მოიძებნა 668043 ჩანაწერი
577421.
ბიოლოგია | თავი LI
ქცევის ეკოლოგებმა დიდი ხანია იციან, რომ მიგრაციის შფოთი, რაც ბერტჰოლდმა ადრე შეისწავლა, არ წარმოადგენს უწესრიგო, შემთხვევით აქტივობას, არამედ იგი არის მიმართული.
Behavioral ecologists have long known that the migratory restlessness that Berthold had studied previously is not random activity but rather is directed.
577422.
ბიოლოგია | თავი LI
ეს ნიშნავს, რომ გალიაში დამწყვდეულ ჩიტებს აღენიშნებათ შფოთი, რომელიც მიმართულია იმ მხარისკენ, რომლისკენაც ისინი გაფრინდებოდნენ, დამწყვდეულები რომ არ ყოფილიყვნენ.
That is, caged birds showing migratory restlessness orient their activity in the direction that they would migrate if they were not caged.
577423.
ბიოლოგია | თავი LI
შემოდგომაზე, როცა ჩიტებს დაეწყოთ მიგრაციის შფოთი, ბერტოლდის ჯგუფმა შავთავები, რომლებიც სამი კვლევითი ჯგუფის შესწავლის ობიექტებს წარმოადგენდნენ, 1,5 – 2 საათით მოათავსა დიდ გალიებში, რომლებიც ბალახით იყო დაფარული და დაზოლილი იყო საკოპირებელი ქაღალდით.
In the autumn, when the birds were showing migratory restlessness, Berthold's team placed the blackcaps from their three study groups in large glass-covered funnel cages lined with carbon-coated paper for 1.5-2 hours.
577424.
ბიოლოგია | თავი LI
როცა ჩიტები გალიაში გადაადგილდებოდნენ, ქაღალდზე აღიბეჭდებოდა მათი ნაკვალევი, ესწავლის შედეგად აღმოჩნდა, რომ ისინი მოძრაობდნენ მათი მიგრაციის მიმართულებით და ცდილობდნენ იქით „გაფრენას“.
As the birds moved around the funnels, the marks they made on the paper indicated the direction in which they were trying to "migrate".
577425.
ბიოლოგია | თავი LI
შედეგებმა უჩვენეს, რომ ბრიტანეთში დაჭერილი ზრდასრული ჩიტების მიგრაციული ორიენტაცია ლაბორატორიაში გაზრდილი ნაშიერების ორიენტაციის მსგავსი იყო.
The results showed that the migratory orientation of wintering adult birds captured in Britain was very similar to the orientation of their laboratory-raised offspring.
577426.
ბიოლოგია | თავი LI
ეს მსგავსება არ აღინიშნებოდა გერმანიაში ბინადარ ჩიტებში.
That similarity contrasted sharply with the migratory orientation of the birds from Germany.
577427.
ბიოლოგია | თავი LI
ეს კვლევა მიუნიშნებს იმაზე, რომ მიგრაციის ორიენტაცია გენეტიკურ ბაზას ეფუძნება, რადგანაც, როგორც ბრიტანული, ასევე გერმანული წარმოშობის ჩიტებისათვის პირობები სრულიად ერთნაირი იყო და მიგრაციის ორიენტაცია კი განსხვავებული უჩვენეს.
This study indicates a genetic basis for migratory orientation since the British birds and the birds from Germany were raised under similar conditions but showed very different migratory orientations.
577428.
ბიოლოგია | თავი LI
მაგრამ ამ ქცევამ განიცადა ევოლუცია დროთა განმავლობაში?
But has the behavior actually evolved over time?
577429.
ბიოლოგია | თავი LI
ბერტჰელდის კვლევა ასევე უჩვენებს, რომ მიგრაციის ქცევაში ცვლილება დასავლეთ-ევროპულ შავთავებში წარმოადგენს ახალ და სწრაფ მოვლენას და რომ მას ადგილი ჰქონდა ბოლო 50 წლის განმავლობაში.
Berthold's study also indicates that the change in migratory behavior in western European blackcaps is both recent and rapid, having taken place over the past 50 years.
577430.
ბიოლოგია | თავი LI
1960 წლამდე გერმანიაში არ იყო აღნიშნული დასავლეთით მოძრავი შავთავები, მაგრამ 1990-იანი წლებისთვის გერმანიისა და ავსტრიის ტერიტორიებზე შავთავების პოპულაციებში დასავლეთისკენ მიგრირებადმა ჩიტებმა 7-11%- მდე შეადგინა.
Before 1960, there were no known westward-migrating blackcaps in Germany, but by the 1990s, westward migrants made up 7-11% of the blackcap populations of Germany and parts of Austria.
577431.
ბიოლოგია | თავი LI
ბერტჰოლდი გვთავაზობს აზრს, რომ რაკიღა დაიწყო დასავლეთისკენ მიგრაცია, იგი გაიზარდა რამდენიმე ფაქტორის შედეგად, ამ ფაქტორებს შორისაა უფრო თბილი ზამთრის კლიმატი ბრიტანეთში და ზამთრის საკვების შოვნის გაუმჯობესება, რაც ნაწილობრივ განპირობებულია ბრიტანეთში ფართოდ გამოყენებადი ზამთრის ჩიტების მკვებავებით.
Berthold suggests that once westward migration began, it persisted and increased in frequency as a result of several factors, including milder winter climate in Britain and improved winter food partly due to the widespread use of winter bird feeders in Britain.
577432.
ბიოლოგია | თავი LI
ეს ჰიპოთეზა ახლოსაა ჩვენი მომდევნო ქვეთავის თემასთან, რომელიც ეხება საკითხს, როგორი გავლენა შეიძლება იქონიოს ქცევამ გადარჩენასა და რეპროდუქციაზე და ამგვარად გამოიწვიოს ევოლუცია.
These hypotheses touch on the subject of the next section, which concerns how behavior can influence survival and reproduction and thus lead to evolution.
577433.
ბიოლოგია | თავი LI
ბუნებრივი სელექცია უპირატესობას ანიჭებს იმგვარ ქცევებს, რომლებიც ზრდის გადარჩენისა და გამრავლების საშუალებას.
Natural selection favors behaviors that increase survival and reproductive success.
577434.
ბიოლოგია | თავი LI
ქცევის გენეტიკური კომპონენტი ფენოტიპის ყველა ასპექტის მსგავსად ვითარდება ბუნებრივი სელექციის საშუალებით იმ შტრიხების მიხედვით, რაც ზრდის პოპულაციაში გადარჩენისა და გამრავლების ეფექტს.
The genetic components of behavior, like all aspects of phenotype, evolve through natural selection for traits that enhance survival and reproductive success in a population.
577435.
ბიოლოგია | თავი LI
ორი ყველაზე უფრო პირდაპირი გზა, რისი მეშვეობითაც ქცევამ შეიძლება გავლენა იქონიოს შეგუებაზე არის ფურაჟირებისა და პარტნიორის არჩევის ქცევებზე გავლენის გზა.
Two of the most direct ways a behavior can affect fitness are through its influences on foraging and mate choice behavior.
577436.
ბიოლოგია | თავი LI
ფურაჟირების ქცევა.
Foraging Behavior.
577437.
ბიოლოგია | თავი LI
იმის გამო, რომ ბუნებრივი კვება არსებითი მნიშვნელობის მატარებელია ცხოველის გადარჩენასა და გამრავლებაში, ჩვენ უნდა მოველოდეთ, რომ ბუნებრივი შერჩევა იმ ქცევებს დახვეწს, რაც ზრდის კვების ეფექტურობას.
Because adequate nutrition is essential to an animal's survival and reproductive success, we should expect natural selection to refine behaviors that enhance the efficiency of feeding.
577438.
ბიოლოგია | თავი LI
საკვების მოპოვების ქცევა ანუ ფურაჟირება მოიცავს არა მარტო ჭამას, არამედ სხვა მრავალ მექანიზმს, რომელთაც ცხოველი იყენებს იმისათვის, რომ ამოიცნოს, მოძებნოს და დაიჭიროს კვების ობიექტი.
Food-obtaining behavior, or foraging, includes not only eating but also any mechanisms an animal uses to recognize, search for, and capture food items.
577439.
ბიოლოგია | თავი LI
ოპტიმალური ფურაჟირების თეორია განიხილავს ფურაჟირების ქცევას, როგორც კომპრომისს კვების სარგებელსა და საკვების მოპოვების საფასურს შორის, როგორიცაა ენერგიის ხარჯვა ანდა ფურაჟირებისას მტაცებლის საკბილოდ თავად გახდომის რისკი.
Optimal foraging theory views foraging behavior as a compromise between the benefits of nutrition and the costs of obtaining food, such as energy expenditure or the risk of being eaten by a predator while foraging.
577440.
ბიოლოგია | თავი LI
ამ თეორიის მიხედვით, ბუნებრივმა შერჩევამ უპირატესობა უნდა მიანიჭოს ფურაჟირების ისეთ ქცევებს, რომლებსაც მინიმუმამდე დაჰყავს ფურაჟირების საფასური და მაქსიმუმამდე აჰყავს სარგებელი.
According to this theory, natural selection should favor foraging behavior that minimizes the costs of foraging and maximizes the benefits.