მოიძებნა 668042 ჩანაწერი
570381.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
ორი ლებნისგან შემდგარ ეუდიკოტს ამ ეტაპზე გულის ფორმა აქვს.
A eudicot, with its two cotyledons, is heart-shaped at this stage.
570382.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
მხოლოდ ერთი ლებანი გადაიქცევა მონოკოტებად.
Only one cotyledon develops in monocots.
570383.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
ემბრიონის ღერძის საპირისპირო ბოლოში, სადაც სუსპენზორები ემაგრება, ემბრიონის ფუძის აპექსია, რომელიც ფუძის ზედა მერისტემას მოიცავს.
At the opposite end of the embryo's axis, where the suspensor attaches, is the embryonic root apex, which includes the root apical meristem.
570384.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
თესლის აღმოცენების შემდეგ, ყლორტებისა და ფუძეების ზედა მერისტემები აგრძელებს ზრდას მცენარის მთლიანი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში.
After the seed germinates, the apical meristems at the tips of shoots and roots will sustain primary growth as long as the plant lives.
570385.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
მომწიფებული თესლის სტრუქტურა.
Structure of the Mature Seed.
570386.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
მომწიფების ბოლო ეტაპებზე, თესლი მანამდე განიცდის დეჰიდრატაციას, ვიდრე მასში წყლის შემადგენლობა საკუთარი წონის დაახლოებით 5-15%-მდე არ დავა.
During the last stages of its maturation, the seed dehydrates until its water content is only about 5-15% of its weight.
570387.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
საკვები მარაგით (ლებნები, ენდოსპერმი, ან ორივე ერთად) გარშემორტყმული ემბრიონი მსვენებარე მდგომარეობაში იმყოფება.
The embryo, surrounded by a food supply (cotyledons, endosperm, or both), becomes dormant.
570388.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
იგი წყვეტს ზრდას, ხოლო მისი მეტაბოლიზმი თითქმის მთლიანად წყდება.
It stops growing and its metabolism nearly ceases.
570389.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
ემბრიონი და მისი საკვები მარაგი გარშემორტყმულია მკვრივი, დამცავი თესლის საფარით, რომელსაც თესლკვირტის ინტეგუმენტები ქმნიან.
The embryo and its food supply are enclosed by a hard, protective seed coat formed from the integuments of the ovule.
570390.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
ჩვენ შეგვიძლია ახლოს დავაკვირდეთ ეუდიკოტის თესლის ერთ-ერთ ტიპს, თუ შუაზე გადავხსნით ჩვეულებრივი ბაღის ლობიოს თესლს.
We can take a closer look at one type of eudicot seed by splitting open the seed of a common garden bean.
570391.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
მოცემულ ეტაპზე, ემბრიონი შედგება მოგრძო სტრუქტურისგან – ემბრიონის ღერძი, რომელიც მიმაგრებულია წვნიან ლებნებთან.
At this stage, the embryo consists of an elongate structure, the embryonic axis, attached to fleshy cotyledons.
570392.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
სწორედ იმ ადგილას, სადაც ლებნებია მიმაგრებული, ემბრიონის ღერძს ეწოდება ჰიპოკოტილი (ბერძნული სიტყვისგან hypo - ქვემოთ).
Below the point at which the cotyledons are attached, the embryonic axis is called the hypocotyl (from the Greek hypo, under).
570393.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
ჰიპოკოტილი მთავრდება ჩანასახოვან ფესვში ან ემბრიონულ ფესვში.
The hypocotyl terminates in the radicle, or embryonic root.
570394.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
ემბრიონული ღერძის ნაწილი, რომლის ზემოთაც ლებნებია მოთავსებული, ეპიკოტილს ემაგრება (ბერძნული სიტყვიდან epi-ზე, ზემოდან).
The portion of the embryonic axis above where the cotyledons are attached is the epicotyl (from the Greek epi, on, over).
570395.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
იგი შედგება ყლორტის თავისგან, რომელსაც რამდენიმე მინიატიურული ფოთოლი ასხია.
It consists of the shoot tip with a pair of miniature leaves.
570396.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
ჩვეულებრივ, ვიდრე თესლი აღმოცენდება, ბაღის ლობიოს ლებნები სავსეა სახამებლით, რადგან ისინი ენდოსპერმიდან ნახშირწყლებს იწოვენ.
The cotyledons of the common garden bean are packed with starch before the seed germinates because they absorbed carbohydrates from the endosperm when the seed developed.
570397.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
თუმცა ზოგიერთი ეუდიკოტის თესლი (მათ შორის აბუსალათინი, Ricinus communis), თავიანთ საკვებ მარაგს ენდოსპერმში ინახავენ. მათ ძალიან თხელი ლებნები ახასიათებთ.
However, the seeds of some eudicots, such as castor beans (Ricinus communis), retain their food supply in the endosperm and have cotyledons that are very thin.
570398.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
ლებნები საკვებ ნივთიერებებს ენდოსპერმიდან იღებენ და შემდეგ ემბრიონის დანარჩენ ნაწილებს მიაწოდებენ თესლის აღმოცენების პროცესში.
The cotyledons absorb nutrients from the endosperm and transfer them to the rest of the embryo when the seed germinates.
570399.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
მონოკოტის ემბრიონს ერთი ლებანი აქვს.
The embryo of a monocot has a single cotyledon.
570400.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
ბალახეულთა ოჯახის წარმომადგენლები, მათ შორის სიმინდი და ხორბალი, ლებნის განსაკუთრებულ ტიპს ფლობენ, რომელსაც სკუტელუმი ეწოდება.
Members of the grass family, including maize and wheat, have a specialized type of cotyledon called a scutellum.