მოიძებნა 668042 ჩანაწერი
571181.
ბიოლოგია | თავი XXXIX
ვინაიდან მცენარე არის ორგანიზმი, რომელიც მზის ენერგიით სარგებლობს, გასაკვირი არაა, რომ მზის სინათლისკენ გაზრდის მექანიზმები განუვითარდა.
Because plants are solar-powered organisms, it is not surprising that mechanisms for growing toward sunlight have evolved.
571182.
ბიოლოგია | თავი XXXIX
მაგრამ რა გარემო სიგნალზე დაყრდნობით იზრდება ვერტიკალურად თესლის ნედლი ამონაყარი, როცა ის მთლიანად მიწის ქვემოთაა და იქამდე მის საორიენტაციოდ სინათლე ვერ აღწევს?
But what environmental cue does the shoot of a young seedling use to grow upward when it is completely underground and there is no light for it to detect?
571183.
ბიოლოგია | თავი XXXIX
ანალოგიურად, რა გარემო ფაქტორი უბიძგებს ნედლ ფესვს დაბლა გაზრდისკენ?
Similarly, what environmental factor prompts the young root to grow downward?
571184.
ბიოლოგია | თავი XXXIX
ორივე კითხვაზე პასუხია მიზიდულობა.
The answer to both questions is gravity.
571185.
ბიოლოგია | თავი XXXIX
მცენარე გვერდულადაც რომ დარგოთ, მაინც ისე გაიზრდება, რომ ამონაყარი მაღლა წავიდეს, ხოლო ფესვი – დაბლა.
Place a plant on its side, and it adjusts its growth so that the shoot bends upward and the root curves downward.
571186.
ბიოლოგია | თავი XXXIX
გრავიტაციაზე რეაქციისას, ანუ გრავიტროპიზმის დროს ფესვები ავლენენ დადებით გრავიტროპიზმს, ხოლო ამონაყარი ავლენს ნეგატიურ გრავიტროპიზმს.
In their responses to gravity, or gravitropism, roots display positive gravitropism and shoots exhibit negative gravitropism.
571187.
ბიოლოგია | თავი XXXIX
გრავიტროპიზმი თესლის გაღვივებისთანავე ამოქმედდება და უზრუნველყოფს იმას, რომ ფესვი ნიადაგში ჩაიზარდოს, ამონაყარმა კი მზის სინათლეს მიაღწიოს, იმისდა მიუხედავად, რა მდებარეობა აქვს მიწაში ჩაგდებულ თესლს.
Gravitropism functions as soon as a seed germinates, ensuring that the root grows into the soil and the shoot reaches sunlight, regardless of how the seed is oriented when it lands.
571188.
ბიოლოგია | თავი XXXIX
გრავიტროპიზმში მთავარ როლს ასრულებს აუქსინი.
Auxin plays a key role in gravitropism.
571189.
ბიოლოგია | თავი XXXIX
მცენარეები მიზიდულობის ძალას განსაზღვრავენ სტატოლითების – სახამებლის მკვრივი მარცვლების შემცველი სპეციალიზებული პლასტიდების ქვედა ნაწილებში დალექვით.
Plants may detect gravity by the settling of statoliths, specialized plastids containing dense starch grains, to the lower portions of cells.
571190.
ბიოლოგია | თავი XXXIX
ფესვებში სტატოლითები მოთავსებულია ფესვის წვერის გარკვეულ უჯრედებში.
In roots, statoliths are located in certain cells of the root cap.
571191.
ბიოლოგია | თავი XXXIX
ერთ-ერთი ჰიპოთეზის თანახმად, სტატოლითების თავმოყრა ამ უჯრედების ქვედა ნაწილში კალციუმის ხელახლა გადანაწილებას უზრუნველყოფს, რაც, თავის მხრივ, ფესვის შიგნით აუქსინის ლატერალურ ტრანსპორტს იწვევს.
According to one hypothesis, the aggregation of statoliths at the low points of these cells triggers redistribution of calcium, which causes lateral transport of auxin within the root.
571192.
ბიოლოგია | თავი XXXIX
კალციუმი და აუქსინი ფესვის დაგრძელების ზონის ქვედა მხარეს გროვდება.
The calcium and auxin accumulate on the lower side of the root's zone of elongation.
571193.
ბიოლოგია | თავი XXXIX
იმის გამო, რომ ეს ქიმიკატები იხსნება, ისინი არ რეაგირებენ გრავიტაციაზე, თუმცა აქტიურად უნდა გადაადგილდებოდნენ ფესვის ერთ მხარეს.
Because these chemicals are dissolved, they do not respond to gravity but must be actively transported to one side of the root.
571194.
ბიოლოგია | თავი XXXIX
მაღალი კონცენტრაციისას აუქსინი აბრკოლებს უჯრედის დაგრძელებას და ეს ეფექტი ანელებს ზრდას ფესვის ქვედა ნაწილზე.
At high concentration, auxin inhibits cell elongation, an effect that slows growth on the root's lower side.
571195.
ბიოლოგია | თავი XXXIX
ზედა ნაწილზე უჯრედების უფრო სწრაფი დაგრძელება ფესვს აიძულებს, ზრდისას მოიხაროს.
The more rapid elongation of cells on the upper side causes the root to curve as it grows.
571196.
ბიოლოგია | თავი XXXIX
ეს ტროპიზმი გრძელდება მანამ, სანამ ფესვი პირდაპირ მიწაში ჩაიზრდება.
This tropism continues until the root grows straight down.
571197.
ბიოლოგია | თავი XXXIX
მცენარეთა ფიზიოლოგები ახალი ექსპერიმენტების საშუალებით ხვეწენ ფესვის გრავიტროპიზმის შესახებ ე.წ. „სტატოლითის ვარდნის“ ჰიპოთეზას.
Plant physiologists are refining the "falling statolith" hypothesis of root gravitropism as they try new experiments.
571198.
ბიოლოგია | თავი XXXIX
მაგალითად, არაბიდოპსისსა და თამბაქოს მუტანტებს, რომელთაც არ გააჩნიათ სტატოლითები, მაინც აქვთ გრავიტროპიზმის უნარი, თუმცა რეაგირება უფრო ნელია, ვიდრე ველურ მცენარეებში.
For example, mutants of Arabidopsis and tobacco that lack statoliths are still capable of gravitropism, though the response is slower than in wild-type plants.
571199.
ბიოლოგია | თავი XXXIX
მიზეზი შესაძლოა ისაა, რომ ფესვს მიზიდულობის ძალის აღქმაში მთლიანი უჯრედი ეხმარება, მექანიკურად ექაჩება ცილებს, რომლებიც პროტოპლასტს უჯრედის გარსზე ამაგრებს, ცილებს ფესვის უჯრედის „ზედა“ მხარეს ჭიმავს, ხოლო „ქვედა“ მხარეს – კუმშავს.
It could be that the entire cell helps the root sense gravity by mechanically pulling on proteins that tether the protoplast to the cell wall, stretching the proteins on the "up" side and compressing the proteins on the "down" side of the root cells.
571200.
ბიოლოგია | თავი XXXIX
სახამებლის გრანულების გარდა, შეიძლება ამ პროცესში ხშირი ორგანელებიც გარკვეულ როლს თამაშობდნენ, ისინი ამახინჯებენ უჯრედის ჩონჩხს, რადგან მათ მიზიდულობის ძალა ეწევა დაბლა.
Dense organelles, in addition to starch granules, may also contribute by distorting the cytoskeleton as they are pulled by gravity.