მოიძებნა 668042 ჩანაწერი
569821.
ბიოლოგია | თავი XXXVI
დიდი ზედაპირული ფართობი მორფოლოგიური ადაპტაციაა, რაც ზრდის ფოტოსინთეზისთვის საჭირო სინათლის შეწოვას.
The broad surface area is a morphological adaptation that enhances the absorption of light needed to drive photosynthesis.
569822.
ბიოლოგია | თავი XXXVI
ზედაპირული ფართობის მოცულობასთან შეფარდების მაღალი მაჩვენებელი ეხმარება მცენარეს ნახშირორჟანგის მიღებაში ფოტოსინთეზის დროს, ისევე, როგორც ფოტოსინთეზის გვერდითი პროდუქტის სახით გამოყოფილი ჟანგბადის გამოყოფაში.
The high surface area-to-volume ratio aids in the uptake of carbon dioxide during photosynthesis as well as in the release of oxygen produced as a by-product of photosynthesis.
569823.
ბიოლოგია | თავი XXXVI
ბაგეთა ხვრელებში დიფუზიისას, ნახშირორჟანგი შედის პარენქიმის ფორებიანი უჯრედების მიერ შექმნილ ჰაერის ბალიშების ფიჭის მსგავს ერთობლიობაში.
Upon diffusing through the stomata, CO2 enters a honeycomb of air spaces formed by the spongy parenchyma cells.
569824.
ბიოლოგია | თავი XXXVI
ამ უჯრედების არასტანდარტული ფორმის გამო, ფოთლის შიდა ზედაპირის ფართობი შეიძლება 10-30-ჯერ აღემატებოდეს გარე ზედაპირის ფართობს, რომელსაც ვხედავთ, როდესაც ფოთოლს ვუყურებთ.
Because of the irregular shape of these cells, the internal surface area of the leaf may be 10 to 30 times greater than the external surface area we see when we look at the leaf.
569825.
ბიოლოგია | თავი XXXVI
მიუხედავად იმისა, რომ დიდი ზედაპირის ფართობი და შეფარდების მაღალი მაჩვენებელი ზედაპირის ფართობსა და მოცულობას შორის ზრდის ფოტოსინთეზს, ამას მნიშვნელოვანი უარყოფითი მხარეც აქვს -ს აღნიშნული ზრდის ბაგეების ხვრელების მეშვეობით წყლის დაკარგვას.
Although broad surface areas and high surface area-tovolume ratios increase photosynthesis, they also have the serious drawback of increasing water loss by way of the stomata.
569826.
ბიოლოგია | თავი XXXVI
ასე რომ, წყალზე უზარმაზარი მოთხოვნა მცენარეს საშუალებას აძლევს, ფოტოსინთეზის პროცესში საკვები წარმოქმნას.
Thus, a plant's tremendous requirement for water is part of the cost of making food by photosynthesis.
569827.
ბიოლოგია | თავი XXXVI
სტომების გახსნითა და დახურვით, ჩამკეტი უჯრედები აბალანსებს მცენარის მოთხოვნილებას, შეინარჩუნოს წყალი, ფოტოსინთეზზე მის მოთხოვნილებასთან მიმართებაში.
By opening and closing the stomata, guard cells help balance the plant's requirement to conserve water with its requirement for photosynthesis.
569828.
ბიოლოგია | თავი XXXVI
ტრანსპირაციის შედეგი ჭკნობასა და ფოთლის ტემპერატურაზე.
Effects of Transpiration on Wilting and Leaf Temperature.
569829.
ბიოლოგია | თავი XXXVI
ფოთოლმა შეიძლება ააორთქლოს საკუთარ წონაზე მეტი წყალი ერთ დღეში და წყალი შეიძლება მოძრაობდეს ქსილემში 75 სმ/წთ. სიჩქარით, რაც დაახლოებით კედლის საათის პატარა ისრის თავის სიჩქარეს უდრის.
A leaf may transpire more than its weight in water each day, and water may move through the xylem at a rate as fast as 75 cm/min, about the speed of the tip of a second hand sweeping around a wall clock.
569830.
ბიოლოგია | თავი XXXVI
თუ ტრანსპირაციის ძალა ფოთლებამდე საკმარისი რაოდენობით წყალს აქაჩავს, ფოთლები არ დაჭკნება.
If transpiration continues to pull sufficient water upward to the leaves, they will not wilt.
569831.
ბიოლოგია | თავი XXXVI
მაგრამ ტრანსპირაციის სიჩქარე ყველაზე დიდია მზიან, თბილ, მშრალ და ქარიან დღეს, რადგან ეს გარემო ფაქტორები ზრდის აორთქლებას.
But the rate of transpiration is greatest on a day that is sunny, warm, dry, and windy because these environmental factors increase evaporation.
569832.
ბიოლოგია | თავი XXXVI
მართალია, მცენარეებს შეუძლიათ, შეეგუონ ასეთ პირობებს ბაგეთა ხვრელების გახსნის ზომის რეგულირების მეშვეობით, წყლის გარკვეული ოდენობა აორთქლების გზით მაინც იკარგება მაშინაც კი, როცა ბაგეები დახურულია.
Although plants can adjust to such conditions by regulating the size of the stomatal openings, some evaporative water loss does occur even when the stomata are closed.
569833.
ბიოლოგია | თავი XXXVI
თუ გვალვა ხანგრძლივი გამოდგა, ფოთლები იწყებს ჭკნობას, რადგან მათი უჯრედები კარგავს ტურგორულ წნევას.
Under these prolonged drought conditions, the leaves begin to wilt as their cells lose turgor pressure.
569834.
ბიოლოგია | თავი XXXVI
აორთქლების შედეგი ასევე არის გაგრილება, რამაც შეიძლება დასწიოს ფოთლის ტემპერატურა 10-15°C-ით გარემოს ტემპერატურასთან შედარებით.
Transpiration also results in evaporative cooling, which can lower the temperature of a leaf by as much as 10-15°C compared with the surrounding air.
569835.
ბიოლოგია | თავი XXXVI
ეს ხელს უშლის ფოთლის ისეთ ტემპერატურამდე მიღწევას, რომელზეც ფოტოსინთეზსა და სხვა მეტაბოლურ პროცესებში მონაწილე ფერმენტების ბუნებრივი თვისებები შეიძლება შეიცვალოს.
This prevents the leaf from reaching temperatures that could denature various enzymes involved in photosynthesis and other metabolic processes.
569836.
ბიოლოგია | თავი XXXVI
კაქტუსსა და უდაბნოს სხვა სუკულენტებს, რომლებსაც აორთქლების დაბალი სიჩქარე ახასიათებთ, შეუძლიათ ფოთლის მაღალი ტემპერატურის ატანა.
Cacti and other desert succulents, which have low rates of transpiration, can tolerate high leaf temperatures.
569837.
ბიოლოგია | თავი XXXVI
ამ შემთხვევაში, წყლის კარგვა აორთქლების გამო უფრო დიდი საფრთხეა, ვიდრე გადახურება.
In this case, the loss of water due to transpiration is a greater threat than overheating.
569838.
ბიოლოგია | თავი XXXVI
კაქტუსის ბიოქიმიის ევოლუციამ განაპირობა მისი მაღალი ტემპერატურის პირობებში გადარჩენა.
Evolution of the cactus's biochemistry has facilitated survival in high temperatures.
569839.
ბიოლოგია | თავი XXXVI
ბაგის ხვრელები: წყლის დაკარგვის ძირითადი გზა.
Stomata: Major Pathways for Water Loss.
569840.
ბიოლოგია | თავი XXXVI
მცენარის მიერ დაკარგული წყლის დაახლოებით 90% გადის ბაგეების ხვრელების გავლით, მიუხედავად იმისა, რომ ამ ფორებს ფოთლის გარე ზედაპირის მხოლოდ 1-2% უკავია.
About 90% of the water a plant loses escapes through stomata, though these pores account for only 1-2% of the external leaf surface.