მოიძებნა 668042 ჩანაწერი
570461.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
თესლის უამრავი რაოდენობით წარმოება გარკვეულად კომპენსაციას უკეთებს იმ ფაქტს, რომ ნერგთა მხოლოდ მცირე ნაწილი აღწევს განვითარების ბოლო ეტაპს.
Production of enormous numbers of seeds compensates for the odds against individual survival and gives natural selection ample genetic variations to screen.
570462.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
ჩვენს მიერ განხილული რეპროდუქციის ტიპში ყვავილობისა და ნაყოფის გამოღების დროს დიდი რაოდენობის რესურსი გამოიყენება.
However, this is a very expensive means of reproduction in terms of the resources consumed in flowering and fruiting.
570463.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
რაც შეეხება არასქესობრივ გამრავლებას, რომელიც, როგორც წესი, უფრო მარტივი და ნაკლებად სახიფათოა ნერგისთვის – იგი მცენარეთა გამრავლების ალტერნატიული ვარიანტია.
Asexual reproduction, generally simpler and less hazardous for offspring, is an alternative means of plant propagation.
570464.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
ბევრი ყვავილოვანი მცენარე არასქესობრივი გამრავლების გზით მრავლდება.
Many flowering plants clone themselves by asexual reproduction.
570465.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
წარმოიდგენთ, რომ თითი მოიჭერით და მისგან თქვენი მეორე ზუსტი ასლი ვითარდება.
Imagine chopping off your finger and watching it develop into an exact copy of you.
570466.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
სწორედ ეს იქნებოდა არასქესობრივი გამრავლების მაგალითი. ამ მოვლენის დროს, ნაყოფი წარმოიქმნება ერთი მშობლის საშუალებით ყოველგვარი გენეტიკური რეკომბინაციის გარეშე (რომელსაც, რა თქმა უნდა, ადგილი არ აქვს ადამიანების შემთხვევაში).
This would be an example of asexual reproduction, in which offspring are derived from a single parent without genetic recombination (which, of course, does not occur in humans).
570467.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
შედეგად ვიღებთ კლონს, არასქესობრივი რეპროდუქციის გზით მიღებულ პროდუქტს, რომელიც გენეტიკურად იდენტური ორგანიზმია.
The result would be a clone, an asexually produced, genetically identical organism.
570468.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
ბევრი უთესლო მცენარისა და რამდენიმე გიმნოსპერმის მსგავსად, ანგიოსპერმის არა ერთი ჯიში როგორც არასქესობრივი, ისე სქესობრივი გზით მრავლდება.
Like many seedless plants and some gymnosperms, many angiosperm species reproduce both asexually and sexually.
570469.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
არასქესობრივად გამრავლების შემთხვევაში, მცენარე ნაყოფს თავის ყველა გენს გადასცემს; მაშინ, როცა სქესობრივ გამრავლების დროს, ნაყოფი მცენარისგან გენების მხოლოდ ნახევარს მიიღებს.
If reproducing asexually, a plant passes on all of its genes to its offspring. If reproducing sexually, a plant passes on only half of its genes.
570470.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
როცა მცენარეს მდგრად გარემოში ხელსაყრელი პირობები აქვს, არასქესობრივი გამრავლება მომგებიანია.
If a plant is superbly suited to a stable environment, asexual reproduction has advantages.
570471.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
მცენარეს შეუძლია არა ერთი საკუთარი თავის იდენტური კლონი გაამრავლოს და თუ გარემო პირობები უცვლელი დარჩება, ხსენებული კლონებიც ადვილად შეეგუებიან გარემოს.
A plant can clone many copies of itself, and if the environmental conditions remain stable, these clones, too, will be well suited for that environment.
570472.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
ამასთანავე, ამგვარი ნაყოფები უფრო ძლიერია, ვიდრე თესლიან მცენარეებში სქესობრივი რეპროდუქციით მიღებული ნერგები.
Also, the offspring are not as frail as seedlings produced by sexual reproduction in seed plants.
570473.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
ნაყოფები ჩვეულებრივ მშობელი მცენარის ვეგეტაციურ ფრაგმენტებს ითვისებენ, რის გამოც არასქესობრივ რეპროდუქციას სხვაგვარად ვეგეტაციურ გამრავლებასაც ეძახიან.
The offspring are usually mature vegetative fragments from the parent plant, which is why asexual reproduction in plants is also known as vegetative reproduction.
570474.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
ველის (პრერიის) ბალახის მცოცავ კლონებს ისე შეუძლიათ დაფარონ ნიადაგის ზედაპირი, რომ იგივე ან სხვა მცენარის ნერგებს გადარჩენის ნაკლები შანსი აქვთ.
A sprawling clone of prairie grass may cover an area so thoroughly that seedlings of the same or other species have little chance of competing.
570475.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
ნაკლებად ხელსაყრელ პირობებში, სადაც მცენარის გადარჩენასა და რეპროდუქციაზე პათოგენები და სხვა მსგავსი ფაქტორები ზემოქმედებენ, სქესობრივი გამრავლება გაცილებით უფრო მომგებიანია, რადგან იგი ნაყოფებისა და, ზოგადად, სახეობების მრავალფეროვან ვარიანტებს ქმნის.
In unstable environments, where evolving pathogens and other variables affect survival and reproductive success, sexual reproduction can be an advantage because it generates variation in offspring and populations.
570476.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
უნდა აღინიშნოს, რომ არასქესობრივი გზით მიღებული მცენარეების გენოტიპური ერთგვაროვნება ამ მცენარეებს კონკრეტულ გარემოში გადაშენების საშიშროების წინაშე აყენებს იმ შემთხვევაში, თუ ადგილი ექნება გარემო პირობების რადიკალურ ცვლილებებს; მაგალითად, დაავადებათა ახალ ტალღას.
In contrast, the genotypic uniformity of asexually produced plants puts them at great risk of local extinction if there is a catastrophic environmental change, such as a new strain of disease.
570477.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
უფრო მეტიც, თესლი (რომელიც თითქმის ყოველთვის სქესობრივი გზით მიიღება) ხელს უწყობს ნაყოფის გავრცელებას მოშორებით მდებარე ტერიტორიებზე.
Moreover, seeds (which are almost always produced sexually) facilitate the dispersal of offspring to more distant locations.
570478.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
დაბოლოს, თესლის მსვენებარე მდგომარეობის ფაზა მცენარეს ზრდის შეჩერების საშუალებას აძლევს მანამ, ვიდრე მის ირგვლივ ხელსაყრელი გარემო პირობები არ ჩამოყალიბდება.
And finally, seed dormancy allows growth to be suspended until hostile environmental conditions are more favorable.
570479.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
არასქესობრივი გამრავლების მექანიზმები.
Mechanisms of Asexual Reproduction.
570480.
ბიოლოგია | თავი XXXVIII
მცენარეებში არასქესობრივი გამრავლება განუსაზღვრელად ზრდის უნარის კომპონენტია.
Asexual reproduction in plants is typically an extension of the capacity for indeterminate growth.