მოიძებნა 668043 ჩანაწერი
575701.
ბიოლოგია | თავი XLVIII
თავის ტვინის ღერო. ხერხემლიანებში თავის ტვინის ღერო ევოლუციურად ერთ-ერთი უძველესი ნაწილია.
The Brainstem. The brainstem is one of the evolutionarily older parts of the vertebrate brain.
575702.
ბიოლოგია | თავი XLVIII
მას ზოგჯერ „უმდაბლეს ტვინს” უწოდებენ, ის წარმოადგენს მილაკს ჩაჩისმაგვარი გაფართოებით ზურგის ტვინის წინა დაბოლოებაში.
Sometimes called the "lower brain," it consists of a stalk with caplike swellings at the anterior end of the spinal cord.
575703.
ბიოლოგია | თავი XLVIII
თავის ტვინის ღეროს სამი უბანი – მოგრძო ტვინი, ხიდი და შუა ტვინი – მონაწილეობს ჰომეოსტაზის რეგულაციაში, მოძრაობის კოორდინაციაში და ტვინის უფრო მაღალი ცენტრებისკენ ინფორმაციის გატარებაში.
The three parts of the brainstem-the medulla oblongata, the pons, and the midbrain-function in homeostasis, coordination of movement, and conduction of information to higher brain centers.
575704.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ტვინის ღეროს რამდენიმე ცენტრი შეიცავს ნეირონთა სხეულებს, რომლებიც აქსონებს თავის ტვინის ქერქის მრავალ ზონაში და ნათხემში აგზავნიან, ისინი გამოყოფენ ისეთ ნეიროტრანსმიტერებს, როგორიცაა ნორეპინეფრინი, დოფამინი, სეროტონინი და აცეტილქოლინი.
Several centers in the brainstem contain neuron cell bodies that send axons to many areas of the cerebral cortex and cerebellum, releasing neurotransmitters such as norepinephrine, dopamine, serotonin, and acetylcholine.
575705.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ამ გზებით მოსული სიგნალები ცვლილებებს იწვევენ დაყურადებაში, დაძაბულობაში, მადასა და მოტივაციაში.
Signals in these pathways cause changes in attention, alertness, appetite, and motivation.
575706.
ბიოლოგია | თავი XLVIII
მოგრძო ტვინი, შეიცავს ცენტრებს, რომლებიც აკონტროლებენ რამდენიმე ვისცერალურ (ავტომატურ, ჰომეოსტაზურ) ფუნქციას – სუნთქვის, გულ-სისხლძარღვთა მოქმედების, ყლაპვის, ღებინებისა და მონელების ჩათვლით.
The medulla oblongata contains centers that control several visceral (automatic, homeostatic) functions, including breathing, heart and blood vessel activity, swallowing, vomiting, and digestion.
575707.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ზოგიერთ ამ მოქმედებაში ხიდიც მონაწილეობს.
The pons also participate in some of these activities.
575708.
ბიოლოგია | თავი XLVIII
მაგალითად, ის არეგულირებს სუნთქვის ცენტრებს მოგრძო ტვინში.
For example, it regulates the breathing centers in the medulla.
575709.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ყველა აქსონი, რომელსაც მიაქვს სენსორული ინფორმაცია თავის ტვინის უფრო მაღალ ზონებთან და გამოაქვს იქიდან მოტორული ინსტრუქციები ტვინის ღეროს გავლით, ასრულებს მოგრძო ტვინისა და ხიდის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფუნქციას - ინფორმაციის გადაცემას.
All axons carrying sensory information to and motor instructions from higher brain regions pass through the brainstem, making information transmission one of the most important functions of the medulla and pons.
575710.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ეს ორი ზონა ასევე ეხმარება სხეულის დიდმასშტაბური მოძრაობის კოორდინაციას, მაგალითად, სიარულს.
These two regions also help coordinate large-scale body movements, such as walking.
575711.
ბიოლოგია | თავი XLVIII
აქსონების უმეტესობას გადააქვს ინსტრუქციები მოძრაობების შესახებ შუა და წინა ტვინიდან ზურგის ტვინისკენ, ცნს-ის ერთი მხრიდან მეორე მხარეს მოგრძო ტვინში გადაკვეთის გზით.
Most of the axons carrying instructions about movement from the midbrain and forebrain to the spinal cord cross from one side of the CNS to the other in the medulla.
575712.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ამის შედეგად, თავის ტვინის მარჯვენა მხარე აკონტროლებს სხეულის მარცხენა მხრის მოძრაობებს და პირიქით.
As a result, the right side of the brain controls much of the movement of the left side of the body, and vice versa.
575713.
ბიოლოგია | თავი XLVIII
შუა ტვინი სხვადასხვა ტიპის სენსორული ინფორმაციის მიღებისა და ინტეგრაციის ცენტრებს შეიცავს.
The midbrain contains centers for the receipt and integration of several types of sensory information.
575714.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ის აგრეთვე კოდირებულ სენსორულ ინფორმაციას ნეირონებით წინა ტვინის სპეციფიკურ ზონებში აგზავნის.
It also sends coded sensory information along neurons to specific regions of the forebrain.
575715.
ბიოლოგია | თავი XLVIII
შუა ტვინის ამობურცული ცენტრებია ქვედა და ზედა გორაკები, რომლებიც შესაბამისად სმენის და მხედველობის სისტემების ნაწილებია.
Prominent centers of the midbrain are the inferior and superior colliculi, which are part of the auditory and visual systems, respectively.
575716.
ბიოლოგია | თავი XLVIII
სმენაში ჩართული ყველა სენსორული აქსონი მთავრდება ან გაივლის ქვედა გორაკებს დიდი ტვინისკენ მიმავალ საკუთარ გზაზე.
All sensory axons involved in hearing either terminate in or pass through the inferior colliculi on their way to the cerebrum.
575717.
ბიოლოგია | თავი XLVIII
არაძუძუმწოვარ ხერხემლიანებში, ზედა გორაკები იღებენ ამობურცული ოპტიკური წილების ფორმას, რომლებიც შეიძლება ერთადერთი მხედველობის ცენტრები იყვნენ.
In nonmammalian vertebrates, the superior colliculi take the form of prominent optic lobes and may be the only visual centers.
575718.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ძუძუმწოვრებში მხედველობა ინტეგრირდება დიდ ტვინში, ტოვებს რა ზედა გორაკებს ისეთი მხედველობის რეფლექსების კოორდინაციისთვის, როგორიცაა ავტომატური თავის მობრუნება, როდესაც თქვენი პერიფერიული მხედველობა გვერდიდან თქვენი მიმართულებით რაღაც მოძრავს აღიქვამს.
In mammals, vision is integrated in the cerebrum, leaving the superior colliculi to coordinate visual reflexes, such as automatically turning your head when your peripheral vision picks up something moving toward you from the side.
575719.
ბიოლოგია | თავი XLVIII
გამოღვიძება და ძილი.
Arousal and Sleep.
575720.
ბიოლოგია | თავი XLVIII
თბილი გაზაფხულის შუადღეს, თუ ვინმე ბოლომდე დასწრებია ლექციას, იცის, რომ დაყურადება და გონების დაძაბვა ყოველ მომენტში იცვლება.
As anyone who has sat through a lecture on a warm spring afternoon knows, attentiveness and mental alertness vary from moment to moment.