მოიძებნა 668042 ჩანაწერი
570441.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
ამრიგად, ნიადაგში ჯერ კიდევ აღმოუცენებელი თესლის დიდი მარაგია, რომელიც შესაძლოა მრავალი წლის განმავლობაში გროვდებოდა.
Thus, the soil has a bank of ungerminated seeds that may have accumulated for several years.
570442.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
სწორედ ამ ფაქტორით აიხსნება ის ფაქტი, რომ მცენარეულობა ელვისებური სისწრაფით აღმოცენდება ხოლმე ცეცხლის, გვალვის, წყალდიდობისა თუ სხვა ბუნებრივი კატაკლიზმების შემდეგ.
This is one reason vegetation reappears so rapidly after a fire, drought, flood, or some other environmental disruption.
570443.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
თესლიდან ნერგამდე.
From Seed to Seedling.
570444.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
თესლის აღმოცენება დამოკიდებულია ფიზიკურ პროცესზე სახელწოდებით - შთანთქმა. ამ უკანასკნელში მოიაზრება წყლის შესრუტვა გამომშრალ თესლში წყლის დაბალი პოტენციალის მიზეზით.
Germination of seeds depends on the physical process called imbibition, the uptake of water due to the low water potential of the dry seed.
570445.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
წყლის შთანთქმა იწვევს არა მხოლოდ თესლის გაბერვასა და მისი საფარი ფენის გასკდომას, არამედ ემბრიონში მეტაბოლური ცვლილებების წარმოშობას, რასაც ზრდის პროცესის განახლება ძალუძს.
Imbibing water causes the seed to expand and rupture its coat and also triggers metabolic changes in the embryo that enable it to resume growth.
570446.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
ჰიდრაციის შემდეგ, ფერმენტები იწყებენ ენდოსპერმისა თუ ლებნების მიერ მომარაგებული ნივთიერებების გამოყოფას; შედეგად, საკვები ნივთიერებები ემბრიონის მოზარდ რეგიონებს გადაეცემა.
Following hydration, enzymes begin digesting the storage materials of the endosperm or cotyledons, and the nutrients are transferred to the growing regions of the embryo.
570447.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
პირველი ორგანო, რომელიც თესლის აღმოცენების შემდეგ ვითარდება, ჩანასახის ფესვი, ანუ ემბრიონის ფესვია.
The first organ to emerge from the germinating seed is the radicle, the embryonic root.
570448.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
ამის შემდეგ ნიადაგის ზედაპირიდან ყლორტის ზედა ნაწილის ამოსვლას ველოდებით.
Next, the shoot tip must break through the soil surface.
570449.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
ბაღის ლობიოსა და სხვა ეუდიკოტების შემთხვევაში, ჰიპოკოტილში ერთგვარი კავი ფორმირდება, რომელიც ზრდის პროცესში ზედაპირზე ამოდის.
In garden beans and many other eudicots, a hook forms in the hypocotyl, and growth pushes the hook above ground.
570450.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
სინათლის წყალობით, ჰიპოკოტილი გასწორდება და ლებნებსა და ეპიკოტილს ზემოთ ამოიყვანს.
Stimulated by light, the hypocotyl straightens, raising the cotyledons and epicotyl.
570451.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
ამრიგად, დელიკატური ყლორტის აპექსი და მასიური ლებნები აბრაზიული ნიადაგის გარღვევით ზემოთ ამოიმართებიან.
Thus, the delicate shoot apex and bulky cotyledons are pulled upward rather than being pushed tip-first through the abrasive soil.
570452.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
ამ დროს ეპიკოტილი თავის პირველ ფოთლოვან ფოთლებს (ნამდვილი ფოთლები, ტერმინი გამოიყენება იმ მიზნით, რომ ისინი ლებნებისაგან, ან „თესლის ფოთლებისგან“ განვასხვაოთ“).
The epicotyl now spreads its first foliage leaves (true leaves, so called to distinguish them from cotyledons, or "seed leaves").
570453.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
ფოთლოვანი ფოთლები იზრდებიან, მწვანდებიან და ფოტოსინთეზის საშუალებით საკვების წარმოებას იწყებენ.
The foliage leaves expand, become green, and begin making food by photosynthesis.
570454.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
ლებანი იფიტება და ნერგს სძვრება მას შემდეგ, რაც აღმოცენებადი ემბრიონი მის საკვები მარაგს ცლის.
The cotyledons shrivel and fall away from the seedling, their food reserves having been exhausted by the germinating embryo.
570455.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
სიმინდი და სხვა ბალახები, რომლებიც მონოკოტების კატეგორიაში ერთიანდება, აღმოცენების პერიოდში ნიადაგის ზედაპირზე ამოსასვლელად სხვადასხვა მეთოდს მიმართავენ.
Maize and other grasses, which are monocots, use a different method for breaking ground when they germinate.
570456.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
კოლეოპტილი, საფარი ფენა, რომელიც ემბრიონის ყლორტს იცავს, ნიადაგის ზედაპირისკენ იქაჩება და ამოდის.
The coleoptile, the sheath enclosing and protecting the embryonic shoot, pushes upward through the soil and into the air.
570457.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
ყლორტი გვირაბის ფორმის მქონე კოლეოპტილის მიერ ჩამოყალიბებულ ერთგვარ მილში იზრდება და საბოლოო ჯამში კოლეოპტილის ფარგლებს ტოვებს.
The shoot tip then grows straight up through the tunnel provided by the tubular coleoptile and eventually breaks out through the coleoptile's tip.
570458.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
თესლის აღმოცენება მცენარის სასიცოცხლო ციკლში ერთობ არასაიმედო ეტაპს წარმოადგენს.
Seed germination is a precarious stage in a plant's life.
570459.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
ძლიერი თესლის საფუძველზე სუსტი ნერგი იზრდება, რომელმაც მტაცებლების, პარაზიტების, ქარისა თუ სხვა მოვლენების ზეგავლენას უნდა გაუძლოს.
The tough seed gives rise to a fragile seedling that will be exposed to predators, parasites, wind, and other hazards.
570460.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
ველურ ბუნებაში, ნერგების მხოლოდ მცირე რაოდენობა ცოცხლობს იმდენხანს, რომ თავად გახდეს მშობელი.
In the wild, only a small fraction of seedlings endure long enough to become parents themselves.