მოიძებნა 668042 ჩანაწერი
569841.
ბიოლოგია | თავი XXXVI
ცვილისებრი კუტიკულა ზღუდავს წყლის დაკარგვას ფოთლის დარჩენილი ზედაპირიდან.
The waxy cuticle limits water loss through the remaining surface of the leaf.
569842.
ბიოლოგია | თავი XXXVI
ბაგის თითოეული ხვრელი გარშემორტყმულია ორი ჩამკეტი უჯრედით, რომლებიც თირკმლის ფორმისაა ორლებნიანებში და ჰანტელის ფორმის – ბევრ ერთლებნიანში.
Each stoma is flanked by a pair of guard cells, which are kidney-shaped in eudicots and dumbbell-shaped in many monocots.
569843.
ბიოლოგია | თავი XXXVI
ჩამკეტი უჯრედები აკონტროლებს ბაგის ხვრელის დიამეტრს ფორმის შეცვლით. ამით ისინი ორ უჯრედს შორის არსებულ მანძილს ზრდიან ან ამცირებენ.
Guard cells control the diameter of the stoma by changing shape, thereby widening or narrowing the gap between the two cells.
569844.
ბიოლოგია | თავი XXXVI
ფოთლის მიერ დაკარგული წყლის ოდენობა დამოკიდებულია ბაგის ხვრელების რიცხვზე და მათი გახსნის საშუალო ზომაზე.
The amount of water lost by a leaf depends on the number of stomata and the average size of their apertures.
569845.
ბიოლოგია | თავი XXXVI
ფოთლის ბაგეთა სიმჭიდროვე, რომელიც ერთ სმ2-ზე 20.000 შეიძლება იყოს, როგორც გენეტიკურ, ისე გარემოს კონტროლს ექვემდებარება.
The stomatal density of a leaf, which may be as high as 20,000 per square centimeter, is under both genetic and environmental control.
569846.
ბიოლოგია | თავი XXXVI
მაგალითად, ბუნებრივი შერჩევით ევოლუციის შედეგად, უდაბნოს მცენარეებს ბაგეთა ხვრელების ნაკლები სიმჭიდროვე ახასიათებთ, ვიდრე ჭაობის მცენარეებს.
For example, as a result of evolution by natural selection, desert plants have lower stomatal densities than do marsh plants.
569847.
ბიოლოგია | თავი XXXVI
თუმცა ბაგეთა ხვრელების სიმჭიდროვე ასევე ბევრი მცენარის განვითარების კონკრეტული ეტაპის მახასიათებელია.
Stomatal density, however, is also a developmentally plastic feature of many plants.
569848.
ბიოლოგია | თავი XXXVI
სინათლის დიდი ინტენსივობა და ნახშირორჟანგის დაბალი დონე ფოთლის ჩამოყალიბებისას მცენარეთა ბევრ სახეობაში იწვევს ბაგის ხვრელების სიმჭიდროვის გაზრდას.
High light intensities and low carbon dioxide levels during leaf development tend to increase stomatal density in many plant species.
569849.
ბიოლოგია | თავი XXXVI
ფოთლის უძველესი ნამარხების ბაგეთა ხვრელების სიმჭიდროვის გაზომვით, მეცნიერებმა შეძლეს, დაედგინათ ნახშირორჟანგის დონე წინა კლიმატურ პირობებში.
By measuring the stomatal density of leaf fossils, scientists have been able to gain insight into the levels of atmospheric CO2 in past climates.
569850.
ბიოლოგია | თავი XXXVI
ახლახან ჩატარებულმა ბრიტანულმა კვლევამ დაადგინა, რომ ტყის მცენარეთა ბევრი სახეობის ბაგეთა ხვრელების სიმჭიდროვე შემცირდა 1927 წლის შემდეგ, როცა მსგავსი კვლევა ჩატარდა.
A recent British survey found that the stomatal density of many woodland species has decreased since 1927, when a similar survey was made.
569851.
ბიოლოგია | თავი XXXVI
ეს კვლევა ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ ატმოსფერული ნახშირორჟანგის დონე მკვეთრად გაიზარდა მე-20 საუკუნის განმავლობაში საწვავის გაზრდილი წვის შედეგად.
This survey is consistent with the finding that atmospheric CO2 levels increased dramatically during the 20th century as a result of the increased burning of fossil fuels.
569852.
ბიოლოგია | თავი XXXVI
როცა ჩამკეტი უჯრედები იღებს წყალს მეზობელი უჯრედებიდან ოსმოსის მეშვეობით, ისინი უფრო დაბერილი და მოხრილი ხდება.
When guard cells take in water from neighboring cells by osmosis, they become more turgid and bowed.
569853.
ბიოლოგია | თავი XXXVI
ფარულთესლოვანი მცენარეების უმეტეს სახეობებში, ჩამკეტი უჯრედების კედლები არათანაბრად სქელია და ცელულოზის მიკროფიბრილები მიმართულია ისე, რომ ეს იწვევს ჩამკეტი უჯრედების გარეთა მიმართულებით გაზნექას დაბერილ მდგომარეობაში, როგორც ეს სურათში 36.15ა არის აღწერილი.
In most angiosperm species, the cell walls of guard cells are uneven in thickness, and the cellulose microfibrils are oriented in a direction that causes the guard cells to buckle outward when they are turgid, as you can see in Figure 36.15a.
569854.
ბიოლოგია | თავი XXXVI
ეს გაზნექა ჩამკეტ უჯრედებს შორის ფორის ზომის ზრდას იწვევს.
This buckling increases the size of the pore between the guard cells.
569855.
ბიოლოგია | თავი XXXVI
როცა უჯრედები კარგავს წყალს და სუსტდება, ისინი ნაკლებად მოხრილი ხდება და ფორასაც ხურავს.
When the cells lose water and become flaccid, they become less bowed and close the pore.
569856.
ბიოლოგია | თავი XXXVI
ცვლილებები ტურგორულ წნევაში, რომელიც აღებს და ხურავს ბაგეების ხვრელებს, უპირველეს ყოვლისა, ჩამკეტი უჯრედების მიერ კალიუმის იონების შექცევადი მიღების და გაცემის შედეგია.
The changes in turgor pressure that open and close stomata result primarily from the reversible uptake and loss of potassium ions (K) by the guard cells.
569857.
ბიოლოგია | თავი XXXVI
ბაგეთა ხვრელები იღება, როცა ჩამკეტ უჯრედებში აქტიურად მიმდინარეობს კალიუმის იონების აკუმულირება მეზობელი ეპიდერმული უჯრედებიდან.
Stomata open when guard cells actively accumulate K+ from neighboring epidermal cells.
569858.
ბიოლოგია | თავი XXXVI
ბაგეების ხვრელების დახურვა წარმოადგენს (K+)-ის ჩამკეტი უჯრედებიდან მეზობელ უჯრედებში გადასვლის შედეგს, რასაც მივყავართ წყლის ოსმოსურ დაკარგვამდე.
Stomatal closing results from an exit of K+ from guard cells to neighboring cells, which leads to an osmotic loss of water.
569859.
ბიოლოგია | თავი XXXVI
აკვაპორინების რეგულირება ასევე შეიძლება იყოს ჩართული ჩამკეტი უჯრედების დაბერვასა და შეკუმშვაში, მემბრანების წყალგამტარობის ცვლილების გზით.
Regulation of aquaporins may also be involved in the swelling and shrinking of guard cells by varying the permeability of the membranes to water.
569860.
ბიოლოგია | თავი XXXVI
(K+)-ის დინება ჩამკეტი უჯრედის მემბრანის გავლით დაკავშირებულია პროტონული ტუმბოების მიერ მემბრანის პოტენციალთა აკუმულირებასთან.
The K+ fluxes across the guard cell membrane are coupled to the generation of membrane potentials by proton pumps.