568759.
ბინდი | თავი XXIV
მე ნელა გადავაბრუნე თავი... მიხვდა, რასაც ვეძებდი.
I turned my head slightly, searching. He knew what I was after.
568760.
ბინდი | თავი XXIV
მისი ტუჩები ჩემსას შეერწყა.
His lips touched mine gently.