მოიძებნა 668043 ჩანაწერი
575721.
ბიოლოგია | თავი XLVIII
გამოღვიძება გარე სამყაროს შეცნობის მდგომარეობაა.
Arousal is a state of awareness of the external world.
575722.
ბიოლოგია | თავი XLVIII
მისი საწინააღმდეგოა ძილის მდგომარეობა, როდესაც ინდივიდი აგრძელებს გარეგანი სტიმულების მიღებას, მაგრამ ვერ აცნობიერებს მათ.
The counterpart of arousal is sleep, when an individual continues to receive external stimuli but is not conscious of them.
575723.
ბიოლოგია | თავი XLVIII
გამოღვიძება და ძილი თავის ტვინის ღეროში და ქერქში რამდენიმე ცენტრით კონტროლდება.
Arousal and sleep are controlled by several centers in the brainstem and cerebrum.
575724.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ნეირონების დიფუზურ ბადეს, რომელიც უჯრედის სხეულების 90-ზე მეტ ცალკეულ ჯგუფს (კლასტერს) შეიცავს და მოთავსებულია ტვინის ღეროს შუაგულში, ეწოდება ბადებრივი ფორმაცია.
A diffuse network of neurons called the reticular formation, containing over 90 separate clusters of cell bodies, is present in the core of the brainstem.
575725.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ბადებრივი ფორმაციის ნაწილი - გამააქტიურებელი ბადებრივი ფორმაცია (RAS), ძილსა და ღვიძილს არეგულირებს.
A part of the reticular formation, the reticular activating system (RAS), regulates sleep and arousal.
575726.
ბიოლოგია | თავი XLVIII
RAS მოქმედებს როგორც სენსორული ფილტრი და არჩევს ინფორმაციას, რომელიც აღწევს დიდი ტვინის ქერქს, რაც უფრო მეტ ინფორმაციას იღებს ქერქი, მით უფრო დაყურადებული და გაცნობიერებული ხდება სუბიექტი.
Acting as a sensory filter, the RAS selects, which information reaches the cerebral cortex, and the more information the cortex receives, the more alert and aware a person is.
575727.
ბიოლოგია | თავი XLVIII
მაგრამ გამოღვიძება მხოლოდ გენერალიზებული ფენომენი არ არის, სანამ ტვინი აქტიურად ამუშავებს ერთ ჩართვას, ზოგიერთი სხვა სტიმული შეიძლება იგნორირებული იყოს.
But arousal is not just a generalized phenomenon; certain stimuli can be ignored while the brain is actively processing other input.
575728.
ბიოლოგია | თავი XLVIII
გარდა ამისა, ძილი და ღვიძილი რეგულირდება ტვინის ღეროს სპეციფიკური ნაწილებით: ხიდი და მოგრძო ტვინი შეიცავს ცენტრებს, რომელთა გაღიზიანება იწვევს ძილს, ხოლო შუა ტვინში არის ცენტრი, რომლის სტიმულირება იწვევს გამოღვიძებას.
Also, sleep and wakefulness are regulated by specific parts of the brainstem: The pons and medulla contain centers that cause sleep when stimulated, and the midbrain has a center that causes arousal.
575729.
ბიოლოგია | თავი XLVIII
სეროტონინი შეიძლება ძილის გამომწვევი ცენტრების ნეიროტრანსმიტერი იყოს.
Serotonin may be the neurotransmitter of the sleep-producing centers.
575730.
ბიოლოგია | თავი XLVIII
რძის დალევამ დაძინებამდე შეიძლება ძილი გამოიწვიოს, ვინაიდან რძე შეიცავს დიდი რაოდენობით ტრიფტოფანს - ამინომჟავას, საიდანაც სეროტონინი სინთეზდება.
Drinking milk before bedtime may induce sleep because milk contains large amounts of tryptophan, the amino acid from which serotonin is synthesized.
575731.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ყველა ფრინველსა და ძუძუმწოვარს მათთვის დამახასიათებელი ძილ-ღვიძილის ციკლები აქვს, მელატონინი, გირჩისებრი ჯირკვლის მიერ გამოყოფილი ჰორმონი, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამ ციკლებში.
All birds and mammals show characteristic sleep/wake cycles, and melatonin, a hormone produced by the pineal gland, also appears to play an important role in these cycles.
575732.
ბიოლოგია | თავი XLVIII
როგორც ახსნილი იყო 45-ე თავში, მელატონინის სეკრეციის პიკი ღამე დგება.
As explained in Chapter 45, peak melatonin secretion occurs at night.
575733.
ბიოლოგია | თავი XLVIII
მელატონინი იყო შემოთავაზებული, როგორც დიეტური დამატება ძილის ისეთი დარღვევების სამკურნალოდ, რომლებიც დაკავშირებულია რეაქტიულობის დაყოვნებასთან, ინსომნიასთან, სეზონურ ემოციურ აშლილობებთან და დეპრესიასთან.
Melatonin has been promoted as a dietary supplement to treat sleep disturbances, such as those associated with jet lag, insomnia, seasonal affective disorder, and depression.
575734.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ძილის ფუნქციის გაგება კვლევის დაუძლეველ ობიექტად რჩება.
Understanding the function of sleep remains a compelling research topic.
575735.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ერთ-ერთი ვარაუდია, რომ ძილი დასწავლისა და მეხსიერების კონსოლიდაციაში არის ჩართული და ექსპერიმენტები გვიჩვენებს, რომ თავის ტვინის ზონები, რომლებიც გააქტიურებულია ამოცანის დასწავლის დროს, შეიძლება ძილის დროს კვლავ გააქტიურდეს.
One hypothesis is that sleep is involved in the consolidation of learning and memory, and experiments show that regions of the brain activated during a learning task can become active again during sleep.
575736.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ნათხემი. ნათხემი უკანა ტვინის დორსალური ნაწილიდან ვითარდება.
The Cerebellum. The cerebellum develops from part of the metencephalon.
575737.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ის მოძრაობის, აღქმის და კოგნიტიური ფუნქციების კოორდინაციისთვის და შეცდომების შემოწმებისთვის არის მნიშვნელოვანი.
It is important for coordination and error checking during motor, perceptual, and cognitive functions.
575738.
ბიოლოგია | თავი XLVIII
კოგნიტიური ფუნქციები მოიცავენ დასწავლას, გადაწყვეტილების მიღებას, გაცნობიერებასა და გარემოს სენსორული შეცნობის ინტეგრირებას.
Cognitive functions include learning, decision making, consciousness, and an integrated sensory awareness of the surroundings.
575739.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ნათხემი სავარაუდოდ ჩართულია დასწავლისა და მოძრაობითი ჩვევების დამახსოვრებაში, მაგალითად ველოსიპედით სიარულის დასწავლა მისი ერთ-ერთი მთავარი ქვედანაყოფის დაზიანებით შეიძლება დაიბლოკოს.
The cerebellum is likely involved in learning and remembering motor skills, such as those involved in riding a bicycle, because such learning can be blocked by damage to one of its major subdivisions.
575740.
ბიოლოგია | თავი XLVIII
შუამდებარე ტვინი.
The Diencephalon.