მოიძებნა 668043 ჩანაწერი
575121.
ბიოლოგია | თავი XLVII
მეზოდერმის სიგნალის შესაბამისად, ნოტოქორდის გამოყოფა არის კარგი მაგალითი იმ პროცესებისა, რომლებიც ორგანოგენეზის დროს შეიმჩნევა: ერთი ჩანასახოვანი შრე მეორეს აძლევს სიგნალს და ამგვარად წამებში განაპირობებს მის დანიშნულებას.
The signaling by the mesodermally derived notochord to the ectoderm is a good example of a process seen often during organogenesis: one germ layer signaling another to determine the fate of the second.
575122.
ბიოლოგია | თავი XLVII
ხერხემლიანთა ემბრიონების განსაკუთრებულობა ის არის, რომ უჯრედების ნაკრები, რომელსაც ნერვული ჯვარედინი ეწოდება, ვითარდება იმ საზღვრის გასწვრივ, საიდანაც ნერვული მილი გამოიზნიქება ექტოდერმისგან.
Unique to vertebrate embryos, a band of cells called the neural crest develops along the border where the neural tube pinches off from the ectoderm.
575123.
ბიოლოგია | თავი XLVII
ნერვული ჯვარედინის უჯრედები შემდგომში მიგრირებენ ემბრიონის სხვადასხვა ნაწილში და ქმნიან პერიფერიულ ნერვებს, კბილებს, თავის ქალას ძვლებს და მრავალი უჯრედის სხვადასხვა ტიპს, რის გამოც ზოგიერთი ემბრიოლოგი ნერვულ ჯვარედინს „მეოთხე ჩანასახოვან შრედ” მიიჩნევს.
Cells of the neural crest subsequently migrate to various parts of the embryo, forming peripheral nerves, teeth, skull bones, and so many other different cell types that some have proposed considering neural crest cells as a "fourth germ layer."
575124.
ბიოლოგია | თავი XLVII
სხვა შესქელება წარმოიქმნება მეზოდერმის ზოლში ნოტოქორდის ლატერალურად და განცალკევებული უჯრედების ბლოკებად იყოფა, რომლებსაც სომიტები ეწოდება.
Other condensations occur in strips of mesoderm lateral to the notochord, which separate into blocks called somites.
575125.
ბიოლოგია | თავი XLVII
სომიტები სერიულად ლაგდება ნოტოქორდის სიგრძივ ორივე მხარეს.
The somites are arranged serially on both sides along the length of the notochord.
575126.
ბიოლოგია | თავი XLVII
სომიტების ნაწილები დისოცირდება ინდივიდუალურ მეზენქიმურ (ცთომილ) უჯრედებად, რომლებიც ახალი ლოკალიზაციის მიმართულებით მიგრირებენ.
Parts of the somites dissociate into individual mesenchymal (wandering) cells, which migrate to new locations.
575127.
ბიოლოგია | თავი XLVII
ნოტოქორდი ფუნქციონირებს როგორც ღერო, რომლის გარშემო თავს იყრის მეზოდერმული უჯრედები, რომელთაგანაც ხერხემალი წარმოიქმნება.
The notochord functions as a core around which these mesodermal cells gather and form the vertebrae.
575128.
ბიოლოგია | თავი XLVII
მალებს შორის ნოტოქორდის ნაწილები ზრდასრული ორგანიზმის მალების დისკებს შეესაბამება (ეს ის დისკებია, რომელთა ადგილის შენაცვლება ზურგის ტკივილს იწვევს).
Parts of the notochord between the vertebrae persist as the inner portions of the vertebral disks in adults (These are the disks that can "slip," causing back pain.)
575129.
ბიოლოგია | თავი XLVII
სომიტების უჯრედები კუნთებსაც აძლევენ დასაბამს, რომლებიც ჩონჩხის ღერძებს უკავშირდება.
Somite cells also form the muscles associated with the axial skeleton.
575130.
ბიოლოგია | თავი XLVII
ღერძული ჩონჩხის და კუნთების სერიული წარმოქმნა მიუთითებს იმაზე, რომ ქორდიანებს აგებულების სეგმენტური საფუძველი აქვს; ეს სეგმენტაცია ნაკლებადაა გამოხატული განვითარების მომდევნო ეტაპებზე.
This serial origin of the axial skeleton and muscles reinforces the idea that chordates are basically segmented animals, although the segmentation becomes less obvious later in development.
575131.
ბიოლოგია | თავი XLVII
სომიტების ლატერალურად მეზოდერმა იშლება ორ შრედ და იქმნება სხეულის ღრუ ანუ ცელომი.
Lateral to the somites, the mesoderm splits into two layers that form the lining of the body cavity, or coelom.
575132.
ბიოლოგია | თავი XLVII
ორგანოგენეზის პროგრესის შესაბამისად, მორფოგენეზი და უჯრედების დიფერენციაცია გრძელდება ორგანოთა სრულ ჩამოყალიბებამდე, რაც ემბრიონის სამი შრიდან ვითარდება.
As organogenesis progresses, morphogenesis and cell differentiation continue to refine the organs that arise from the three embryonic germ layers.
575133.
ბიოლოგია | თავი XLVII
ემბრიონული განვითარება ბაყაყებში ლარვულ სტადიას შეიცავს. ჟელატინური გარსიდან გამოსული თავკომბალა, იცავს კვერცხს და ემბრიონის განვითარებას საწყისშივე უწყობს ხელს.
Embryonic development of the frog leads to a larval stage, the tadpole, which hatches from the jelly coat that originally protected the egg and developing embryo.
575134.
ბიოლოგია | თავი XLVII
მოგვიანებით, მეტამორფოზით წყლის ბინადარი, ბალახისმჭამელი თავკომბალა ხმელეთზე ბინადრობასაც ეგუება.
Later, metamorphosis will transform the frog from the aquatic, herbivorous tadpole to the terrestrial, carnivorous adult.
575135.
ბიოლოგია | თავი XLVII
ორგანოგენეზი ქათმებში ბაყაყების მსგავსად მიმდინარეობს.
Organogenesis in the chick is quite similar to that in the frog.
575136.
ბიოლოგია | თავი XLVII
მას შემდეგ, რაც ჩანასახის სამივე შრე წარმოიქმნება, ბლასტოდერმის კიდეები ქვემოთ მიემართება, ერთმანეთს უერთდება და ათავსებს ემბრიონს სამშრიან მილში, რომელიც სხეულს შუა ნაწილს ყვითრთან ქვემოდან აკავშირებს.
After the three germ layers are formed, the borders of the blastoderm fold downward and come together, pinching the embryo into a three-layered tube joined underneath the middle of the body to the yolk.
575137.
ბიოლოგია | თავი XLVII
ნერვული ტრანსფორმაცია, ნოტოქორდისა და სომიტების განვითარება, ორგანოგენეზის სხვა მოვლენები ძალიან ემსგავსება ბაყაყის ემბრიონში მიმდინარე პროცესებს.
Neural tube formation, development of the notochord and somites, and other events in organogenesis occur much as in the frog embryo.
575138.
ბიოლოგია | თავი XLVII
ძირითადი ორგანოების რუდიმენტები ისეთივეა წიწილის 2-3 დღის ემბრიონში.
The rudiments of the major organs are evident in a 2-to 3-day-old chick embryo.
575139.
ბიოლოგია | თავი XLVII
სურ.47.16.-ზე წარმოდგენილია ბაყაყების, წიწილების და სხვა ხერხემლიანების ორგანოთა და ქსოვილთა ემბრიონული საწყისი სურათი.
Figure 47.16 lists the embryonic sources of the major organs and tissues in frogs, chicks, and other vertebrates.
575140.
ბიოლოგია | თავი XLVII
ამ სურათის განხილვისა ორგანოთა და ქსოვილთა ემბრიონული განვითარების მსგავსებას დაინახავთ.
Review this figure to become familiar with the embryonic origin of the various body structures.