მოიძებნა 668043 ჩანაწერი
575741.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ემბრიონული შუამდებარე ტვინი ზრდასრულ თავის ტვინში სამ უბნად არის ჩამოყალიბებული: ეპითალამუსი, თალამუსი და ჰიპოთალამუსი.
The embryonic diencephalon develops into three adult brain regions: the epithalamus, thalamus, and hypothalamus.
575742.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ეპითალამუსი შეიცავს გირჩისებრ ჯირკვალს და ქოროიდულ წნულს სისხლიდან ცერებროსპინალური სითხის წარმომქმნელი კაპილარების ერთ-ერთ კლასტერს.
The epithalamus includes the pineal gland and the choroid plexus, one of several clusters of capillaries that produce cerebrospinal fluid from blood.
575743.
ბიოლოგია | თავი XLVIII
თალამუსი და ჰიპოთალამუსი მთავარი მაინტეგრირებელი ცენტრები არიან.
The thalamus and hypothalamus are major integrating centers.
575744.
ბიოლოგია | თავი XLVIII
თალამუსი წარმოადგენს დიდი ტვინისკენ მიმართულ სენსორული ინფორმაციის მთავარ შესასვლელს და მისგან გამოსული მოტორული ინფორმაციის მთავარ გამოსასვლელს.
The thalamus is the main input center for sensory information going to the cerebrum and the main output center for motor information leaving the cerebrum.
575745.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ყველა სენსორიდან მოსული ინფორმაცია თალამუსში ხარისხდება და შემდგომი დამუშავებისთვის დიდი ტვინის შესაბამის ცენტრებში იგზავნება.
Incoming information from all the senses is sorted in the thalamus and sent to the appropriate cerebral centers for further processing.
575746.
ბიოლოგია | თავი XLVIII
თალამუსს ასევე აქვს შესავალი ქერქიდან და თავის ტვინის სხვა ნაწილებიდან, რომლებიც არეგულირებენ ემოციებს და გამოღვიძებას.
The thalamus also receives input from the cerebrum and other parts of the brain that regulate emotion and arousal.
575747.
ბიოლოგია | თავი XLVIII
მიუხედავად იმისა, რომ ჰიპოთალამუსი მხოლოდ რამდენიმე გრამს იწონის, ის ჰომეოსტაზის რეგულაციაში თავის ტვინის ყველაზე მნიშვნელოვანი ზონებიდან ერთ-ერთია.
Although it weighs only a few grams, the hypothalamus is one of the most important brain regions for homeostatic regulation.
575748.
ბიოლოგია | თავი XLVIII
45-ე თავში მოცემულია, რომ ჰიპოთალამუსი წარმოადგენს ორი რიგი ჰორმონების წყაროს - უკანა ჰიპოფიზის ჰორმონებისა და გამაადვილებელი (რილიზინგ) ჰორმონებისთვის, რომლებიც წინა ჰიპოფიზზე მოქმედებენ.
We saw in Chapter 45 that the hypothalamus is the source of two sets of hormones, posterior pituitary hormones and releasing hormones that act on the anterior pituitary.
575749.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ჰიპოთალამუსი აგრეთვე ორგანიზმის თერმოსტატს, შიმშილის, წყურვილის და ბევრი სხვა ბაზური სასიცოცხლო მექანიზმების ცენტრებს შეიცავს.
The hypothalamus also contains the body's thermostat, as well as centers for regulating hunger, thirst, and many other basic survival mechanisms.
575750.
ბიოლოგია | თავი XLVIII
იგი მონაწილეობს სექსუალურ და შეჯვარების ქცევებში, შიშისა და თავდასხმის პასუხებში და „სიამოვნების” რეაქციაში.
Hypothalamic centers also play a role in sexual and mating behaviors, the fight-orflight response, and pleasure.
575751.
ბიოლოგია | თავი XLVIII
სპეციფიკური ცენტრების სტიმულაციამ შესაძლებელია გამოიწვიოს პასუხები, რომლებიც ცნობილია, როგორც „სუფთა” ქცევები.
Stimulation of specific centers can cause what are known as "pure" behaviors.
575752.
ბიოლოგია | თავი XLVIII
მაგალითად, ვირთაგვები თავსდებიან საექსპერიმენტო გარემოში, სადაც მათ შეუძლიათ ბერკეტზე დაჭერით „სიამოვნების” ცენტრის სტიმულაცია, კვებისა და სმის გამოკლებით.
For example, rats placed in an experimental situation where they can press lever to stimulate a "pleasure" center will do so to the exclusion of eating and drinking.
575753.
ბიოლოგია | თავი XLVIII
წინა ჰიპოთალამუსის სტიმულაციამ შეიძლება გააფთრება გამოიწვიოს.
Stimulation of another hypothalamic area can produce rage.
575754.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ცირკადული რიტმები.
Circadian Rhythms.
575755.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ცირკადული რიტმები მცენარეებში იყო განხილული.
We have already discussed circadian rhythms in plants.
575756.
ბიოლოგია | თავი XLVIII
მათ ცხოველებიც ავლენენ, ამის ერთ-ერთი მაგალითია ძილ-ღვიძილის ციკლი.
Animals also exhibit circadian rhythms, one example being the sleep/wake cycle.
575757.
ბიოლოგია | თავი XLVIII
რიგი გამოკვლევებით ნაჩვენებია, რომ ცხოველებს ჩვეულებრივ შინაგანი ქრონომეტრი აქვთ, რომელიც ცნობილია, როგორც ბიოლოგიური საათი. იგი ჩართულია ცირკადული რიტმების შენარჩუნებაში.
Numerous studies have shown that animals usually have an internal timekeeper, known as a biological clock, that is involved in maintaining circadian rhythms.
575758.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ბიოლოგიური საათი არეგულირებს სხვადასხვა ფიზიოლოგიურ ფენომენს, მათ შორის ჰორმონების გამოყოფას, შიმშილს და გარეგანი სტიმულისადმი გაძლიერებულ მგრძნობელობას.
Biological clocks regulate a variety of physiological phenomena, including hormone release, hunger, and heightened sensitivity to external stimuli.
575759.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ძუძუმწოვრებში ბიოლოგიური საათი არის ჰიპოთალამური სტრუქტურის წყვილი, რომელსაც სუპრაქიაზმურ ბირთვს (SCN) უწოდებენ.
In mammals, the biological clock is a pair of hypothalamic structures called the suprachiasmatic nuclei (SCN).
575760.
ბიოლოგია | თავი XLVIII
ზოგიერთი ნეირონის კლასტერებს ცნს-ში მოიხსენებენ როგორც „ბირთვებს”.
Some clusters of neurons in the CNS are referred to as "nuclei."