მოიძებნა 668042 ჩანაწერი
571221.
ბიოლოგია | თავი XXXIX
ამ მგრძნობიარე მცენარის ქცევის ფუნქციები ვარაუდებს წარმოქმნის.
The function of the sensitive plant's behavior invites speculation.
571222.
ბიოლოგია | თავი XXXIX
იქნებ, ძლიერი ქარებისას ფურცლების ჩახვევით და მათი ზედაპირის ფართობის შემცირებით მცენარე წყლის მარაგს ზოგავს.
Perhaps by folding its leaves and reducing its surface area when jostled by strong winds, the plant conserves water.
571223.
ბიოლოგია | თავი XXXIX
ან იქნებ ფოთლების ჩამოშლის შედეგად ღეროზე ეკლები გაჩნდება და ეს ამ მგრძნობიარე მცენარის სწრაფი პასუხია მცენარიჭამიების დასაფრთხობად.
Or perhaps because the collapse of the leaves exposes thorns on the stem, the rapid response of the sensitive plant discourages herbivores.
571224.
ბიოლოგია | თავი XXXIX
ფოთლის სწრაფი მოძრაობის ღირსშესანიშნავი თვისებაა მთელ მცენარეში სტიმულის ტრანსმისიის რეჟიმი.
A remarkable feature of rapid leaf movements is the mode of transmission of the stimulus through the plant.
571225.
ბიოლოგია | თავი XXXIX
მგრძნობიარე მცენარის ერთ ფოთოლზე შეხებისას, ჯერ ფოთოლი რეაგირებს, შემდეგ უახლოესი ფოთოლი და ასე შემდეგ, სანამ ფურცლის წყვილები ერთად არ ჩაიხვევა.
If one leaflet on a sensitive plant is touched, first that leaflet responds, then the adjacent leaflet responds, and so on, until all the leaflet pairs have folded together.
571226.
ბიოლოგია | თავი XXXIX
სტიმულირების წერტილიდან, სიგნალი, რომელიც იწვევს მცენარის ამ პასუხს, მოგზაურობს დაახლოებით 1 სმ/წმ სიჩქარით.
From the point of stimulation, the signal that produces this response travels at a speed of about 1 cm/sec.
571227.
ბიოლოგია | თავი XXXIX
ელექტროიმპულსი, რომელიც იმავე სიჩქარით მოძრაობს, შეიძლება ფოთოლზე ელექტროდების მიმაგრებით დაფიქსირდეს.
An electrical impulse traveling at the same rate can be detected by attaching electrodes to the leaf.
571228.
ბიოლოგია | თავი XXXIX
ეს იმპულსები, რომლებსაც მოქმედების პოტენციალი ეწოდება, ჰგავს ნერვულ იმპულსებს ცხოველებში, თუმცა მოქმედების პოტენციალი მცენარეებში რამდენიმე ათასჯერ ნელია.
These impulses, called action potentials, resemble nerve impulses in animals, though the action potentials of plants are thousands of times slower.
571229.
ბიოლოგია | თავი XXXIX
წყალმცენარეებისა და მცენარეების მრავალ სახეობაში აღმოჩენილი მოქმედების პოტენციალი შეიძლება, ფართოდ გამოიყენებოდეს შიდა კომუნიკაციისთვის.
Action potentials, which have been discovered in many species of algae and plants, may be widely used as a form of internal communication.
571230.
ბიოლოგია | თავი XXXIX
კიდევ ერთი მაგალითია Venus′ flytrap (Dionaea muscipula), რომელშიც მოქმედების პოტენციალი ხაფანგის სენსორული ბუსუსიდან გადაეცემა უჯრედებს, რომლებიც პასუხობენ ხაფანგის დახურვით.
Another example is the Venus' flytrap (Dionaea muscipula), in which action potentials are transmitted from sensory hairs in the trap to the cells that respond by closing the trap.
571231.
ბიოლოგია | თავი XXXIX
Mimosa pudica-ს შემთხვევაში, უფრო მძლავრი გაღიზიანების, მაგალითად, ფოთოლზე გავარვარებული ნემსით შეხების შედეგად მცენარეზე ყველა ფოთოლი და ფურცელი მოიწყენს, მაგრამ ამ სისტემური პასუხისას ასევე ხდება დაზიანებული უბნიდან ქიმიური სიგნალების გავრცელება ამონაყრის სხვა ნაწილებზე.
In the case of Mimosa pudica, more violent stimuli, such as touching a leaf with a hot needle, causes all the leaves and leaflets on a plant to droop, but this systemic response involves the spread of chemical signals released from the injured area to other parts of the shoot.
571232.
ბიოლოგია | თავი XXXIX
გარემოს სტრესები.
Environmental Stresses.
571233.
ბიოლოგია | თავი XXXIX
გარემოში ზოგჯერ გარკვეული ფაქტორების ძალზე მკვეთრმა ცვალებადობამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს მცენარეთა არსებობაზე, ზრდასა და გამრავლებაზე.
Occasionally, certain factors in the environment change severely enough to have a potentially adverse effect on a plant's survival, growth, and reproduction.
571234.
ბიოლოგია | თავი XXXIX
გარემოს სტრესებს, როგორიცაა წყალდიდობა, გვალვა ან უკიდურესი ტემპერატურა, შეუძლია გამანადგურებელი ეფექტი მოახდინოს სასოფლო-სამეურნეო მოსავალზე.
Environmental stresses, such as flooding, drought, or extreme temperatures, can have a devastating impact on crop yields in agriculture.
571235.
ბიოლოგია | თავი XXXIX
ბუნებრივ ეკოსისტემებში მცენარეები, რომლებიც ვერ ეგუებიან გარემო სტრესს ან დანებდებიან, ან ასპარეზს სხვა მცენარეებს დაუთმობენ და ადგილობრივად გადაშენდებიან.
In natural ecosystems, plants that cannot tolerate environmental stress will either succumb or be outcompeted by other plants, and they will become locally extinct.
571236.
ბიოლოგია | თავი XXXIX
ამრიგად, მცენარეთა გეოგრაფიული არეალის განსაზღვრისას გარემო სტრესებიც ანგარიშგასაწევია.
Thus, environmental stresses are also important in determining the geographic ranges of plants.
571237.
ბიოლოგია | თავი XXXIX
აქ განვიხილავთ ზოგიერთ უფრო გავრცელებულ აბიოტურ (არაცოცხალ) სტრესს, რომლებიც მცენარეებზე მოქმედებენ.
Here, we will consider some of the more common abiotic (nonliving) stresses that plants encounter.
571238.
ბიოლოგია | თავი XXXIX
ამ თავის ბოლო ნაწილში შევამოწმებთ მცენარეების თავდაცვით რეაქციას გავრცელებულ ბიოტურ (ცოცხალ) სტრესებზე, როგორიცაა პათოგენები და მცენარიჭამიები.
In the last section of the chapter, we will examine the defensive responses of plants to common biotic (living) stresses, such as pathogens and herbivores.
571239.
ბიოლოგია | თავი XXXIX
ნათელ, თბილ და მშრალ დღეს მცენარემ შეიძლება სტრესი მიიღოს წყლის ნაკლებობის გამო, რადგანაც ტრანსპირაციის გზით უფრო მეტ წყალს კარგავს, ვიდრე ნიადაგიდან იწოვს და ამიტომ წყლის მარაგის აღდგენას ვერ ახერხებს.
On a bright, warm, dry day, a plant may be stressed by a water deficiency because it is losing water by transpiration faster than the water can be restored by uptake from the soil.
571240.
ბიოლოგია | თავი XXXIX
რამდენიმე კვირით ან თვით გაგრძელებული გვალვა სტრესს აყენებს მოსავალს და ბუნებრივი ეკოსისტემების მცენარეებს.
Prolonged drought can stress crops and the plants of natural ecosystems for weeks or months.