მოიძებნა 668042 ჩანაწერი
573061.
ბიოლოგია | თავი XLIII
მაგალითად, ზოგიერთი ბაქტერიის გარეგანი კაფსული მალავს მათ პოლისაქარიდებს და ხელს უშლის ფაგოციტების მათთან დაკავშირებას.
For example, the outer capsule that surrounds some bacterial cells hides their surface polysaccharides and prevents phagocytes from attaching to them.
573062.
ბიოლოგია | თავი XLIII
სხვა ბაქტერიები, როგორიცაა ტუბერკულოზის გამომწვევი Mycobacterium tuberculosis კარგად უკავშირდება და შთაინთქმება ფაგოციტების მიერ, მაგრამ მდგრადია ლიზოსომებით დაშლის მიმართ.
Other bacteria, such as Mycobacterium tuberculosis, are readily bound and engulfed by phagocytes but are resistant to destruction within lysosomes.
573063.
ბიოლოგია | თავი XLIII
ასეთ მიკრობებს მასპინძელ უჯრედში ზრდა და გამრავლება შეუძლიათ და ამასთანავე, ეფექტურად არიან დამალულნი დაცვის შეძენილი მექანიზმებისგან.
Because such microbes can grow and reproduce within their host's cells, they are effectively hidden from the acquired defenses of the body.
573064.
ბიოლოგია | თავი XLIII
ისეთი მექანიზმების ევოლუცია, რომლებიც იმუნური სისტემით დაშლას უშლიან ხელს, ბევრი მიკრობის პათოგენური მოქმედების საფრთხეს ზრდის.
The evolution of such mechanisms that prevent destruction by the immune system has increased the pathogenic threat of many microbes.
573065.
ბიოლოგია | თავი XLIII
სისხლის თეთრი უჯრედების (ლეიკოციტების) ოთხი ტიპი ფაგოციტურია.
Four types of white blood cells (leukocytes) are phagocytic.
573066.
ბიოლოგია | თავი XLIII
ისინი განსხვავდებიან სიუხვით, სიცოცხლის ხანგრძლივობით და ფაგოციტოზის უნარით.
They differ in their abundance, average life span, and phagocytic ability.
573067.
ბიოლოგია | თავი XLIII
ყველაზე უხვი არის ნეიტროფილები, რომლებიც მთელი თეთრი უჯრედების დაახლოებით 60-70%-ს შეადგენს.
By far the most abundant are neutrophils, which constitute about 60-70% of all white blood cells.
573068.
ბიოლოგია | თავი XLIII
ნეიტროფილები მიიზიდებიან ინფექციური ქსოვილის მიერ, და შთანთქავენ და ანადგურებენ იქ არსებულ მიკრობებს.
Neutrophils are attracted to and then enter infected tissue, engulfing and destroying the microbes there.
573069.
ბიოლოგია | თავი XLIII
ასეა თუ ისე, ნეიტროფილები საკუთარ თავს შლიან ფაგოციტოზის დროს, და მათი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა მხოლოდ რამდენიმე დღეა.
However, neutrophils tend to self-destruct in the process of phagocytosis, and their average life span is only a few days.
573070.
ბიოლოგია | თავი XLIII
კიდევ უფრო ეფექტური ფაგოციტური დაცვა მაკროფაგებით („დიდი შთამნთქმელებით“) ხორციელდება.
An even more effective phagocytic defense comes from macrophages ("big eaters").
573071.
ბიოლოგია | თავი XLIII
ეს, დიდი ზომისა და სიცოცხლის ხანგრძლივობის მქონე უჯრედები ვითარდებიან მონოციტებისგან, რომლებიც ცირკულაციაში მყოფი მთელი თეთრი უჯრედების დაახლოებით 5%-ს შეადგენენ.
These large, long-lived cells develop from monocytes, which constitute about 5% of circulating white blood cells.
573072.
ბიოლოგია | თავი XLIII
ახალი მონოციტები სისხლში მხოლოდ რამდენიმე საათს ცირკულირებენ და შემდეგ იმ ქსოვილებში გადადიან, სადაც ისინი მაკროფაგებად გარდაიქმნებიან.
New monocytes circulate in the blood for only a few hours and then migrate into tissues, where they are transformed into macrophages.
573073.
ბიოლოგია | თავი XLIII
ფაგოციტოზის მიმდინარეობისას ირთვება შიდა გზები, რომლებიც მაკროფაგებს ააქტიურებს და რამდენიმე ხერხით ზრდის მათ დამცავ უნარს.
Carrying out phagocytosis sets off internal signaling pathways that activate the macrophages, increasing their defensive abilities in various ways.
573074.
ბიოლოგია | თავი XLIII
ზოგი მაკროფაგი მიგრირებს სხეულის შიგნით, მაშინ, როდესაც სხვები ამა თუ იმ ორგანოსა თუ ქსოვილში მუდმივად არსებობს.
Some macrophages migrate throughout the body, while others reside permanently in various organs and tissues.
573075.
ბიოლოგია | თავი XLIII
მაკროფაგები, რომლებიც ლორწოში, ლიმფურ კვანძებსა და ლიმფური სისტემის სხვა ქსოვილებში მუდმივად ცოცხლობენ, განსაკუთრებით კარგ პოზიციას იკავებენ იმისთვის, რომ ინფიცირებად აგენტებს ებრძოლონ.
Macrophages that are permanent residents in the spleen, lymph nodes and other tissues of the lymphatic system are particularly well-positioned to combat infectious agents.
573076.
ბიოლოგია | თავი XLIII
ის მიკრობები, რომლებიც ქსოვილში შედიან, მოექცევიან ბადისებრი არქიტექტურის ლორწოში, მაშინ, როდესაც უჯრედშორის სითხეში მყოფი მიკრობები ლიმფაში გადაიტანებიან და იქ ლიმფურ კვანძებში ჩაიჭირებიან.
Microbes that enter the blood become trapped in the netlike architecture of the spleen, whereas microbes in interstitial fluid flow into the lymph and are trapped in lymph nodes.
573077.
ბიოლოგია | თავი XLIII
ერთ ან მეორე ადგილას მიკრობები მალე ეჯახებიან იქ არსებულ მაკროფაგებს.
In either location, microbes soon encounter resident macrophages.
573078.
ბიოლოგია | თავი XLIII
სურათი 43.5 აჩვენებს ლიმფური სისტემის კომპონენტებს და აჯამებს მის როლს სხეულის დაცვით სისტემაში.
Figure 43.5 shows the components of the lymphatic system and summarizes its role in the body's defenses.
573079.
ბიოლოგია | თავი XLIII
ფაგოციტების ორი სხვა ტიპი ნაკლებადაა წარმოდგენილი და ისინი უფრო შეზღუდულ როლს ასრულებენ, ვიდრე ნეიტროფილები და მაკროფაგები.
The other two types of phagocytes are less abundant and play a more limited role in innate defense than neutrophils and macrophages.
573080.
ბიოლოგია | თავი XLIII
ეოზინოფილებს ფაგოციტური აქტივობა ნაკლებად ახასიათებთ, მაგრამ კრიტიკული როლი აკისრიათ მრავალუჯრედიანი პარაზიტული თავდამსხმელებისგან თავდაცვაში, მაგალითად, როგორიც არის Schistosoma mansoni სისხლის ფლუკე.
Eosinophils have low phagocytic activity but are critical to defense against multicellular parasitic invaders, such as the blood fluke Schistosoma mansoni.