მოიძებნა 668042 ჩანაწერი
570421.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
ჰორმონების რთული ურთიერთდამოკიდებულების შედეგად ვიღებთ საკვებ ნაყოფს, რომელიც იზიდავს თესლის გადამტან ცხოველებს.
Complex interactions of hormones result in an edible fruit that serves as an enticement to animals that help spread the seeds.
570422.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
ნაყოფის „რბილობი“ უჯრედის კედლის ფერმენტის მომნელებელი კომპონენტების შედეგად რბილდება.
The fruit's "pulp" becomes softer as a result of enzymes digesting components of the cell walls.
570423.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
ჩვეულებრივ, შეფერილობა მწვანიდან წითელზე, ნარინჯისფერსა თუ ყვითელზე იცვლება.
There is usually a color change from green to another color, such as red, orange, or yellow.
570424.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
ნაყოფი ტკბება ორგანული მჟავეებისა თუ სახამებლის მოლეკულების შაქრად გადაქცევის შედეგად. მწიფე ნაყოფში შაქრის კონცენტრაციამ შეიძლება 20% შეადგინოს.
The fruit becomes sweeter as organic acids or starch molecules are converted to sugar, which may reach a concentration of as much as 20% in a ripe fruit.
570425.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
თესლის აღმოცენება.
Seed Germination.
570426.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
მომწიფების შემდეგ თესლი დეჰიდრატაციას განიცდის და ე.წ. მსვენებარე მდგომარეობის ფაზაში გადაინაცვლებს (ტერმინი მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან და თარგმანში ნიშნავს „ძილს“). ასეთ მდგომარეობაში მეტაბოლიზმის სიჩქარე ძალიან დაბალია და ადგილი აქვს ზრდისა და განვითარების შეჩერებას.
As a seed matures, it dehydrates and enters a phase referred to as dormancy (from the Latin word meaning "to sleep"), a condition of extremely low metabolic rate and suspension of growth and development.
570427.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
მსვენებარე მდგომარეობის ფაზას მცენარეთა სხვადასხვა სახეობის სხვადასხვა დროს წყვეტს.
Conditions required to break dormancy vary between plant species.
570428.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
ზოგიერთი თესლი ხელსაყრელი გარემოს შექმნისთანავე აღმოცენდება.
Some seeds germinate as soon as they are in a suitable environment.
570429.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
თესლის მსვენებარე მდგომარეობა: ადაპტაცია არახელსაყრელ პერიოდში.
Seed Dormancy: Adaptation for Tough Times.
570430.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
თესლის მსვენებარე მდგომარეობის ფაზა იმის საშუალებას იძლევა, რომ მისი აღმოცენება ნერგისთვის ყველაზე უფრო ხელსაყრელ დროსა და ადგილას მოხდება.
Seed dormancy increases the chances that germination will occur at a time and place most advantageous to the seedling.
570431.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
მსვენებარე მდგომარეობის ფაზის დამთავრება ჩვეულებრივ გარკვეული პირობების აუცილებლობას მოითხოვს.
Breaking dormancy generally requires certain environmental conditions.
570432.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
მაგალითად, არა ერთი უდაბნოს მცენარის თესლი აღმოცენდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც უდაბნოში არსებითი რაოდენობის წვიმა მოვა.
Seeds of many desert plants, for instance, germinate only after a substantial rainfall.
570433.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
თუ თესლი მხოლოდ მცირე ოდენობის წვიმის შემდეგ აღმოცენდება, ნიადაგი შესაძლოა იმდენად გამოშრეს, რომ ვერ უზრუნველყოს საჭირო პირობები ნერგისთვის.
If they were to germinate after a mild drizzle, the soil might become too dry to support the seedlings.
570434.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
ადგილებში, რომლებსაც ბუნებრივი ხანძარი ახასიათებთ, ბევრ თესლს ინტენსიური ხარისხის სიცხე ესაჭიროება იმისთვის, რომ მსვენებარე მდგომარეობის ფაზიდან გამოვიდეს; სწორედ ამიტომ, ნერგების ყველაზე დიდი რაოდენობა მას შემდეგ აღმოცენდება, როცა ხანძარი ყველა დანარჩენ კონკურენტულ მცენარეულობას გაანადგურებს.
Where natural fires are common, many seeds require intense heat to break dormancy; seedlings are therefore most abundant after fire has cleared away competing vegetation.
570435.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
ტერიტორიებზე, სადაც მკაცრი ზამთარია, თესლს განვითარებისთვის ცივი ტემპერატურა სჭირდებათ.
Where winters are harsh, seeds may require extended exposure to cold.
570436.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
ზაფხულსა თუ შემოდგომაზე დათესილი თესლი არ აღმოცენდება მომდევნო გაზაფხულამდე. ამრიგად, მათ შემდეგ ზამთრამდე გასაზრდელად საკმაოდ დიდი პერიოდი რჩებათ.
Seeds sown during summer or fall do not germinate until the following spring, ensuring a long growth season before the next winter.
570437.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
ზოგიერთ პატარა თესლს, როგორიცაა სალათის ფურცლების რამდენიმე ნაირსახეობა, აღმოცენებისთვის სინათლე ესაჭიროება. სალათის ფურცლების თესლი მსვენებარე მდგომარეობის ფაზას მხოლოდ იმ შემთხვევაში წყვეტს, თუ მას ისეთ სიღრმეზე დათესავენ, საიდანაც ნერგს ნიადაგის ზედაპირიდან ამოსვლა არ გაუჭირდება.
Some small seeds, such as those of some varieties of lettuce, require light for germination and will break dormancy only if they are buried shallow enough for the seedlings to poke through the soil surface.
570438.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
ზოგიერთ თესლს საფარი ფენა აქვს, რომელიც მხოლოდ ქიმიურად, ცხოველის საჭმლის მომნელებელ ტრაქტში სუსტდება. შედეგად, შესაძლებელია ამ თესლის გარკვეულ მანძილზე გადატანა, ვიდრე ისინი აღმოცენებას დაიწყებენ.
Some seeds have coats that must be weakened by chemical attack as they pass through an animal's digestive tract, and thus are likely to be carried some distance before germinating.
570439.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
მსვენებარე მდგომარეობის ფაზის პერიოდში, თესლის სიცოცხლისუნარიანობის ხანგრძლივობა და აღმოცენების შანსი რამდენიმე დღიდან დეკადამდე ან უფრო მეტ დრომდეც კი მერყეობს; ყოველივე ეს კონკრეტული მცენარის სახეობასა და გარემო პირობებზეა დამოკიდებული.
The length of time a dormant seed remains viable and capable of germinating varies from a few days to decades or even longer, depending on the species and environmental conditions.
570440.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
თესლის უმრავლესობა ერთი ან ორი წელი ელოდება ხელსაყრელ პირობებს და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებს აღმოცენებას.
Most seeds are durable enough to last a year or two until conditions are favorable for germinating.