მოიძებნა 668043 ჩანაწერი
579141.
ბიოლოგია | თავი LIV
ბიოლოგიური ზრდის ერთ-ერთი ცნობილი შემთხვევა, რომელმაც დააზიანა ზედა დონის ხორცისმჭამელები, უკავშირდება DDT-ს, ქიმიკატს, რომელიც გამოიყენება ისეთი მწერების კონტროლისათვის, როგორიცაა კოღოები და სოფლის მეურნეობის პარაზიტები.
An infamous case of biological magnification that harmed top-level carnivores involved DDT, a chemical used to control insects such as mosquitoes and agricultural pests.
579142.
ბიოლოგია | თავი LIV
II მსოფლიო ომის შემდეგ პირველ ათწლეულში პესტიციდების ინდუსტრიამ წინ წამოსწია DDT-უპირატესობანი და სარგებლიანობა, იქამდე, ვიდრე ვინმე რეალურად გააცნობიერებდა ეკოლოგიურ შედეგებს.
In the decade after World War II, the pesticide industry promoted the benefits of DDT before anybody really understood the ecological consequences.
579143.
ბიოლოგია | თავი LIV
1950-იანი წლებისათვის მეცნიერებმა გაიგეს, რომ DDT გარემოში მყარად რჩება და იგი ტრანსპორტირდება წყლის მეშვეობით იმ მიდამოებიდან ძალიან შორს, სადაც ის გამოიყენეს.
By the 1950s, scientists were learning that DDT persists in the environment and is transported by water to areas far from where it is applied.
579144.
ბიოლოგია | თავი LIV
მაგრამ იმ დროისთვის ეს უკვე გლობალურ პრობლემად იყო ქცეული.
But by then, the poison had already become a global problem.
579145.
ბიოლოგია | თავი LIV
ერთ-ერთი პირველი ნიშანი იმისა, რომ DDT წარმოადგენდა გარემოსათვის სერიოზულ პრობლემას, იყო ვარხვის, არწივის და სხვა ისეთი ჩიტების პოპულაციების შემცირება, რომლებიც საკვები ქსელის ზედა დონეზე იკვებებიან.
One of the first signs that DDT was a serious environmental problem was a decline in the populations of pelicans, ospreys, and eagles, birds that feed at the top of food webs.
579146.
ბიოლოგია | თავი LIV
DDT-ს აკუმულირებამ (ასევე DDE-ს აკუმულირებამაც, ეს არის პროდუქტი, რომელიც მიიღება DDT-ს ნაწილობრივი დაშლით) ამ ჩიტების ქსოვილებში ხელი შეუშალა მათი კვერცხის ნაჭუჭში კალციუმის დალექვას.
The accumulation of DDT (and DDE, a product of its partial breakdown) in the tissues of these birds interfered with the deposition of calcium in their eggshells.
579147.
ბიოლოგია | თავი LIV
ეს ტენდენცია შესაძლოა უკვე დაწყებულიც ყოფილიყო გარემოს სხვა კონტამინანტების გამო.
A trend that may have already begun because of other environmental contaminants.
579148.
ბიოლოგია | თავი LIV
ბუდობისას, როცა ეს ჩიტები ცდილობდნენ კვერცხების ინკუბირებას (კვერცხებზე ჯდომას) დაზიანებული კვერცხები მშობლების წონას ვერ უძლებდა, ამას კი შედეგად მოჰყვა მათი რეპროდუქციის დონის კატასტროფული ვარდნა.
When these birds tried to incubate their eggs, the weight of the parents broke the shells of affected eggs, resulting in catastrophic declines in their reproduction rates.
579149.
ბიოლოგია | თავი LIV
რეიჩელ კარსონის წიგნმა, “ჩუმი გაზაფხული”, ხელი შეუწყო ამ პრობლემისათვის საზოგადოებრივი ყურადღების მოპყრობას 1960-იან წლებში და შედეგად 1971 წელს DDT ამერიკის შეერთებულ შტატებში აიკრძალა.
Rachel Carson's Silent Spring helped bring the problem to public attention in the 1960s, and DDT was banned in the United States in 1971.
579150.
ბიოლოგია | თავი LIV
პესტიციდები ჯერ კიდევ გამოიყენება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.
The pesticide is still used in many other parts of the world, however.
579151.
ბიოლოგია | თავი LIV
არსებობს მრავალი ისეთი ტოქსიკური ნივთიერება, რომელთა დაშლა მიკროორგანიზმებს არ შეუძლიათ, ამდენად, ისინი გარემოში წლობით და ათეულობით წლობითაც კი რჩებიან.
Many toxins cannot be degraded by microorganisms and consequently persist in the environment for years or even decades.
579152.
ბიოლოგია | თავი LIV
სხვა შემთხვევებში გარემოში მოხვედრილი ქიმიკატები შეიძლება შედარებით უვნებელი იყოს, თუმცა ისინი ტოქსიკურ პროდუქტებად სხვა ნივთიერებებთან რეაქციაში შესვლისას ანდა მიკროორგანიზმების მეტაბოლიზმის საშუალებით გარდაიქმნებიან.
In other cases, chemicals released into the environment may be relatively harmless but are converted to more toxic products by reaction with other substances or by the metabolism of microorganisms.
579153.
ბიოლოგია | თავი LIV
მაგალითად, ვერცხლისწყალი, რომელიც წარმოადგენს პლასტიკური წარმოებისა და ქვანახშირის ენერგიაზე მომუშავე გენერაციის დამატებით-პროდუქტს, მდინარეებსა და ზღვებში უხსნადი ფორმით იყრება.
For example, mercury, a by-product of plastic production and coal-fired power generation, has been routinely expelled into rivers and the sea in an insoluble form.
579154.
ბიოლოგია | თავი LIV
ფსკერის ტალახის ბაქტერიები გარდაქმნიან ნარჩენებს ვერცხლისწყლის მეთილად, რომელიც უკიდურესად ტოქსიკური ხსნადი კომპონენტია და რომელიც იმ ორგანიზმის, მათ შორის ადამიანის, ქსოვილებში გროვდება, რომლებიც მოწამლული წყლიდან თევზს ჭამს.
Bacteria in the bottom mud convert the waste to methyl mercury, an extremely toxic soluble compound that accumulates in the tissues of organisms, including humans who consume fish from the contaminated waters.
579155.
ბიოლოგია | თავი LIV
ატმოსფერული ნახშირორჟანგი.
Atmospheric Carbon Dioxide.
579156.
ბიოლოგია | თავი LIV
ადამიანის აქტივობას შედეგად მოაქვს მრავალი სხვადასხვა აიროვანი ნარჩენი პროდუქტების ატმოსფეროში გაშვება.
Many human activities release a variety of gaseous waste products.
579157.
ბიოლოგია | თავი LIV
ადრე ადამიანები ფიქრობდნენ, რომ ატმოსფეროს, დიდი მოცულობის წყალობით, შეეძლო, გამკლავებოდა დაბინძურებებს და შეეწოვა ნარჩენები, ისე, რომ ამას რაიმე სერიოზული შედეგები არ მოჰყოლოდა, მაგრამ ჩვენ ახლა უკვე ვიცით, რომ ატმოსფეროში ამგვარმა შემატებებმა შეიძლება გამოიწვიოს ფუნდამენტური ცვლილებები ატმოსფეროს შემადგენლობაშიც და მისი და ბიოსფეროს დანარჩენ ნაწილებს შორის ურთიერთმოქმედებაშიც.
People once thought that the vastness of the atmosphere could absorb these materials without significant consequences, but we now know that such additions can cause fundamental changes in the composition of the atmosphere and in its interactions with the rest of the biosphere.
579158.
ბიოლოგია | თავი LIV
ერთ-ერთ დიდ პრობლემას წარმოადგენს ატმოსფერული ნახშირორჟანგის მზარდი დონე.
One pressing problem is the rising level of atmospheric carbon dioxide.
579159.
ბიოლოგია | თავი LIV
მზარდი ატმოსფერული CO².
Rising Atmospheric CO2.
579160.
ბიოლოგია | თავი LIV
ინდუსტრიული რევოლუციის შემდეგ ატმოსფეროში CO²- ის კონცენტრაცია იზრდება, ამის მიზეზი გახლავთ წიაღისეული საწვავისა და გაჩეხილი ტყეებიდან წამოღებული ხეების მასობრივი წვა.
Since the Industrial Revolution, the concentration of CO2 in the atmosphere has been increasing as a result of the combustion of fossil fuels and the burning of enormous quantities of wood removed by deforestation.