მოიძებნა 668043 ჩანაწერი
575661.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ცერებროსპინალური სითხე ნელა ცირკულირებს ცენტრალურ არხში და პარკუჭებში და შემდეგ ჩაედინება ვენებში, ამარაგებს თავის ტვინის სხვადასხვა ნაწილს საკვებითა და ჰორმონებით და გამოდევნის ცხოველქმედების პროდუქტებს.
The cerebrospinal fluid circulates slowly through the central canal and ventricles and then drains into the veins, assisting in the supply of nutrients and hormones to different parts of the brain and in the removal of wastes.
575662.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ძუძუმწოვრებში ცერებროსპინალური სითხე ცირკულირებს რა თავისა და ზურგის ტვინის გარსებს შორის (შემაერთებელი ქსოვილის შრეები, რომლებიც გარს ერტყმიან ცნს-ს), ასევე ასრულებს ამორტიზატორის ფუნქციას.
In mammals, the cerebrospinal fluid also cushions the brain and spinal cord by circulating between two of the meninges, layers of connective tissue that surround the CNS.
575663.
ბიოლოგია | თავი XLVIII
აქსონები ცნს-ში ხშირად გვხვდება კარგად განსაზღვრული კონების ან ტრაქტების სახით, რომელთა მიელინის გარსი ანიჭებს მათ მოთეთრო შეფერილობას.
Axons within the CNS are often found in well-defined bundles, or tracts, whose myelin sheaths give them a whitish appearance.
575664.
ბიოლოგია | თავი XLVIII
თავისა და ზურგის ტვინის განივჭრილში თეთრი ნივთიერება ნათლად გამოირჩევა რუხი ნივთიერებისგან, რომელიც შედგება ძირითადად დენდრიტებისგან, უმიელინო აქსონებისა და ნეირონული უჯრედების სხეულებისგან.
In cross sections of the brain and spinal cord, this white matter is clearly distinguishable from gray matter, which consists mainly of dendrites, unmyelinated axons, and neuron cell bodies.
575665.
ბიოლოგია | თავი XLVIII
პერიფერიული ნერვული სისტემა.
The Peripheral Nervous System.
575666.
ბიოლოგია | თავი XLVIII
პნს ატარებს ინფორმაციას ცნს-კენ და ინფორმაციას ცნს-დან იღებს და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ხერხემლიანების მოძრაობასა და შინაგანი გარემოს რეგულაციაში.
The PNS transmits information to and from the CNS and plays a large role in regulating a vertebrate's movement and internal environment.
575667.
ბიოლოგია | თავი XLVIII
სტრუქტურულად, ხერხემლიანების პნს შედგება ქალა-ტვინის და ზურგის ტვინის ნერვების მარჯვენა და მარცხენა წყვილებისაგან და მათთან დაკავშირებული განგლიებისგან.
Structurally, the vertebrate PNS consists of leftright pairs of cranial and spinal nerves and their associated ganglia.
575668.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ქალა-ტვინის ნერვები გამოდის თავის ტვინიდან და ბოლოვდება ძირითადად თავის ორგანოებსა და სხეულის ზედა ნაწილებში.
The cranial nerves originate in the brain and terminate mostly in organs of the head and upper body.
575669.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ზურგის ტვინის ნერვები იწყება ზურგის ტვინში და მიემართება თავის ქვემოთ მდებარე სხეულის ნაწილებში.
The spinal nerves originate in the spinal cord and extend to parts of the body below the head.
575670.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ძუძუმწოვრებს აქვთ 12 წყვილი ქალა-ტვინის და 31 წყვილი ზურგის ტვინის ნერვი.
Mammals have 12 pairs of cranial nerves and 31 pairs of spinal nerves.
575671.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ქალატვინის ნერვების უმეტესობა და ზურგის ტვინის ყველა ნერვი შეიცავს, როგორც სენსორული, ასევე მოტორული ნეირონების აქსონებს; ქალა-ტვინის რამდენიმე ნერვი (მაგალითად, საყნოსავი და მხედველობის ნერვები) მხოლოდ სენსორულია.
Most of the cranial nerves and all of the spinal nerves contain axons of both sensory and motor neurons; a few of the cranial nerves (the olfactory and optic nerves, for example) are sensory only.
575672.
ბიოლოგია | თავი XLVIII
პნს შეიძლება დაიყოს ორ ფუნქციურ განყოფილებად: სომატურ ნერვულ სისტემად და ავტონომიურ ნერვულ სისტემად.
The PNS can be divided into two functional components: the somatic nervous system and the autonomic nervous system.
575673.
ბიოლოგია | თავი XLVIII
სომატური ნერვული სისტემა ატარებს სიგნალებს ჩონჩხის კუნთებისკენ და პირიქით, ძირითადად გარეგან სტიმულზე საპასუხოდ.
The somatic nervous system carries signals to and from skeletal muscles, mainly in response to external stimuli.
575674.
ბიოლოგია | თავი XLVIII
მას ხშირად განიხილავენ, როგორც ნებითს, რადგან ექვემდებარება ცნობიერების კონტროლს, მაგრამ ჩონჩხის კუნთის აქტიურობა სინამდვილეში კონტროლირდება რეფლექსებით, რომლებიც განპირობებულია ზურგის ტვინის ან თავის ტვინის ნაწილით, რომელსაც ტვინის ღეროს უწოდებენ.
It is often considered voluntary because it is subject to conscious control, but much for any fungal skeletal muscle activity is actually controlled by reflexes mediated by the spinal cord or a part of the brain called the brainstem.
575675.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ავტონომიური ნერვული სისტემა არეგულირებს შინაგან გარემოს გლუვი და გულის კუნთების, აგრეთვე საჭმლის მომნელებელი, კარდიოვასკულარული, ექსკრეტორული და ენდოკრინული სისტემის ორგანოების კონტროლის საშუალებით.
The autonomic nervous system regulates the internal environment by controlling smooth and cardiac muscles and the organs of the digestive, cardiovascular, excretory, and endocrine systems.
575676.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ეს კონტროლი ჩვეულებრივ უნებლიეა.
This control is generally involuntary.
575677.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ავტონომიური ნერვული სისტემა სამი განყოფილებისგან შედგება - სიმპათიკური, პარასიმპათიკური და ენტერული.
Three divisions-sympathetic, parasympathetic, and enteric-together make up the autonomic nervous system.
575678.
ბიოლოგია | თავი XLVIII
48.22-ე სურათზე შედარებულია სიმპათიკური და პარასიმპათიკური განყოფილებების ორგანიზაცია და მოქმედება.
Figure 48.22 compares the organization and actions of the sympathetic and parasympathetic divisions.
575679.
ბიოლოგია | თავი XLVIII
სიმპათიკური ნაწილის აქტივაცია შეესაბამება გამოღვიძებას და ენერგიის გენერაციას (თავდასხმა-თავდაცვის პასუხში).
Activation of the sympathetic division corresponds to arousal and energy generation (the "fight-or-flight" response).
575680.
ბიოლოგია | თავი XLVIII
პარასიმპათიკური ნაწილის აქტივაცია ჩვეულებრივ საპირისპირო პასუხებს იწვევს, რომლებიც განაპირობებენ დაწყნარებას და თვით-შენარჩუნების ფუნქციების („მოსვენებისა და მონელების”) აღდგენას.
Activation of the parasympathetic division generally causes opposite responses that promote calming and a return to self-maintenance functions ("rest and digest").