მოიძებნა 668042 ჩანაწერი
569861.
ბიოლოგია | თავი XXXVI
ბაგის გახსნა უკავშირდება (H+)-ის აქტიურ ტრანსპორტირებას ჩამკეტი უჯრედებიდან.
Stomatal opening correlates with active transport of H+ out of the guard cell.
569862.
ბიოლოგია | თავი XXXVI
შედეგად მიღებულ ძაბვას (მემბრანის პოტენციალს) შემოაქვს K+ უჯრედში მემბრანის განსაკუთრებული არხებით.
The resulting voltage (membrane potential) drives K+ into the cell through specific membrane channels.
569863.
ბიოლოგია | თავი XXXVI
ზოგადად, ბაგეები იხსნება დღისით და იხურება ღამით.
In general, stomata are open during the day and closed at night.
569864.
ბიოლოგია | თავი XXXVI
ეს ხელს უშლის მცენარის მიერ წყლის დაკარგვას, როცა ფოტოსინთეზისთვის ძალიან ბნელა.
This prevents the plant from losing water when it is too dark for photosynthesis.
569865.
ბიოლოგია | თავი XXXVI
სულ მცირე, სამი სიგნალი თამაშობს როლს ბაგეების გახსნაში გამთენიისას.
At least three cues contribute to stomatal opening at dawn.
569866.
ბიოლოგია | თავი XXXVI
უპირველეს ყოვლისა, თავად სინათლე ახდენს ჩამკეტი უჯრედების სტიმულირებას, რათა მათ გამოყონ K+ და დაიბერონ.
First, light itself stimulates guard cells to accumulate K+ and become turgid.
569867.
ბიოლოგია | თავი XXXVI
ეს საპასუხო ქმედება გამოწვეულია ლურჯი სინათლის რეცეპტორის განათებით ჩამკეტი უჯრედების პლაზმურ მემბრანაში.
This response is triggered by the illumination of a blue-light receptor in the plasma membrane of guard cells.
569868.
ბიოლოგია | თავი XXXVI
მეორე სტიმულატორი, რომელიც ბაგეების გახსნას იწვევს, არის ნახშირორჟანგის მარაგის ამოწურვა ფოთლის ჰაეროვან ბალიშებში, რაც ხდება მეზოფილში ფოტოსინთეზის დაწყებისას.
A second stimulus causing stomata to open is depletion of CO2 within air spaces of the leaf, which occurs when photosynthesis begins in the mesophyll.
569869.
ბიოლოგია | თავი XXXVI
მცენარე ბაგეებს ღამითაც გახსნის, თუ ის მოვათავსეთ ნახშირორჟანგისგან დაცლილ ჭურჭელში.
A plant will actually open its stomata at night if it is placed in a chamber devoid of CO2.
569870.
ბიოლოგია | თავი XXXVI
მესამე სტიმულატორი, რომელიც იწვევს ბაგეების გახსნას, არის შიდა „საათი“ ჩამკეტ უჯრედებში.
A third cue causing stomatal opening is an internal "clock" in the guard cells.
569871.
ბიოლოგია | თავი XXXVI
იმ შემთხვევაშიც კი, თუ მცენარე მთელი დღე იქნება ბნელ კარადაში, ბაგეები გააგრძელებს გახსნისა და დახურვის დღიურ რიტმს.
Even if you keep a plant in a dark closet, stomata will continue their daily rhythm of opening and closing.
569872.
ბიოლოგია | თავი XXXVI
ყველა ევკარიოტულ ორგანიზმს აქვს შიდა საათი, რომელიც ციკლურ პროცესებს არეგულირებს.
All eukaryotic organisms have internal clocks that regulate cyclic processes.
569873.
ბიოლოგია | თავი XXXVI
ციკლები, რომლებსაც დაახლოებით 24-საათიანი ინტერვალი აქვთ, იწოდება ცირკადულ რიტმებად.
Cycles that have intervals of approximately 24 hours are called circadian rhythms.
569874.
ბიოლოგია | თავი XXXVI
ამ რიტმებისა და მათი მარეგულირებელი ბიოლოგიური საათების შესახებ მეტს გაიგებთ 39-ე თავში.
You will learn more about circadian rhythms and the biological clocks that control them in Chapter 39.
569875.
ბიოლოგია | თავი XXXVI
გარემო სტრესმა შეიძლება გამოიწვიოს ბაგეების დახურვა დღის განმავლობაშიც.
Environmental stresses can cause stomata to close during the daytime.
569876.
ბიოლოგია | თავი XXXVI
როცა მცენარე წყლის ნაკლებობას განიცდის, ჩამკეტი უჯრედები კარგავს სიმტკიცეს და სტომებს ხურავს.
When the plant suffers a water deficiency, guard cells may lose turgor and close stomata.
569877.
ბიოლოგია | თავი XXXVI
დამატებით, ჰორმონი, რომელსაც აბსცისის მჟავა ეწოდება და რომელიც ფესვებში გამოიყოფა წყლის დეფიციტის საპასუხოდ, აძლევს ჩამკეტ უჯრედებს სიგნალს, დახურონ ბაგეები.
In addition, a hormone called abscisic acid, which is produced in the roots in response to water deficiency, signals guard cells to close stomata.
569878.
ბიოლოგია | თავი XXXVI
ეს საპასუხო ქმედება ამცირებს შემდეგ ჭკნობას, მაგრამ ამავდროულად ზღუდავს ნახშირორჟანგის მიღებას და, მაშასადამე, ანელებს ფოტოსინთეზს.
This response reduces further wilting but also restricts uptake of CO2 and thereby slows photosynthesis.
569879.
ბიოლოგია | თავი XXXVI
ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რატომ ამცირებს გვალვა მოსავალს.
This is one reason why droughts reduce crop yields.
569880.
ბიოლოგია | თავი XXXVI
ჩამკეტი უჯრედები სხვადასხვაგვარად არეგულირებს ფოტოსინთეზისა და აორთქლების ურთიერთქმედებას სხვადასხვა სიტუაციაში სხვადასხვა შიდა და გარე სტიმულატორის გამოყენებით.
Guard cells arbitrate the photosynthesis-transpiration compromise on a moment-to-moment basis by integrating a variety of internal and external stimuli.