მოიძებნა 668042 ჩანაწერი
569781.
ბიოლოგია | თავი XXXVI
წყლის მოლეკულები ფოთლის უფრო ჰიდრირებული ნაწილებიდან შემდეგ გადადის ამ ნაწილში, რაც ამცირებს დაჭიმულობას.
Water molecules from the more hydrated parts of the leaf are then pulled toward this area, reducing the tension.
569782.
ბიოლოგია | თავი XXXVI
ეს გამწევი ძალები გადადის ქსილემაში, რადგან წყლის თითოეული მოლეკულა გადაბმულია მეორესთან წყალბადური ბმებით.
These pulling forces are transferred to the xylem because each water molecule is cohesively bound to the next by hydrogen bonds.
569783.
ბიოლოგია | თავი XXXVI
ასე რომ, აორთქლების ძალა დამოკიდებულია წყლის ზოგ იმ განსაკუთრებულ თვისებაზე, რომლებიც განვიხილეთ მე-3 თავში: შერწყმა, გადაბმა და ზედაპირული დაჭიმულობა.
Thus, transpirational pull depends on some of the special properties of water that were discussed in Chapter 3: adhesion, cohesion, and surface tension.
569784.
ბიოლოგია | თავი XXXVI
უარყოფითი წნევის როლი შეესაბამება ზემოთ განხილულ წყლის პოტენციალის ტოლობას, რადგან უარყოფითი წნევა (ძაბვა) ამცირებს წყლის პოტენციალს.
The role of negative pressure fits with what you learned earlier about the water potential equation because negative pressure (tension) lowers water potential.
569785.
ბიოლოგია | თავი XXXVI
რადგან წყალი მოძრაობს უფრო მაღალი პოტენციალის არეალიდან უფრო დაბალი პოტენციალის არეალისკენ, მზარდი უარყოფითი წნევა ჰაერისა და წყლის შეხების ზედაპირზე იწვევს ქსილემიდან წყლის გადასვლას მეზოფილურ უჯრედებში, რომლებიც კარგავს წყალს. წყალი გადადის ჰაეროვან ფორებში, საიდანაც ის დიფუზირდება გარეთ ბაგეების ხვრელების გავლით.
Since water moves from where its potential is higher to where it is lower, the increasingly negative pressure at the air-water interface causes xylem cells to lose water to mesophyll cells, which lose water to the airspaces, where it diffuses out through stomata.
569786.
ბიოლოგია | თავი XXXVI
მოკლედ რომ ვთქვათ, ფოთლებში წყლის უარყოფითი პოტენციალია სწორედ „ძალა” ტერმინში „ტრანსპირაციის ძალა”.
In short, the negative water potential of leaves provides the "pull" in transpirational pull.
569787.
ბიოლოგია | თავი XXXVI
გადაბმა და შერწყმა ქსილემის წვენის ზევით მოძრაობაში.
Cohesion and Adhesion in the Ascent of Xylem Sap.
569788.
ბიოლოგია | თავი XXXVI
ქსილემის წვენის ტრანსპირაციის ძალა გადადის ფოთლებიდან ფესვის წვერებამდე და ნიადაგის ხსნარამდეც კი.
The transpirational pull on xylem sap is transmitted all the way from the leaves to the root tips and even into the soil solution.
569789.
ბიოლოგია | თავი XXXVI
გადაბმა და შერწყმა ხელს უწყობს ამ ძალის ასეთ დიდ მანძილზე გადატანას.
Cohesion and adhesion facilitate this longdistance transport.
569790.
ბიოლოგია | თავი XXXVI
წყლის გადაბმა წყალბადის ბმების წყალობით საშუალებას იძლევა, ზევიდან ამოიქაჩოს წვენის სვეტი წყლის მოლეკულების განცალკევების გარეშე.
The cohesion of water due to hydrogen bonding makes it possible to pull a column of sap from above without the water molecules separating.
569791.
ბიოლოგია | თავი XXXVI
წყლის მოლეკულები, რომლებიც ფოთლის ქსილემიდან გამოდის, ცდილობს, მიიზიდოს ახლომდებარე წყლის მოლეკულები, და ეს მიზიდვის ძალა ყოველი მოლეკულით გადადის ქსილემში წყლის მთელი სვეტის ჩაყოლებაზე.
Water molecules exiting the xylem in the leaf tug on adjacent water molecules, and this pull is relayed, molecule by molecule, down the entire column of water in the xylem.
569792.
ბიოლოგია | თავი XXXVI
წყლის მოლეკულების ძლიერი კავშირი (ისევ წყალბადის ბმების მეშვეობით) ქსილემის უჯრედების ჰიდროფილურ კედლებთან ხელს უწყობს გრავიტაციის ძალის ქვევით გადატანას.
The strong adhesion of water molecules (again by hydrogen bonds) to the hydrophilic walls of xylem cells aids in offsetting the downward pull of gravity.
569793.
ბიოლოგია | თავი XXXVI
წვენზე ძალის განხორციელება მის მაღლა ასაქაჩად ქმნის ძაბვას ქსილემაში.
The upward pull on the sap creates tension within the xylem.
569794.
ბიოლოგია | თავი XXXVI
წნევა იწვევს ელასტიკური მილის დაბერვას, მაგრამ ძაბვა მილის კედლებს შიგნით წევს.
Pressure will cause an elastic pipe to swell, but tension will pull the walls of the pipe inward.
569795.
ბიოლოგია | თავი XXXVI
შეგვიძლია გავზომოთ კიდეც ხის დიამეტრის შემცირება თბილ დღეს, როცა ტრანსპირაციის ძალა ქსილემაზე ძაბვას ახორციელებს.
You can actually measure a decrease in the diameter of a tree trunk on a warm day, when transpirational pull puts the xylem under tension.
569796.
ბიოლოგია | თავი XXXVI
სქელი მეორეული კედლები ხელს უშლის ჭურჭლების დაშლას, ისევე, როგორც მავთულის რგოლი ინარჩუნებს ვაკუუმის შლანგის ფორმას.
The thick secondary walls prevent vessels from collapsing, much as wire rings maintain the shape of a vacuum hose.
569797.
ბიოლოგია | თავი XXXVI
ტრანსპირაციის ძალის მიერ წარმოქმნილი ძაბვა ამცირებს წყლის პოტენციალს ფესვის ქსილემაში იმდენად, რომ წყალი პასიურად გამოდის ნიადაგიდან ფესვის ქერქის გავლით და შედის ჭურჭლოვან ცილინდრში.
The tension produced by transpirational pull lowers water potential in the root xylem to such an extent that water flows passively from the soil, across the root cortex, and into the vascular cylinder.
569798.
ბიოლოგია | თავი XXXVI
ტრანსპირაციის ძალა ქვევით ფესვებამდე შეიძლება გავრცელდეს მხოლოდ წყლის მოლეკულების უწყვეტი ჯაჭვის მეშვეობით.
Transpirational pull can extend down to the roots only through an unbroken chain of water molecules.
569799.
ბიოლოგია | თავი XXXVI
კავიტაცია, წყლის ორთქლის ჯიბის ფორმირება ძარღვში, როგორც ხდება, მაგალითად, ქსილემის წვენის გაყინვისას ზამთარში, არღვევს ამ ჯაჭვს.
Cavitation, the formation of a water vapor pocket in a vessel, such as when xylem sap freezes in winter, breaks the chain.
569800.
ბიოლოგია | თავი XXXVI
კავიტაციის შედეგად წარმოქმნილი ჰაერის ბუშტუკები იზრდება და ემბოლიაში გადაიზრდება, რაც ქსილემში წყლის არხების დაბლოკვაა.
The air bubbles resulting from cavitation expand and become embolisms, blockages of the water channels of the xylem.