მოიძებნა 668043 ჩანაწერი
579201.
ბიოლოგია | თავი LIV
ნიუ იორკი, მაიამი, ლოს ანჯელესი და მრავალი სხვა ქალაქი წყლის ქვეშ მოექცევა.
New York, Miami, Los Angeles, and many other cities would then be under water.
579202.
ბიოლოგია | თავი LIV
ამ ბოლო დროს მომხდარი ანტარქტიდის ყინულის ჩამოქცევა, რომელმაც 2002 წელს მანჰატანზე ოთხჯერ უფრო დიდი ზომის აისბერგი წარმოქმნა, შესაძლოა იყოს გლობალური დათბობის წინასწარი ნიშანი.
Recent collapses in the Antarctic ice shelf, which in 2002 released an iceberg four times the area of Manhattan, may be an early sign of global warming.
579203.
ბიოლოგია | თავი LIV
დათბობის ტენდენციამ შეიძლება ასევე შეცვალოს ნალექის განაწილებაც და ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობისათვის გამოყენებული ცენტრალური ტერიტორიები გაცილებით უფრო მშრალი გახადოს.
A warming trend would also alter the geographic distribution of precipitation, making major agricultural areas of the central United States much drier, for example.
579204.
ბიოლოგია | თავი LIV
თუმცაღა, სხვადასხვა მათემატიკური მოდელი არ ეთანხმება იმ თვალსაზრისს, რომელიც გამოთქმულია იმის შესახებ, თუ როგორ შეიცვლება კლიმატი სხვადასხვა რეგიონში.
However, the various mathematical models disagree about the details of how climate in each region will be affected.
579205.
ბიოლოგია | თავი LIV
იმის შესწავლით, თუ რა გავლენა იქონია წარსული პერიოდის გლობალურმა დათბობამ და აცივებამ მცენარეთა თანასაზოგადოებებზე, ეკოლოგები ცდილობენ წინასწარ განჭვრიტონ სამომავლო ტემპერატურის ცვლილებებით გამოწვეული შედეგები.
By studying how past periods of global warming and cooling affected plant communities, ecologists are trying to predict the consequences of future temperature changes.
579206.
ბიოლოგია | თავი LIV
ყვავილის მტვრის აღმოჩენილი სამარხების ანალიზი იძლევა იმის დამადასტურებელ მტკიცებულებებს, რომ თანასაზოგადოებები ტემპერატურის ცვლასთან ერთად ძირეულ ცვლილებებს განიცდიან.
Analysis of fossilized pollen provides evidence that plant communities change dramatically with changes in temperature.
579207.
ბიოლოგია | თავი LIV
მაგრამ ადრე მომხდარი ცვლილებები ტემპერატურაში ხდებოდა თანდათანობით და მცენარეთა და ცხოველთა პოპულაციებს საშუალება ჰქონდათ, გადაენაცვლათ ისეთ ტერიტორიებზე, სადაც აბიოტური პირობები მათი გადარჩენის შანსს იძლეოდა.
However, past climate changes occurred gradually, and plant and animal populations could migrate into areas where abiotic conditions allowed them to survive.
579208.
ბიოლოგია | თავი LIV
მრავალმა ორგანიზმმა, განსაკუთრებით მცენარეებმა, რომელთაც სწრაფი გაბნევა და დიდი ტერიტორიების მოცვა არ შეუძლიათ, შესაძლოა ვერ მოახერხონ გადარჩენა კლიმატის ცვლილებების მაღალი მაჩვენებლის პირობებში, რაც ნავარაუდევი გლობალური დათბობის შედეგად უნდა დადგეს.
Many organisms, especially plants that cannot disperse rapidly over long distances, will probably not be able to survive the high rates of climate change projected to result from global warming.
579209.
ბიოლოგია | თავი LIV
გლობალურმა დათბობა, რომელიც, როგორც ჩანს, ატმოსფეროში CO²-ის მომატების შედეგად უკვე მომდინარეობს, წარმოადგენს პრობლემას, რომელსაც განუჭვრეტელი შედეგები ექნება და რომელთა გადაჭრაც მარტივი არ იქნება.
The global warming that apparently is now under way as a result of the addition of CO2 to the atmosphere is a problem of uncertain consequences and no simple solutions.
579210.
ბიოლოგია | თავი LIV
ქვანახშირი, ბუნებრივი გაზი, გაზოლინი (ბენზინი), საწვავი ხე-ტყე და სხვა ორგანული საწვავი, რომელთა წვა შეუძლებელია CO²-ის გამოყოფის გარეშე, წარმოადგენენ ცენტრალურ მამოძრავებელ ძალას ჩვენი მზარდი ინდუსტრიალიზაციის მქონე საზოგადოებებისთვის.
Coal, natural gas, gasoline, wood, and other organic fuels that cannot be burned without releasing CO2 are central to our increasingly industrialized societies.
579211.
ბიოლოგია | თავი LIV
CO²-ის ატმოსფეროში გაშვების სტაბილიზაცია მოითხოვს საერთაშორისო ძალისხმევას და დიდი ცვლილებებს, როგორც კერძო ცხოვრების სტილში, ასევე ინდუსტრიულ პროცესებში.
Stabilizing CO2 emissions will require concerted international effort and the acceptance of dramatic changes in both personal lifestyles and industrial processes.
579212.
ბიოლოგია | თავი LIV
მრავალი ეკოლოგი ფიქრობს, რომ ამ ძალისხმევამ განიცადა უმთავრესი შეფერხება 2001 წელს განიცადა, როცა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უარი განაცხადა ტოკიოს პროტოკოლზე, რომელიც წარმოადგენდა 1997 წლის ინდუსტრიული ერების შეთანხმებას 10 წლის განმავლობაში CO²-ის ატმოსფეროში გაშვების 5% -ით შემცირების შესახებ.
Many ecologists think that this effort suffered a major setback in 2001, when the United States pulled out of the Kyoto Protocol, a 1997 pledge by the industrialized nations to reduce their CO2 output by about 5% over a ten-year period.
579213.
ბიოლოგია | თავი LIV
ატმოსფერული ოზონის გამოლევა.
Depletion of Atmospheric Ozone.
579214.
ბიოლოგია | თავი LIV
დედამიწა დაცულია ულტრაიისფერი (UV) სხივების საშიში ზემოქმედებისგან ოზონის მოლეკულების (O3) დამცავი ფენით, რომელიც მდებარეობს ქვედა სტრატოსფეროში დედამიწის ზედაპირიდან 17 და 25-ე კილომეტრებს შორის.
Life on Earth is protected from the damaging effects of ultraviolet (UV) radiation by a protective layer of ozone molecules (03) that is present in the lower stratosphere between 17 and 25 km above Earth's surface.
579215.
ბიოლოგია | თავი LIV
ოზონი შთანთქავს ულტრაიისფერ სხივებს და არ აძლევს საშუალებას მათ, რომ მისწვდნენ ბიოსფეროში მცხოვრებ ორგანიზმებს.
Ozone absorbs UV radiation, preventing much of it from reaching organisms in the biosphere.
579216.
ბიოლოგია | თავი LIV
ატმოსფეროს სატელიტურმა შესწავლებმა უჩვენეს, რომ ოზონის ფენა თანდათანობით თხელდება 1975 წლის შემდეგ.
Satellite studies of the atmosphere suggest that the ozone layer has been gradually "thinning" since 1975.
579217.
ბიოლოგია | თავი LIV
ატმოსფერული ოზონის განადგურებას შესაძლოა იწვევდეს ძირითადად ქლოროფლუოროკარბონატის დაგროვება, ქიმიური ელემენტები, რომლებიც გამოიყენება მაცივრების მოწყობილობებისთვის, აეროზოლის ქილებში როგორც საწვავი და ასევე ზოგიერთ საწარმოო პროცესებში.
The destruction of atmospheric ozone probably results mainly from the accumulation of chlorofluorocarbons (CFCs), chemicals used for refrigeration, as propellants in aerosol cans, and in certain manufacturing processes.
579218.
ბიოლოგია | თავი LIV
როცა ამ ქიმიური ელემენტების ნარჩენები ატმოსფეროში ადის, ქლორი, რომელსაც ისინი შეიცავენ რეაქციაში შედის ოზონთან და ამცირებს მას O2-მდე.
When the breakdown products from these chemicals rise to the stratosphere, the chlorine they contain reacts with ozone, reducing it to molecular O2.
579219.
ბიოლოგია | თავი LIV
შედეგად გამოწვეული ქიმიური რეაქციები ათავისუფლებს ქლორს და საშუალებას აძლევენ მას, რეაქციაში შევიდეს ოზონის სხვა მოლეკულებთან კატალიზური ჯაჭვური რეაქციით.
Subsequent chemical reactions liberate the chlorine, allowing it to react with other ozone molecules in a catalytic chain reaction.
579220.
ბიოლოგია | თავი LIV
ეფექტი უფრო მეტად თვალსაჩინოა ანტარქტიდაში, სადაც ზამთრის ცივი ტემპერატურა ამსუბუქებს ამ ატმოსფერულ რეაქციებს.
The effect is most apparent over Antarctica, where cold winter temperatures facilitate these atmospheric reactions.